??? ვერც მე ვერ მივხვდი

??? ვერც მე ვერ მივხვდი

სახლში ამოვდიოდი და თავზე მაწვიმდა, მაწვიმდა მხრებზე, მაწვიმდა…არ ვიცოდი რა გრძნობა დამუფლებოდა…ბავშვობა გამახსენდა, ზაფხულის წვიმაში რომ დავტანტალებდი, მაგრამ მაშინ წვიმა უფრო სუფთა იყო, ეხლა კი ბინძური, ადამიანებმა დავაბინძურეთ…ჩემი თავი არ მადარდებდა, ფეხსაცმელი გაიჭყლიტა ჩემსა და ტალახს შორის…შემოვედი და ქუხილმაც შემომირიხინა ფეხებში, წამებით შემოვასწარი…დღეს ყველაფერი სხვანაირია…

ცხოვრებაში ორი fail მქონდა, უნივერსიტეტში, როდესაც საოპერატორიზე ვერ ჩავაბარე და სამსახურის ტესტირებაზე, რომელიც საოცრად დავწერე :D ალბათ, არც ერთი მინდოდა გულით და მეორეზეც ,რაც მაკავებდა ფული იყო..”.ოოო!!”…იფიქრებთ თქვენ!!.”სულ ფულზე როგორ უნდა ფიქრობდეს ადამიანი!!!”…ყველა მასზე ვფიქრობთ, მხოლოდ ზოგი ვაღიარებთ ამას, ეს სირცხვილი არაა, როდესაც ადამიანობა არაა, სირცხვილი არაა, მიდიოდე და არ გინდოდეს, ჰოდა იმიტომაც ვარ გარეთ, არ მოვინდომე ალბათ…რაც არ გკლავს გაძლიერებს, ეს ფრაზა უკვე მითქვამს,მაგრამ ყოველთვის ჭრის იგი? “თუ რაც არ გინდა ნუ გინდა” სჯობს? ისევ გავაცრუე იმედები, მაგრამ გარშემო ისევ ისინი მყავს, ვისაც მაინც რჩება იმედი ჩემს მიმართ, ისინიც რომ არ იყვნენ…

არადა, თავის დამშვიდებად არ ჩამომერთვას და უამრავი დადებითი მხარე აქვს ჩემს უმუშევრობას, ახალი სამსახურის ძებნის სტიმული, თან ისეთის სადაც უაზრო ხალხი, უაზრო კითხვებით არ იქნება, სადაც პირფერობა და ტყუილი არ იქნება, სადაც საკუთარი “ცოდნით” სიგარეტის ღერის თანხლებით უსაქმურ დაცვის თანამშრომლებს არ გააოცებ და ამის მოწმე არ იქნები :D ბევრი რამ ვისწავე, ბევრი წამოვიღე, და ბედნიერი ვარ, რომ უფორმო მაისურს და “კუბოს ქვას” არ დავიდებ გულზე :D ასე იყო საჭირო, უნდა მენახა და მესწავლა, მესწავლა პირფერობა და არ ვისწავლე…გამომიშვეს…მაგრამ ფეხსაცმელი დამრჩა საყიდელი, მეშინია არ ჩამოვრჩე ჩემს wish list-ს, ისედაც ვერ ვეწეოდი :D რომ იციან ხოლმე წყალი გადასახდელი, გაზი, საჭმელი…ჩემი ვერსია:მალე ინტერნეტი გამეთიშება, ფეხსაცმელი შემომაკლდება, ჩანთა, ახალი ტრენდები… :D

არა!! მათ გამო ღირს ბრძოლა!!

რატომ მახრჩობს ცრემლი, მაშინ როდესაც ლაპარაკი მინდა, ოხ ეს ემოციურობა…მერე ჩერჩეტი გამოდიხარ…არადა დაწერ და ცხელ გულს დააბრალებენ :) იყოს ცხელი!!

ახალი ცხოვრება იწყება, უკვე ნაკლები იმედებით, რომ ისევ არ გამიცრუვდეს და მეტი შემართებით, ჩემს თავს ვეძებ და ვიპოვი, მთავარია არ დამაგვიანდეს…

ჩემი ბიჭი დიდი ხანია უსაქმურად მელის, ჩემი ნიკალა, Nikon, ფოტოკამერა…ჩავკიდებ ხელს და ერთად ვიბოდიალებთ, ძველ დროს გავიხსენებთ, ერთად რომ ვატარებდით…

ისე დავწერე, ვერც მე ვერ გავიგე რა მინდოდა,მიხაროდა თუ მწყინდა, მიყვარდა თუ მძულდა, ბევრის თქმა რომ მინდოდა მეც ვიცი და თქვენც მიხვდით ალბათ…

გარეთ წვიმამაც გადაიღო, ყველაფერს ჰქონია დასასრული, ამ პოსტსაც :)

20110607-041141.jpg

20110607-041151.jpg

20110607-041204.jpg

20110607-041214.jpg

20110607-041237.jpg

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *