თბილისის ავტომუზეუმი

თბილისის ავტომუზეუმი

ჩემი დიდი ხნის სურვილი ავისრულე და როგორც იქნა თბილისის ავტო მუზეუმი მოვინახულე, ერთ პატარა სივრცეში წარმოდგენილია საბჭითა კავშირის დროს პოპულარული ავტომობილების ნუსხა, მათ შორის ისეთებიც რომლებიც შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ემსახურებოდნენ, ე. წ. ‘გაის’, სამხედრო და სხვა დნიშნულების მანქანები.

მუზეუმი მართლაც რომ შთამბეჭდავია თავისი მრავალფეროვნებით და ამის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან იქ შესვლისას ფერის მთელი სპექტრი გადაიშლება თვალწინ.

მანქანები პირვანდელ, ქარხნულ სახემდეა დარესტავრირებული, დარწმუნებული ვარ ყველა ავტომოყვარული იპოვის მისთვის საინტერესო მოდელს.

ვიზიტისას, ჩემთვის ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე, მაგალითად ის რომ უმრავლესობა მათგანს BMW ძრავი უდგას, მხოლოდ არასერტიფიცირებული, არამედ იმ დროს დაკოპირებული, ასე ვთქვათ მოპარული, ეს ჩვენს შორის დარჩეს :).

მუზეუმი კერძო საკუთრებაშია, მაგრამ მათი ხილვა ყველას შეუძლია, ასევე ფოტო და ვიდეოგადაღებისთვის, ქორწილისთვის ქირაც შესაძლებელია.

მათვე სივრცეშია სარესტავრაციო სახელოსნო სადაც ბებერი საბჭოური მეგობრები მეორე სიცოცხლეს იწყებენ.

ადვილად რომ მიაგნო მათ ბმულებს აქვე მივაბამ: FB. თბილისის ავტომუზეუმი Web. თბილისის ავტომუზეუმი

მეტი ფოტოსთვის ჩემი ინსტაგრამიც მოინაცულე.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *