მე ბავშვობის მოგონება დამეწვა

მე ბავშვობის მოგონება დამეწვა

თქვენ დამიწვით ტყე რომლის ჰაერი ჩავისუნთქე პირველად, ადგილი სადაც მამამ მასწავლა ბუნების სიყვარული, ადგილი სადაც აღფრთოვანებით პირველად შემეკრა სუნთქვა როდესაც მთის წვერზე ავედი, ადგილი სადაც პირველად გავიარე ფეხშიშველმა, პირველად წავიქეცი, სადაც ვკრეფდი სოკოს და პირს ვიშავებდი მაყვლით, დავისუსხე შინდით, დაღმართზე ინერციით ჩამოვრბოდი და აღმართზე ქოშინით მივბობღავდი. სადაც ციყვებს ვუცქერდი ტოტიდან ტოტზე როგორ დახტოდნენ და ჩიტებს ვუსმენდი როგორ ჭიკჭიკებდნენ. ამ ადგილს უკავშირდება ყველა ჩემი ბავშვური უდარდელი მოგონება, მე აქ დავიბადე და ეხლა ვერაფრით ვშველი, ვე-რა-ფრით! ასეთი უსუსური არასოდეს ვყოფილვარ, ასე უმადურად არასოდეს მიგრძვნია თავი, როდესაც ჩემს ნაძვებს, ჩემს ჩიტებს, ჩემს სოკოებს ვერაფრით ვუბრუნებ სამადლობელს. 
და თქვენ! გაუმაძღარო ღორებო, თქვენს გამო გაღვივდა ჩემში სიძულვილი ადამიანის მიმართ, თქვენს გამო გავბოროტდი და მეზიზღება ადამიანის მოდგმა, როგორ შეურაცხვყო და შეგადაროთ ჭიანჭველებს, როდესაც ისინი ორგანიზებულად და ერთსულოვნად აშენებენ ბუდეს, სამჯერ მეტ ტვირთს ეზიდებიან,  რომ ზამთარი გადაატარონ. თქვენ კი ერთადერთი საგანძურისთვის ვერ მოგივლიათ, რითიც პირველ რიგში შეგიძლიათ დაისუქოთ ჯიბეები, ჟანგბადი გადაკეტეთ, ყველანი თქვენ, მთავრობა და გულგრილი სხელმწიფო და ვითომ შეშფოთებული ოპოზიცია და ყველა ვისაც ოდნავადაც შეხება გაქვთ პოლიტიკასთან ამ ბინძური ომობანის გამო, თქვენი მდაბიო თამაშების გამო ეწირება ჩემი მიწა და ბალახი და ტყე და ღრე და ჩიტი და ხე. მე გადანაშაულებთ! დამნაშავენი ხართ ჩემს წინაშე, რომ ჩემი შვილი ნახშირზე გაირბენს! ვერ ჩაისუნთქავს იმას,  რასაც მე ვსუნთქავდი, ვერ გადავცემ იმას რაც მე შევიძინე. მე მრცხვენია თქვენი უძლურების გამო! 

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *