მე ქუვეითში

მე ქუვეითში

უკვე 10 დღეზე მეტია რაც საცხოვრებლად ქუვეითში გადმოვბარგდი, სანამ სამსახურის შემოთავაზება მექნებოდა არც კი მიფიქრია, რომ აქ შეიძლება ახალი ცზოვრება დაიწყო. ერთადერთი რაზეც ხშირად ვფიქრობდი,გარემოს გამოცვლა და ახალი გამოწვევების სურვილი იყო.

ჩემს მოსამზადებელ პერიოდს დაახლოებით 2 თვე დასჭირდა და უკვე აქ ვარ.

დიდი ხანი ადაფტაციისთვის არ მჭირდება, ძალიან მალე ვიპოვე თანამოაზრეები, თუმცაოჯახის წევრების, მეგობრების, საყვარელი ნივთების, ქალაქის ფერების მონატრება მაინც თან დამსდევს.

ქუვეითში ჩამოსვლისას მაშინვე ჩავერთე რუტინაში, თუმცა გამოვნახე რამოდენიმე დღე გარემო დამეთვალიერებინა. არაბეთის ახევარკუნძულზე პაწაწინა ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვალუტა აქვს, თვშესაქცევს მხოლოდ მოლებში ნახავთ, სასმელი არალეგალურია, ღამის კლუბები არაა, თუმცა ამ ადგილის ამოწურვა არც ისე ადვილია. ვისურვებდი მეტი დრო მქონდეს მომავალში მისი საუკეთესო მხარეების აღმოჩენაში.

სანამ ამ ქვეყანას კარგად დავუმეგობრდები, მანამდე გაცნიბის გაცნობის ფოტოებს გაჩვენებთ, მუსი ულამაზესი აისით და დაისით :))

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *