ორი ბაჭია, მე კი პრანჭია :D

ორი ბაჭია, მე კი პრანჭია :D

დღეს განსაკუთრებული დღეა, დიდი ხანია ასეთი შემართებით არ ვყოფილვრ, ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა…

მოდი არ დავნომრავ,რადგან ისე გამოვა, რომელსაც პირველს შევარქმევ უფრო მინშვნელოვანია, ორივე აბსოლუტურად სხვადასხვა კატეგორიაშია და შედარებას არ ექვემდებარება… უბრალოდ ისე მოხდა, რომ მათი დრო ერთმანეთს დაემთხვა და გუშინ საღამოს იმის გარდა, რომ სამოსზე მეფიქრა, იმაზეც მომიწია ფიქრმა როგორ მოვახერხო, რომ ორი კურდღელი ერთდროულად დავიჭირო:D

მოვლენა რომელიც მნიშვნელოვანია, ჩემს სამომავლო საქმიანობას თუ საქმიანობის ნაწილს, თუნდაც ცოდნას უკავშირდება, PR. სკოლაში(PR. School) პირველი გაკვეთილია და გაცდენის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, რადგან უკვე საკმაოდ დიდი ხანია, თვეზე მეტია ამ დღეს ველი.პირველი დღეა და შესაბამისად ხალხს არ ვიცნობ, მინდა სახეზე დავინახო და ერთმანეთის გაცნობის პროცესს დავესწრო, პირვლი დღის პირველი შთაბეჭდილება განვიცადო და არ გადავდო მეორე გაკვეთილისათვის.

მოვლენა, რომელსაც ასევე დიდი ხანია ველი, და არანაკლები დრო თუ მეტი არა, ისე დიდი დრო, რომ უკვე რამოდენიმეჯერ მოვასწარი სამოსის მოფიქრება და გადაფიქრება, არის ჩემი მეგობრის, შოთიკო ბოჭორიშვილის გამოფენა, სახელწოდებით 12PM. ამ პროექტისათვის საკმაოდ დიდი ხანია ემზადება და საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა,იღებდა საქართველოში ცნობილ, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს. მეც, აქტიურად თუ შორიდან, ვგულშემატკივრობდი და ვხედავდი, როგორ ისხამდა ხორცს ჩანაფიქრი და ნამდვილად არანაირი სურვილი არ მაქვს მისი შედეგი გამოვტოვო, მეგობრის წინაშე მოსახდელ ვალს რომ თავი დავანებო…(ეს ისე, სიტყვის მასალად,უბრალოდ ძალიან მინდა წასვლა მეგობრის გამოფენაზე!) ამასთან იმედია, შვედური სუფრაც იქნება :D (ესეც ისე,მიხვდებიან :D)

გეგმები კი ასე დავაწყვე: მთელი ღამე ფიქრის შემდეგ რა ჩამეცვა, დასიებული და ჩაღამებული თვალებით 9.30საათზე სამსახურში მივდივარ, მოფიქრებული სამოსი თან მიმაქვს, სამსახურს 6სთ-ზე ვამთავრებ, PR. სკოლა კი 7სთ-ზე მეწყება, ვასწრებ გამზადებას, მივდივარ გაკვეთილზე და ვრჩები 9სთ-მდე, შემდეგ ბოდიშს ვიხდი, რომ ადრე უნდა დავტოვო ლექცია და 9სთ-ზე გავრბივარ გამოფენაზე, ამ შემთხვევაში, მიხარია, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, რადგან სტუმრები არაპუნქტუალურად 9 საათზე მოიყრიან თავს(გამოფენა 8საათზე იწყება).

რამდენად მოვახერხებ ორი ბაჭიის დაჭერას და გამოპრანჭვასაც, ამაზე უკვე ხვალ დავწერ :)

ეს კი ინფორმაცია შოთიკოს გამოფენაზე:

EXHIBITION SHOTIKO BOCHORISHVILI, PROJECT CREATOR KRISTI KIPSHIDZE, AFTER PARTY DJ REMBO
29 აპრილს, საღამოს 9 საათზე, შარდენის 14 ნომერში მდებარე ფრანგული კაფე L’EXSPRESS შოთიკო ბოჭორიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა 12 PM კომპანია M GROUP ის ორგანიზებით იმართება. ფოტოებზე აღბეჭდილია საქართელოში კარგად ცნობილი შვიდი ადამიანის ცხოვრების ერთი დღე.
პროექტის იდეა დეკემბერში გაჩნდა და თბილისური საზოგადოება, გადაღების პროცესს, შორიდან, თუმცა ხშირად ადევნებდა თვალს ტელეეკრანებიდან.
პროექტის მონაწილეები არიან : კრისტი ყიფშიძე, ბიჭოლა, თიკო სადუნიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, ლიზა ვადაჭკორია, Dj Rembo და ირმა შარიქაძე.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *