საახალწლო სენტიმენტები

საახალწლო სენტიმენტები

IMG_9692.JPG

ახალი წლის დადგომასთან ერთად ჩემში აღფრთოვანებით და მოუთმენლობით აღსავსე ბავშვი იღვიძებს, არა, ცხოვრებისადმი ტკბობა არასოდეს გამნელებია, მაგრამ ეს პერიოდი განსაკუთრებულია, როდესაც წარსულის სენტიმენტები და მომავლის იმედები ერთმანეთს ხვდება და რაღაც განსხვავებულ განწყობაზე გაყენებს.

მანქანით მგზავრობა კარგი და მოსახერხებელია, მაგრამ ქალაქის აქტივობებს სრულიად გწყვეტს, ამაზე ვფიქრობდი როდესაც გადავწყვიტე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მესარგებლა და გზის ნაცვლად მოფუსფუსე ქალაქისთვის მედევნებინა თვალი და გამიმართლა კიდეც, რამაც სულ უფრო შორ ბავშვობაში მომისროლა, როდესაც საკმარისი
იყო ტელევიზიით მხოლოდ მელოდია გამეგო მაშინვე განწყობაზე მოვდიოდი, საახალწლოდ ნათურებიან ქარავანს კი დადარაჯებული ველოდი, ახლა კი ქარავანი თავად მოვიდა ჩემთან, როდესაც ტრანსპორტში საახალწლოდ მორთული კოკა-კოლას მხიარული გოგო-ბიჭები ამოვიდნენ, ჟრიამულით აგვიკლეს და სამახსოვრო სუვენირები დატოვეს. ერთდროულად ამდენი ბედნიერი სახე დიდი ხანია არ მინახავს, როგორ უხდება ადამიანს ღიმილი, მაშინვე რაღაც შეტოკდება ხოლმე გულში და კარგზე მეტს ვერაფერს ფიქრობ.

IMG_9681.JPG

IMG_9680.JPG

IMG_9682.JPG

ახლა კი, ჩემს ნაძვის ხესთან მყუდროდ მოკალათებული ხალისის აჟიოტაჟით შეპყრობილი კოკა-კოლას ვწრუპავ და ჩემს განწყობას ვაზიარებ, იქნებ მან კიდევ ვინმეს მოჰგვაროს ღიმილი.

IMG_9686-0.JPG

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *