ჩემი შოპინგი – ჩემი თერაპია

ჩემი შოპინგი – ჩემი თერაპია

გაზაფხული! გაზაფხული მეორე ახალი წელივითაა, ბუნებიდან დაწყებული ხასიათით დამთავრებული ყველაფერი იღვიძებს, ლაღდება, თბება და მზიანდება. გაზაფხულს მოაქვს ყველაზე საღი და პოზიტიური იდეები, გაზაფხულზე ღვივდება სურვილი ყველაზე ლამაზად გამოვიყურებოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ამინდის გიჟურ ცვლილებებს თუ თოვლიან მთებს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამაღელვებელ ემოციას.

სწორედ გაზაფხულზე, 3 წლის წინ, ფართედ გაიღო ჩვენი საყვარელი თერაპიული ადგილის კარი,  თბილისი მოლი 3 წლისაა. კარგად მახსოვს რამოდენიმე წლის წინ ჩაცმულობის ფერთა გამა და ვადარებ ახლანდელ, გამდიდრებულ და გახალისებულ პალიტრას, რასაც  მომრავლებულმა მაღაზიებმა შეუწყო ხელი. შოპინგოთერაპიით  არეკლილი მომღიმარი სახეები, ვიტრინები, რომლებიც სათითაოდ ხელს გვიქნევენ და მოდის ტენდენციებზე გვესაუბრებიან. მეგობრების შეკრების საუკეთესო  ადგილი, სადაც გოგუშკური ლაპარაკი ყავის თანხლებით ერთი სიამოვნებაა.

თუ ჯერ არ გაზიარებიხართ ამ სიამოვნებას, ალბათ გსმენიათ გამოთქმა – “თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მიდის მთასთან”, თბილისი მოლიც ასე მოქცეულა, როდესაც ქალაქის მასშტაბით გასართობი “ფლეშმობი” დაგეგმა და მშვენიერ, მზიან კვირა დღეს ყვავილებით ხელდამშვენებულმა კიდევ უფრო გაახალიასა ქალაქი. მე კი ჩემი “თერაპიით” გართული ამ სიამოვნებას თავად თბილისი მოლში ვეზიარე, მოძრაობის თეატრის მსახიობები ჟრიამულით, სამახსოვრო სტიკერებით და ყვავილებით აჯილდოვებდნენ ყველა შემხვედრს.

ძალიან მიხარია, რომ გვაქვს ადგილი სადაც შეგვიძლია თავი შევაფაროთ და მთელი დღე ხალისით გავატაროთ, ვისურვებდი, რომ ყველას ჰქონდეს სურვილი, ხალისი, საშუალება და თბილისი მოლმაც  შეუწყოს xელი მის ერთგულ მომხმარებელს ამის განსახორციელებლად.

 

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *