1 Year Later

1 Year Later

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგო რომელსაც ვერაფრით ეპოვა საკუთარი თავი, უამრავი რამე აინტერესებდა და უამრავი რამე მოსწონდა, საბოლოოდ კი ყველაფერი ბეზრდებოდა… ამ ყველაფერს კი საშინელ ხასიათებამდე მიყავდა. მაშინ ყველაფერი რთულად ეჩვენებოდა, ყველაფერი შეუძლებელი ეგონა და მხოლოდ საკუთარ ოცნებებში დაქროდა და საკუთარ ფიქრებს, სურვილებს თუ ამბებს თავისთვის ინახავდა გონების ერთ ბნელ კუთხეში.

ასე გრძელდებოდა, სანამ არ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერზე აზრი შეაცვლევინა… და რომელმაც შესთავაზა გოგოს ეს ყველაფერი გაეზიარებინა სხვებისთვის…

ასე  დაიბადა fefe.ge რომელიც პატარა ბავშვივით იზრდება და ვითარდება, რომელლიც უფრო მეტად მიყვარდება. საიდანაც სხვებს ვაცნობ საკუთარ თავს და არა მარტო სხვებს, თვითონ შევიცნობ საკუთარ თავს. თითქოს მოკე დროში, სულ ერთ წელიწადში, უამრავი რამე შეიცვალა, და უამრავი რამე დაიტია ბლოგმა, რომელიც წარუშლელი დარჩება.

ამ დროის განმავლობაში, ვიყავი უმუშევარი…  ვიპოვე სამსახური, სადაც ყველაფერი საყარელი გავაერთიანე, ფოტოგრაფია, მოდური ტრენდები, ტანსაცმელი…სამსახურის, River Island-ის მეშვეობით კი გავემგზავრე ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ მოდურ წყაროს სათავეში, მოდის ინდუსტრია დუღს, სადაც არქიტექტურა თვალს იტაცებს და სადაც უამრავი ადამიანი გიღიმის. გავბერე ჩემი გადერობი :D ბევრი, ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი და რაც მთავარია, მივხვდი, რომ ადამიანი მარტო ვერაფერს გაუმკლავდება, თუ გვერდით ისეთები არ ჰყავს, ვინც მის ყველანაირ მდგომარეობას იზიარებს. ერთი წლით არა მარტო ჩემი ბლოგი გაიზარდა და შეივსო პოსტებით, მეც მასთან ერთად ერთი წელი მომემატა და მივხვდი, რომ თუ ძალიან მოინდომე, ყველაფერი 100% შესრულებადია!!

ყველას გისურვებთ სურვილების შესრულებას, ბევრ ღიმილს, ნუ დაინანებთ ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ხშირად გაიღიმოთ, გიხაროდეთ სხვების სიხარული და მიისწრაფოდეთ საკუთარი სიხარულის შექმნისაკენ, მუდამ იყოლიეთ გარშემო გულშემატკივრები, რომლებიც ძალას შეგმატებენ!!

გკოცნით ყველას, ირინკა, ბლოგის ავტორი და თქვენი კეთილისმსურველი.

Photosession special for fefe.ge 1 year anniversary.

Photo: Nata Abashidze-Romanovskaya.

Outfit – total River Island. 

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

2 Replies to “1 Year Later”

  1. ფეფიტო ერთი წლის გამხდარა..გილოცავთ შენც და ფეფესაც..ხალხის სიყვარულს გისურვებთ,არ გაკლიათ არც ისე,მაგრამ,მაინც ^^
    პ.ს. ერთ-ერთი თქვენზე შეყვარებული მე ვარ :)) ..
    <3

    1. ნია, უღრმესი მადლობა … რომ იცოდე როგორ მალამოდ მომედო გულზე :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *