10 Tendencies Ma Man Has to Wear!

10 Tendencies Ma Man Has to Wear!

სულ ჩვენზე რომ ვფიქრობთ, ქალებზე :) ამმ… ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ ჩემზე… მამაკაცებმა რა დაგვიშავეს?! მათთვისაცაა მშვენიერი მოდური ტენდენციები, რომლითაც თავს მოგვაწონებენ. თუ თავს მოვიწონებთ მათ გვერდით დგომით? მგონი მეორე ფორმა უფრო ხშირია :) ნუ რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ,  ჩემი ეგოისტური გადახრები (რა ვქნა, ამის გარეშე არ შემიძლია) , ამ პოსტშიც ჩავაქსოვე და 10 ჩემი ფავორიტი ტენდენცია შევარჩიე, რომელიც მამაკაცს გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე უნდა ეცვას.

1. Bomber Jacket

რთულია მოიძებნოს ადამიანი, რომელიც ამ ტიპის ქურთუკს ვერ მოიხდენს, “სტუდენტური ქურთუკი” სტუდენტურ ფარგლებს გასცდა და ქალებშიც და მამაკაცებშიც ერთნაირად ძალიან პოპულარულია.

bomber jackets

2. Double breasted Blazer

პიჯაკი, ღილის ორი რიგით აუცილებლად უნდა იყოს ტანზე ძალიან კარგად მორგებული, არ უნდა იყოს დიდი ზომის, თორემ 80იანი წლების ვინტაჟს დაემსგავსება.

double breasted

3. Printed Blazer

პიჯაკების, სხვადასხვა ნახატით და ფაქტურით ძალიან დიდი არჩევანია, კლასიკურ შორტთან ან შარვალთან ნეიტრალურ ფერში ძალიან კარგ კომბინაციას ქმნის, თუ კონტრასტული ფერის პერანგიც დაემატება, გაზაფხული-ზაფხულის სრულყოფილი ტენდენცია გამოვა.

printed jackets

4. Colour Block shirts.

არ აქვს მნიშვნელობა ზოლები ჰორიზონტალური, ვერტიკალური თუ დიაგონალური იქნება, მთავარია კონტრასტს ქმნიდეს.

color blocking

5. Camouflage

უკვე დიდი ხანია კამუფლაჟი ჯარის ასოციაციასთან ერთად მოდასთან ასოცირდება. მუდამ მზადყოფნაში :) ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ტენდენციაცაა.

Camo

Camo1

camo2

6. Polka Dot

უსიმპატიურესი ტრენდი, განსაკუთრებით პერანგები!!

PolkaDot1

PolkaDot

7. Florals

დაფიქრდი, სანამ ამ ტენდენციას ხაზს გადაუსვამ

  • ძალიან ლამაზია
  • ძალიან მოდურია
  • უამრავი ხრიკი არსებობს, რომ იგი ზემამაკაცურად გამოიყურებოდეს

Floral3

Floral2

Floral1

Floral

8. Leather Bag

ტყავის ჩანთა ან თუნდაც აიპედის ან სხვა მოწყობილობის ჩასადები, თუნდაც ლეპტოპის ჩანთა განუყრელ აქსესუარად იქცევა.

LeatherBag

LeatherBag1

9. Men Jewellery

აუცილებელი არაა მამაკაცის სამკაული ბრლიანტის თვლებით ციმციმებდეს, საათთან ერთად ასხმული ნაჭრის, ძაფის, ტყავის სამაჯურების ერთობლიობა გაახალისებს ჩაცმულობას.

Jewellery

Jewellery2

Jewellery1

10. Mirrored Sunglasses

სარკისებრი შუშებიანი სათვალით, მამაკაცი მოდურად გამოიყურება, გოგოებს კი შეგვიძლია თვალებში ჩავხედოთ და გავიპრანჭოთ :))

Sunnies

Sinnies1

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *