საზაფხულო დეკორის 13 ხრიკი

საზაფხულო დეკორის 13 ხრიკი

ცხელა! ძალიან ცხელა? ზაფხულის პერიოდში, ინტერიერის განახლების რამოდენიმე მარტივი იდეა, სახლში მისვლისას თავი კომფორტულად რომ ვიგრძნოთ.

  1. გადახედე სახლს ახლებურად, დაფიქრდი როგორ სახლში დაისვენებდი? შეინახე ყველაფერი რაც ამძიმებს ინტერიერს: ხალიჩა, მუქი ფერის ნივთები, წვრილი ნივთები, რომელიც შემოდგომის მყუდროებისთვის კვლავ დაგჭირდება, გაწიე ფარდები,  ზაფხულში ყველაფერი ნათელი და მსუბუქი უნდა იყოს. 101550905.jpg.rendition.largest
  2. სუკულენტების სახით ოთახს შემატე ბუნებრივი ხიბლი. მათი მოვლა ძალიან ადვილია, დიდი ხანი ცოცხლობენ და ფანტასტიკურად ერგებიან ყოველგვარ პირობას.101711153.jpg.rendition.largest
  3. გააფერადე მაგიდა, შეარჩიე საზღვაო ან რაიმე მხიარული თემა, სადილი დღესასწაულად გადააქციე, მაგალითად ჭიქის მოსართავი ქოლგებით, ციტრუსებით და ყვავილებით.101897205.jpg.rendition.largest
  4. თუ გაგიმართლა და ეზოს მფლობელი ხარ, დროის ჰაერზე გატარება საუკეთესო საშუალებაა ზაფხულის დღეებში.101526388.jpg.rendition.largest
  5. სანამ ბუხარი, ზამთრის განმავლობაში, ოთახის ამომავალი წერტილია, ზაფხულის პერიოდში გადაადგილე ავეჯი ფანჯარასთან, მზესთან, სინათლესთან ახლოს.101634805.jpg.rendition.largest
  6. გამოიყენე სეზონის უპირატესობა, გაახალისე აივანი, ვერანდა, ეზო,  ქაღალდის მანათობლებით, სანთლებით და შექმენი მყუდრო საზაფხულო საღამოები.NYR_3434_0005
  7. თუ მარჯვე ხელები გაქვს და დროის უკმარისობას არ უჩივი განაახლე ძველი ავეჯი, მაგალითად სკამი ფერადი საღებავით.100077021.jpg.rendition.largest
  8. შეავსე კედლები ფერადი ნახატებით.
  9. ფერადი ნახატები საწოლის თუ მაგიდის გადასაფარებელზე, მაგალითად მცენარების სახით მომენტალურად აამაღლებს განწყობას. მინიმალურად გამოიყენე აქსესუარები, ძალიან რომ არ გადაიტვირთოს.
  10. ყვავილების თაიგული ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ოთახის გამოსაცოცხლებლად. გამოიყენე მკვეთრი -ნარინჯისფერი, ვარდისფერი ან ყვითელი ფერი მხიარული განწყობისთვის. მუქი ფერები როგორიცაა შინდისფერი ან იისფერი, სხვა სეზონისთვის შემოინახე.
  11. მოაწყვე მინი წვეულება, ამისთვი სულაც არაა საჭირო მწვადები და ყანწები. მთავარია კარგი განწყობა და საყვარელი ადამიანები. რაც შეეხება გარემოს ბალიშებიც კი საკმარისია.
  12. არ დაივიწყო სურნელებზე. ზაფხულს საუკეთესოდ უხდება ოკეანის ბრიზი ან კიტრის სუნი, რომელიც გამამხნევებლად მოქმედებს.
  13. ტრადიციულ სუფრის ნივთებს საზაფხულო გამოყენება მოუძებნე – ყინულის სათლი ყვავილებისთვის, ტოლჩა – საზაფხულო კოქტეილისთვის.ყველაზე მთავარი კი მაინც განწყობა და ხალისია, რომელიც ძალიან ხშირად გვაკლია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს მის შესანარჩუნებლად. მაგრამ მაინც! ყველაფერი კარგად იქნება!

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *