150 ფოტო 3 ლარად

150 ფოტო 3 ლარად

რამოდენიმე ხნის წინ მეგობრებთან საუბრისას, თემა ჩამოვარდა, თბილისში, წვიმის შემდეგ, სოკოებივით ამოსულ, სიტყვაზე, “Vato-Kato Photography”-ების გავრცელებაზე, რომლებიც სხვადასხვა აქციებით 3 ლარად 150 და თან დამუშავებულ ფოტოს სთავაზობენ, ფოტომანებს კი მეტი რა უნდათ, შესანიშნავი შესაძლებლობაა facebook-ის ალბომები ხარისხიანი ფოტოებით გაამდიდრონ.

ხარისხიანი, ტყუილად არ ვახსენე, რადგან როგორც წესი ამ ფოტოსესიაში დამსახურებული წვლილი ფოტოკამერის პიქსელების რაოდენობას შეაქვს და არა ადამიანს, რომელიც ამ კამერის მიღმა დგას.

(ფოტო “დაგუგლულია”. სტუდიის მიმართ არაფერი პირადი :))

იმისათვის, რომ ამ სტუდიამ სახლი მოიხვეჭოს, 5-იოდე განათება, შესაძლოა, მაგდენიც არ “დაჭირდეს” (რომელიც, ამაზონიდანაც კი შეიძლება გამოიწერო) ორიოდე ფონი, ან ერთითაც დაკმაყოფილდეს, ფოტოკამერა – N-რაოდენობა პიქსელით, დამატებითი აკუმულატორით- უფრო მედიდური შეხედულებისთვის, რაც შეიძლება დიდი ობიექტივით- ეფექტისთვის, თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს ლინზა რისთვისაა განკუთვნილი, მთავარია შთაბეჭდილება მოახდინოს და არ გამომრჩეს ბლენდა, რომელიც ლინზას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ქმნის :) – არანაირი შრომის საფასური.

მოდით, ამ საქმეს, ფოტოგრაფის მხრიდან შევხედოთ, ნამდვილი ფოტოგრაფის! ის, რომელმაც იცის განათების დაყენება, რადგან ყოველ ობიექტს თავისი ინდივიდუალური განათება სჭირდება, კომპოზიცია, კადრირება, არ შეიძლება “ფოტოსტუდიის” ფოტოში, სადაც პროფესიონალები მუშაობენ, ფეხი სადღაც საოცარ ადგილში იყოს გადაჭრილი, ფონიდან გადასული კადრი და კიდევ ბევრი სხვა დეტალი, ფოტოგრაფი ყველა წვრილმანს, ფონიდან(რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კადრში) დაწყებული, თვალის გუგით დამთავრებული – უნდა აკონტროლებდეს, ეს კი საოცრად შრომატევადი საქმეა. კარგმა ფოტოგრაფმა, შეიძლება, ამ ტექნიკის გარეშე, შესაშური ფოტოები გადაიღოს, რადგან ყოველი კადრის გადაღებას თან ერთვის ფიქრი და გააზრება, საქმის მიმართ სიყვარული.

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ადამიანების მიმართ, რომლებსაც უბრალოდ გადაღება სურთ, დაე გადაიღეონ თავისი და მეგობრების ბედნიერებისთვის, დაარქვან სხვადასხვა photography, მაგრამ ვფქრობ, რომ მიზანშეწონილი არაა, როდესაც ასეთი “სტუდიები”- კომერციის მიზნით,  ფოტოგრაფის ნამდვილ შრომას აუფასურებენ, რადგან ფოტოგრაფია, მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა არაა.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

4 Replies to “150 ფოტო 3 ლარად”

  1. გეთანხმები 100%
    ისე მომრავლდნენ უკვე როო ყველა მეორე ფოტოგრაფია

    ნახევარს ნორმალური კამერაც არ აქვს და ფოტოშოპის იმედად არიან :)

    1. :) სამწუხარო ფაქტია, იმ ფაქტს შევეგუეთ, ფოყოკამერაჩამოკიდებულები ქუჩა-ქუჩა რომ დადიოდნენ – “მოდის” გამო, მაგრამ უხარისხო კომერციულ საქმიანობად გადაქცევა უკვე ზედმეტია, ამით, არა მარტო ფოტოგრაფი, მომხმარებელიც ზარალდება, რადგან, იმას ვერ იღებს რაც უნდა და შემდეგ ყველა ფოტოგრაფს ასხამს ლაფს!

  2. ოხ რა მტკივნეულ მაზოლს შეეხე, ირა…
    კომერციაზე არ ვმუშაობ, ნამდვილად, და ფოტოებს მხოლოდ სიამოვნებისთვის ვიღებ, რადგან ჩემს შრომას საკმაოდ ძვირად ვაფასებ ამ “ფოტოგრაფებთან” შედარებით, და არანაირად რა ვაპირებ მის ასე გაუფასურებას ) მითუმეტეს თუ მოდელი/დამკვეთი არ მომწონს შეიძლება ფასიც მოვუმატო, რათა უკეთ გამოვავლინო მისი დაინტერესა რეალურია თუ უბრალოდ მეტიჩრობაა (99.9%-ში მეტიჩრობაა). მასთან საინტერესო უნდა იყოს მუშაობა და რაღაცაში მეც უნდა გამომადგეს ეს ფოტოები, ისე არანაირი აზრი არ აქვს ძვირფასი დროის დაკარგვის ამა თუ იმ დამკვეთზე.

    დაბალი ფასი რაში აწყობთ საერთოდ ვერ ვხდები ?! ამას სჯობს მთლად უფასოდ გადაიღონ ! ფულს ამით ვერ იშოვიან ნამდვილად, სამაგიეროდ კამერის რესურსს ამოწურავენ (თუ ეს მაინც იციან), და ნუ მაქსიმუმ ფოტოშოპში წარწერის გაკეთებას და სტანდარტული ფილტრების გამოყენებას ისწავლიან. არავინ იფიქრებს კომპოზიციაზე, განათებაზე, გემოვნებაზე და ა.შ.
    არ ვიცი ამბიციები ასე აბრიყვებს ადამიანებს თუ სხვა რამე.
    რამდენჯერ გავჩუმებულვარ როცა უკითხავთ “ფოტოგრაფი ვინ ხართ აქედან?” ))))
    მე თავმოყვარე ტიპი ვარ და “ვატო-კატო ფოტოგრაფია”-ს და ჩემს თავს ერთნაირ ფოტოგრაფებად ვერ მივიჩნევ ნამდვილად ) სადაც ისინი ფოტოგრაფები არიან – იქ მე არაფერი ფოტოგრაფიასთან არ მაქვს საერთო.
    არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ აქ ყველაზე გამართლებული იქნება – დონე. არის ჩინური უხარისხო პატენტი და არის ბრენდი, შენ ჩემზე უკეთ იცი ეს ამბავი. ხოდა დღევანდელ ფოტოგრაფიაშიც ასეა.

    1. სრულიად გეთანხმები, ეგ თემა ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია, რადგან, ასეთი ფოტოებით კნინდება საზოგადოების აღქმა, ისინი ვერ იღებენ და ვერ იკვებებიან ნამდვილი ხელოვნებით, საკუთარ თავს ვერც მე ვუძახი ფოტოგრაფს, არ ვარ, სამაგიეროდ ვიცი რამხელა შრომა სჭირდება და რა ხდება ყოველ კარგ კადრს მიღმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *