Elie Saab

Elie Saab ლიბანელი დიზაინერი.დაიბადა 1964 წლის 4 ივლისს, საზოგადოებაში ასევე ცნობული როგორც ‘ES’.

1982 წელს Saab-მა მუშაობა დაიწყო ბეირუთის თემაზე დაყრდნობით, როდესაც 18 წლის იყო. მისი ძირითადი სახელოსნო ლიბანშია, ქვეყანაში, რომელთანაც მიჯაჭვულია.მისი სახელოსნოები ასევე მილანსა და პარიზშიცაა განთავსებული

იგი ბეირუთში დაიბადა.თვითნასწავლია. კერვა ბავშვობაში დაიწყო და სჯეროდა, რომ ერთ დღესაც მისით თავს შეინახავდა.1981 წელს პარიზში გადავიდა სასწავლებლად, მალევე უკან დაბრუნდა და სახელოსნო გახსნა 1982წელს.1997 წელს  Saab-ი გახდა პირველი არაიტალიელი Italian Camera Camera Nazionale della Moda-ს წევრი და ამავე წელს ჰქონდა პირველი ჩვენება ლიბანის ფარგლებს გარეთ, რომში. 1998 წელს დაიწყო Ready-to-wear ანუ prêt-à-porter -ს ხაზი,იმავე წელს ჰქონდა ჩვენება მონაკოში, რასაც დაესწრო მონაკოს პრინცესა სტეფანი

მან მოიპოვა დიდი  წარმატება(overnight success), მას შემდეგ რაც გახდა პირველი ლიბანელი დიზაინერი ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე, როდესაც ჰალი ბერის მისი კაბა ეცვა, 2002 წელს, ამ წელს მსახიობმა ოსკარი მიიღო “საუკეთესო ქალი მსახიობის” ნომინაციაში.მომავალ წელს ჰალის კვლავ ეცვა ‘ES’ კაბა.

2002 წელი, ოსკარით დაჯილდოვების ცერემონიალი, წითელი ხალიჩა, ჰალი ბერი

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

საქართველო – ყალბი ბრენდების ქვეყანა

ვის არ უყვარს  თავის მოწონება  რომელიმე ცნობილი ბრენდით, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის როდი გვაქვს თანხა, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ შემოთავაზებული მოდური ნივთები შევიძინოთ. მაშინ ზოგს კომპრომისზე წასვლა უწევს და ამ ბრენდის პატენტს ყიდულობს, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოში მეტად პოპულარული Louis Vuitton-ის ჩანთები, ან Chanel-ის ლოგოთი დამშვენებული ფეხსაცმელი, საყურე თუ სხვა აქსესუარი.ეს კიდევ არაა სრული ჩამონათვალი იმ სიისა რასაც საქართველოში, ბაზრობის დახლებზე ნახავთ, ასე საცოდავად რომ აწყვია :S მოკლედ რას გავაწყობთ, საქართველო ხომ ხალბი ბრენდების ქვეყანაა :(

პირადად მე შემიცოდავს, საბედნიეროდ, არამასშტაბურად,რადგან არ მიყიდია შარვალი D&G-ს გამოსახულებით, არ შემიძენია Burberry-ს პრინტიანი შარფი როდესაც მას ქვეყანა მიჰქონდა. ჩემი აზრით ეს თავის მოტყუებაა, რადგან – ერთი სასაცილოა, მეორეც ამ ბრენდების უპატივცემლობაა, ყალბი ვერასოდეს შეცვლის ნამდვილს… ბოლოს რაც მე ჩავიდინე, რამაც გადამაწყვეტინა მეორედ არ შემეძინა პატენტი, ესაა Hermes-ის birkin.. მეორე დღესვე მივხვდი, რომ “მივქარე”, რადგან მთელ ქალაქს ეს ჩანთა ეჭირა, ნუ რას ვიზამთ, ეს უკვე აქაური “copy-paste”-ს ბრალია, თან ბევრმა თუ არ იცის ამ ჩანთის ფასი, და ის რომ იგი სეილზე არ შეიძლება თუნდაც 200$ ღირდეს :D რადგან მას ფასი არასოდეს უვარდება :D

მაშინ რა გამოსავალი მოვძებნოთ,რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ?? თუ საკმარისი თანხა არ მაქვს იმისათვის, რომ კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელი შევიძინო, მირჩევნია ჩვეულებრივი ბრენდის ლამაზი ფეხსაცმელი ვიყიდო, ან სპეციალურ მაღაზიაში საკმაოდ ნორმალურ ფასად ჩანთა შევიძინო. ამით ჩემს შოპოჰოლიზმურ სურვილს ვიკმაყოფილებ, მართალია ის ოცნება ოცნებად მრჩება, სამაგიეროდ თავს არ ვიტყუებ შანელის ლოგოთი დამშვენებული 20 ლარიანი ფეხსაცმლით :D Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

პოსტი, რომელიც მეზიზღება

სულ ახლახანს სტივენ სპილბერგის ”შინდლერის სიას” ვუყურე, მან შთამაგონა დამეწერა ახალი პოსტი…საქმე ფილმში არაა, არც მის შინაარსში, არა ამაზე არ ვაპირებ წერას…

ჩემი პოსტი ძალაუფლებასა და მის, როგორ ვთქვა?!…რუსულად მას ”побочные эфекты” ჰქვია… ერთის მხრივ როდესაც ძალაუფლება გვაქვს, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია… ამავდროულლად სიკეთისაც, მაგრამ როგორც კი ოდნავ შევიგრძნობთ მის სიტკბოს, სულ რაღაც მიზერულად, მაშინვე გვეუფლება საწინააღმდეგო ზემოთნათქვამისა: სიამაყე,დიდგულობა,არც კი მახსენდება სიტყვები როგორ შეიძლება ეს სიტყვა აღვწერო. ცოტაა, ვინც ამ ცდუნებას უძლებს, ვინც მის ძალაუფლებას სხვების სასიკეთოდ გამოიყენებს, თუნდაც სულ უცხო ადამიანისათვის…

რატომ ხდება ასე, ნუთუ ვერასოდეს მივხვდებით, რომ იმ დროის მანძილზე რაც ვარსებობთ სიკეთეზე რომ ვიფიქროთ, ბევრად ნაკლები პრობლემა გვექნება ვიდრე ეხლა,ამ სიბოროტით გაჟღენთილ სამყაროში…ნუთუ მარტო მე ვამჩნევ იმას, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი, ყველაფერს იზამს, თუნდაც ამისათვის სხვა გაწიროს, ნუთუ  მარტო მე განვიცდი ადამიანობის არაადამიანურ პრობლემებს? თუ არა როგორ უმკლავდებით ამას???

საშინელი გრძნობა მიპყრობს როდესაც ამ თემაზე ვფიქრობ და ასეთი ადამიანები თვალწინ მიელვებენ.მაგრამ, ამავდროულად ვგრძნობ, რომ ვერაფერს გავაწყობ..ასეთი ადამიანები მუდამ ასეთად დარჩებიან და საუბედუროდ, ისინი ვინც ოდნავ ადამიანობას ინარჩუნებენ, იჩაგრებიუან ამ გაუსაძლის და ბნელ სამყაროში… Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Christian Louboutin

Christian Louboutin,(კრისტიან ლუბუტენი)დაიბადა 7იანვარს, 1964.ფეხსაცმლის დიზაინერი, ვინც დაიწყო შემოქმედება მაღალქუსლიანი ქალის ფეხსაცმელით,(საფრანგეთი 1991). 1992 წლიდან მისი სავიზიტო ბარათი გახდა მბრწყინავი, წითელი ლაკირებული ფეხსაცმლის ძირი. 2007 წლის 27 მარტს, ლუბუტენმა შეავსო სააპლიკაციო ფორმა ამერიკაში, რომ სამუდამოდ დაეპატენტებინა მისი წითელი ძირი. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ხაჭაპური-ყველის გარეშე

ორი დღეა განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ თითქოს დიდი ხნის ტყვეობის შემდეგ თავისუფლად ამოვისუნთქე.

გუშინ მეგობრები ვნახე ძველი ხუმრობები, ნაცნობი სახეები უნივერსიტეტიდან, “fast food”, ხაჭაპური ყველის გარეშე, როგორ მომნატრებია. აი რა მაკლდა უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, მინდა ჩემი თავისუფალი დღეები მაქსიმალურად გამოვიყენო და რაც შეიძლება ნაკლებად ვიფიქრო დამთრგუნველ რამეებზე რაც ასე ძალიან მიხშობს გონებას. თითქოს მივხვდი, რომ არსებული ადამიანები რომლებიც მიშლიდნენ ნერვებს და მათი არსებობდა მაღიზიანებდა, უკვე აღარ მოქმედებენ.მივხვდი, რომ ასეთებს ვერ შევცვლი და სჯობს მე შევიცვალო…იქნებ უფრო შემწყნარებელი უნდა ვიყო მათ მიმართ და უბრალოდ ყურადღება არ მივაქციო გარშემო არსებულ “სიბნელეს”, რადგან დავინახე, რომ ამ სიბნელეში ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ციცინათელასავით ანათებენ, რომელნიც ზაფხულის თბილ ღამეებს ამშვენებენ და ანათებენ…

მოკლედ მომიხდა ჩემი გადაწყვეტილება და პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს მჭირდებოდა და არც შევმცდარვარ…იმედია, იმდენ ძალას მოვიკრებ, რომ ეს შემართება ბოლოიმდე გამყვეს. თან ის რაც მე მაწუხებს მუდმივი ხომ არაა… ხალხი კოსმოსში გაფრინდა და კარამელში კრემი ჩადო, მე ჩემი ზედმეტი ემოციებისაგან, სხვა ბოროტ  ხალხზე ფიქრით ვერ გავთავისუფლებულვარ?!

თავისუფლების მეორე დღე კი ნაკლებათ პროდუქტიული იყო…რამოდენიმე გეგმა, ინას, ჩემი მეგობრის, არც მეორე მეგობრის-ნათიას ნახვა ვერ მოხერხდა, იმის მიუხედავად, რომ გამოპრანჭული გარეთ გამოვედი და ვერ შევასრულე ჩემი გეგმები, ხასიათი არ გამფუჭებია(საოცრება!!! :D)გაზაფხულის თბილ ამინდში დავბლაყუნებდი და ჩემმა საყვარელმა ფეხსაცმელებმა McDonald’s-ში მომიყვანეს…მოგვიანებით,ადამიანი შემომიერთდა, რომელმაც მარტოობა დამირღვია (საბედნიეროდ :*)

ხვალ კი ახალი დღე იქნება…ახალი იმედები…ახალი შთაბეჭდილებები…

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

აბდა-უბდა ნაფიქრი

ისევ აცივდა, ასეთი ამინდი მარტისაგან მოსალოდნელია, რა ენაღვლება საკუთარი თავის პატრონია. ქარი ქრის…ამ უამინდობას უხასიათობა ემატება და ღუმელთან მოკალათებულს ფიქრები შემომაწვა.

ვფიქრობ ათას რაიმეზე, ისე სწრაფად რომ წერისას აზრიც კი მებნევა, მაგრამ ერთი კითხვა დავიჭირე საკუთარ თავთან.

საკუთარი თავი ვახსენე და მაინტერესებს რამდენად მივეკუთვნებით ნამდვილად საკუთარ თავს, ცხოვრებაში იმდენი სოციალური სტატუსი გვაქვს: ვიღაცის შვილი, ვიღაცის და, ვიღაცის შეყვარებული, მეგობარი, მეზობელი…თანამშრომელი, მტერი, მოყვარე, რომ დავიბენი ამდენის ჩამოთვლით და მივხვდი, რომ რამდენიც არ უნდა ვიბორგოთ თავისუფალნი ვერასოდეს ვიქნებით, რადგან თუ ამ ყველაფრისგან გავთავისუფლდით ერთი სტატუსი შემოგვრეჩება- მარტოსული. მაშინ ამოისუნთქებ თავისუფლად, მაგრამ რამდენად სასურველია ასეთი ამოსუნთქვა? ასეთი სტატუსი? როგორ უნდა შევეგუოთ არასასურველებს და გავუფრთხილდეთ ჩვენთვის ძვირფასს.

როგორც კი ამ კითხვამ გამიელვა თავში, კიდევ უფრო შევშინდი, ანუ სიტყვა “ჩემი” მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა,  რომელიც საკუთარ თავში რწმენას გმატებს…არადა, როგორ მიყვარს ეს სიტყვა და გაუფასურდა, ჩემი ფასვორდი, ჩემი კბილის ჯაგრისი, ჩემი ქურთუკი, ჩემი ფული, ჩემი გრძნობები, ჩემი ჩვევები, არაფერია ჩემი, ყველაფერი ვიღაცისგან შეძენილი ან ვინმეს ეკუთვნის ეხლაც…მაშინ რატომ განვიცდი? რატომ ვწერ? რატომ ვმოძრაობ?-სხვისთვის?! ნუთუ ამხელა სამყაროში არაფერი მოიძებნება ჩემი?! არაფერი დედამიწის ზურგზე?! არაფერს შევქმნი ჩემით, რომ ჩემი სახელი ერქვას?!

როგორ ვხედავ, რომ სისიუსტეს ვამჟღავნებ ამ ფიქრით, მაგრამ არც სიძლიერის ნიღაბი შემიძლია ვატარო…იქნებ ჩემშია რაიმე პრობლემა, მაგრამ მისი გადაწყვეტა ვერ მიპოვია, არადა მე უნდა ვიპოვო! მე! სხვანაირად ყველაფერი კარგად ვერ იქნება!! ეს კარგი, შემართებით ნათქვმია: ყველაფერი კარგად იქნება! მაგრამ არ იქნება თუ გულზეხელდაკრეფილი ვიჯექი და საკუთარი თავი შევიცოდე, მაგრამ სხვაც რომ არაფერი მეხერხებ?!

აი ესაა, აბდა- უბდა აზრები და არა მარტო ეს, რაც ეხლა თავში მიტრიალებს…მინდა დრო გავიდეს, რომ ამ პოსტზე ვიცინო…მაგრამ ვიცინებ კი? ასე თუ გავრეკე, უფრო სატირალი არ გამიხდეს საქმე…

არ მინდა გამამხნევებელი პასუხები ან შემართებითი წერილები, დავწერე და ცოტათი დავისვენე…ადამიანს ვერავინ უშველის საკუთარ თავზე მეტად!!! მეც, საკუთარი თავის გადასარჩენად ვიბრძვი…თუ რა თქმა უნდა საკუთარი გამაჩნია რაიმე :)

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone