ბატონები

ოხ, როგორ შევეჩვიე ასეთ პოსტებს :D დღეს უკვე მეოთხე ადგილია სადაც ჩამოვჯექი და შეფასებითი თვალი გადავავლე აქაურობას…დონატები ჯერ კიდევ ვერ გადამიტანია… თან საღამოს PR.-ზე მივდივარ და ასე გაგვყავს დრო, ამასთან სამსახურში ტესტირებასთან დაკავშირებულ სტრესს ვიხსნი და ცოტა დავმშვიდდი კიდევაც…
მოკლედ- ბატონები… ფალიაშვილის 64… გარეგნულად თითქოს შეუმჩნეველი… გულიანი და ღიმილიანი ხლხი…ძლივს :) მართალია cosmopolitain არ აქვთ და კიდევ პატარა დეტალები აკლია, მაგრამ ამას მათი ღიმილი ფარავს :) Wi-Fi აქვთ, პიტნის ჩაი, რომელსაც პატარა ორცხობილას აყოლებენ,ყვავილებით გაფორმებული მაგიდები და ინტერიერი- lovely!!! loved it!!!!

20110530-044101.jpg

20110530-044052.jpg

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Entree

გემრიელი ფუნთუშები, ყავა… ცოტა ძვირი ფასები… მომსახურება, რაც დონატების(საზიზღარი მომსახურების) შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა ჩემს შეფასებაში,საკმაოდ სასიამოვნო…Wi-Fi არის, მხოლოდ ხალხის რაოდენობის გამო დიდი ხანი ვერ გაჩერდებით… ამას სადმე აუცილებლად ვახსენებდი, მაგრამ მათი ალუბლის ნაყინი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელია “luca polare”-ს შემდეგ :) რომელიც ასევე მივირთვი, ბანანის და ნუშის:) ორი ბურთულა :)

20110530-041621.jpg

20110530-041643.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Do Not Stop For Donuts Here!

გემრიელი დონატები, ყავა…აღარ გავაგრძელებ…ცნობილია ამდაგვარი რაღაცეებით…

მომსახურეობა?! ასეთი საშინელი არ მინახავს არაფერი…დასაჯომ ადგილს გამოეკიდნენ! რომელსაც “Reserved” აწერია…საქართვლოში ალბათ ასეთი ტენდენციაა: სასურველ მაგიდასთან დასაჯდომად face control უნდა გაიარო..არადა სინამდვილეში მაგიდები სულაც არაა დაჯავშნული.ჩვენ ვერ გავიარეთ ეს კონტროლი ან ოთხკაციან მაგიდას რომ მივუჯექით ორნი, თუმცა! მოპირდაპირე მხარეს ერთი კაცი ზის. რამოდენიმეჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ვიკითხეთ იყო თუ არა დაჯავშნული, მაგრამ სამწუხაროდ უარით გამოგვისტუმრეს და იგივე მდგომარეობით, ვიზუალურადაც და ვშიშობ სტატუსითაც არაფრით განსხვავებული სტუმრები დასვეს…ეს რა ამაზრზენია???

ეხლა კი უკითხავად დაჯდომისას,მომსახურე “პერსონამ” ყველა სტუმრის თვალწინ საყვედური გამოგვიცხადა!!მიმიკაზე და ცინიკურ საუბარზე ზედმეტია ლაპარაკი…ისეთი გაბღენძილია, თავი ქვეყნის მმართველი ჰგონია :D შეიძლება არის კიდეც, მაგრამ მერე მე რა?!

ადამიანი, რომ შედიხარ ასეთ დაწესებულებაში, სადაც უნდა დაისვენო და ისიამოვნო, გხვდებიან არ ვიცი რაზე გამწარებული მიმტანები და გსაყვედურობენ თითქოს მევალე ვიყო მათი ან ვიღაც ვიგინდარა, და სხვათაშორის, მომსახურეობისას სულაც, რომ ვიგინდარა ვიყო, უნდა დამსვან იქ სადაც მე მინდა, მაშინ როდესაც თავისუფალია ადგილი, გამიღიმოს, და ისე მაგრძნობინოს თავი, რომ აქ სასურველი სტუმარი ვარ და არა ისე: მომიგდოს ორი ჭიქა ყავა და კრუასანიც გამოისროლოს…გამწარებული ვარ!!! მესმის, რომ შეიძლება მასაც ჰქონდეს ცუდი პერიოდი პირად ცხოვრებაში, ან მანამდე ვინმე სხვამ გაამწარა, ან ბოლოს და ბოლოს კრიტიკული დღეები აქვს :D მაგრამ სერვისსაც თავისი დაწერილი თუ დაუწერელი კანონები აქვს, რომელიც ასეთი ფორმის არაა!!ისედაც თავზესაყრელია პრობლემები ამდაგვარ გამღიზიანებელზე რომ არ ვწერდე, მაგრამ რა დაემართა ამ ხალხს?!!

20110530-014012.jpg

20110530-014019.jpg

20110530-014027.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

New Friend – Hair Haus

მას შემდეგ, რაც ჰეარ ჰაუსში ჩემი თმა ფენისა და საღებავის ქარ-ცეცხლში გავატარე, ყოველ დღე კომპლიმენტებს ვისმენ მასთან დაკავშირებით, მართლაც რომ ძალიან გულიანად გამიკეთეს, ხუმრობა ხომ არაა 4 საათი ერთ ადამიანს უკეთო თმა, ჩემს თვალწინ ხალხის ნაკადმა იმატა და იკლო სალონში, მე კი კვლავ იქ ვიჯექი და მოთმინებით ველოდი…რას იზამ “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს” ეს ხომ ჩემი ნათქვამი არაა! ეს მსოფლიო ფრაზაა :D Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone