ჩანთები F/W 2011-12

რა შეიძლება ითქვას შემოდგომის ჩანთებზე??! ბევრი ვისაუბრე შემოდგომის მოსალოდნელ ფერებსა და ფეხსაცმლის მასალის შესახებ, რომელიც ერთად აღებული ვრცელდება ჩანთებზეც. რადგან ჩანთა, არის აქსესუარი, რომელიც ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს სამოსს, თუნდაც ის  აბსოლუტურად კონტრასტული ფერის იყოს, დანარჩენი ჩაცმულობისაგან , მას უთუოდ უნდა ჰქონდეს კავშირი ერთიანობასთან, მასალა, რკინის დეტალის ფერი (თუ დანარჩენი აქსესუარი: სამაჯური, ფეხსაცმლის შესაკრავი ოქროსფერია, ჩანთაც ამავე ფერის შესაკრავით უნდა იყოს, თუმცა, წესი, რისი წესია, თუ ზოგჯერ გემოვნებით არ დავარღვიეთ), მისი ფორმა – უნდა მეტყველებდეს იმაზე, რომ თქვენ გააზრებულად შეარჩიეთ იგი.

შემოდგომის ჩანთები გარდა იმისა, რაც ზემოთ აღვნიშნე, მრავალი ფორმით გვევლინება, ამიტომ შეიძლება ითქვას ადვილი ასარჩევია თქვენთვის სასურველის. ზომები იწყება – მინიატურული კლაჩით და მთავრდება დიდი ზომის ხელჩანთით – მთავარია განსაზღვროთ სად მიდიხართ და რა ნივთები მიგაქვთ.

40-იანების ჩანთები (40s Bags)

ამ პერიოდის ჩანთები პატარა ზომით ხასიათდება, იმდენად ბევრი რამე შეითავსა თექნიკამ: ტელეფონში – სატელეფონო წიგნაკი, სანიშნი, საათი და ა.შ., რომ დიდი სივრცე არც გჭირდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ 40-იანი წლების ელეგანტური ჩანთები აუცილებლად გაალამაზებს თქვენს ჩაცმულობას.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Acid Bar

თუ ჯერ არ გაგისინჯავთ “Acid bar”-ის პელმენი ყველიანი ქუდით, აუცილებლად დაისახეთ მიზნად, თუ დაგემოვნებული გაქვთ, შეგიძლიათ შეიხსენოთ მისი გემო. მათი პიტნის ჩაი, ძალიან გემრიელია, თაფლთან ერთად…
სამწუხაროდ, ჭავჭავაძეზე მდებარე Acid-ი დაიხურა, სამაგიეროდ არის ფალიაშვილზე და სოლოლაკში…

20110824-111523.jpg

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

აგვისტოს 23

დღეს თავიდან დავიწყებ… სამსახურის გასაუბრების შემდეგ, რომელიც ამჯერად აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა ჩემთვის, სახლში დაბრუნებულმა, გადავწყვიტე CG salon-ში ჩავწერილიყავი, რადგან taa.ge-ს giveaway – vovovo.ge-ს ჩეკი მქონდა, სახის გაწმეწნდისა და წარბების კორექციის მომსახურეობით.  თავისუფალი ადგილი იმ საღამოს 18:00 საათზე აღმოჩნდა, რაც სრულიად მოსახერხებელი იყო ჩემთვის. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Friendly Post

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

I Love Blog-ging

ყველა ბლოგერი, კითხულობს სხვა, მის ბლოგის შინაარსთან მიახლოებულ ბლოგს და იგებს, რით არიან შთაგონებულნი სხვა ადამიანები, რა მოსწონთ, რა ხდება მათ გარშემო, როგორ იცვამენ, რჩევებს იძლევიან და ამით სხვა ბლოგერებს შთააგონებენ. ეს წრესავით ბრუნავს, არ აქვს მნიშვნელობა ერთ ქალაქში ცხოვრობთ, თუ მსოფლიოს მეორე ნახევარში ხდება “მოქმედება”. ასეც რომ არ იყოს და ბლოგს არ აწარმოებდეთ, მაინც საინტერესოა მათი კითხვა, რადგან ყველას გვკლავს დაუოკებელი სურვილი სხვა ადამიანების ცხოვრებაში, თუნდაც ერთი თვალით შევიჭყიტოთ და აქ, ბლოგზე გვეძლევა საშუალება, კიდევ უკეთ, პირველი პირით მოყოლილი აბები გავიგოთ.

საქართველოში ბლოგები ძალიან პოპულარულია, პირადი, მოდური, თითქმის ყველას ვისაც წერა უყვარს ბლოგი აქვს და  ცუდი არაა, რადგან მას ბევრი დადებითი მხარე აქვს – საკუთარი აზრის გამოხატვიდან დაწყებული, პირადი ამბებით დამთავრებული, რდესაც მეგობრები გვერდით არ გყავთ და გინდათ, რომ მათ თქვენს შესახებ გაიგონ ყველაფერი რაც თავს გადაგხდათ, საშუალება გაიცნოთ უფრო მეტი ადამიანი და მიიღოთ მეტი ინფორმაცია… Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone