კახეთი Vol. 2 “გამეორება ცოდნის დედაა”

მას შემდეგ რაც კახეთი მოვიარეთ, მაკო კვლავ მიდიოდა კახეთში, მხოლოდ თანამშრომლებთან ერთად, თან ისე მოხდა, რომ მეც გამიყოლა.

უკვე გაწაფულებმა ადგილებში, სწრაფად ოვიარეთ ყველაფერი, შემდეგ ბოდბეში გავიარეთ, რომელიც წინა ტურზე არ გვცონდა ნანახი და კვლავ სიღნაღით დავასრულეთ, ამჯერად ღია ავტობუსით ვიმგზავრეთ და სიღნაღის ცნობილი გადასახედებიდანაც გადავიხედეთ.

ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, ავტომობილს ნაწილი(დღემდე ვერ გავიგე რა ნაწილი იყო) რომ არ გაფუჭებოდა. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა :)

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

კახეთი Vol. 1

მოგზაურობის ამ დღებს, პირობითად “მაკოს შვებულება ჰქვია”, რადგან ჩემი და რომ არა, ალბათ ასეთი აქტიური სექტემბერი არც კი გამოვიდოდა.

13 რიცხვში დილით, თემომ გამოგვიარა და ოთხივე, თემო, მე, ნათო და მაკო, უკვე კარგი განწყობით ორდღიან ტურში გავემგზავრეთ, თან უამავი სამოსი წავიღე, ერთი სიცივისათვის, ერთი სიცხისათვის, ერთი ყოველი შემთხვევისათვის და ერთიც “რა იცი რა ხდება” :D თან კახეთის რუქა და გზამკვლევი გავიყოლეთ.

გზად უჯარმის გადასახვევი ვნახეთ და გადავწყვიტეთ პირველად იგი დაგველაშქრა. მას ძველი და ახალი შუამთა, იყალთო, გრემი და ბოლოს თელავი მჰყვა სადაც დავბინავდით და მეორე დღისთვის გავემზადეთ. დავათვალიერეთ საღამოს თელავი და რამაც ყველაზე ძალიან გაგვაოცა, მოძრაობის წესები იყო, თბილისის აურზაურში უფრო გაიგნებ გზას, ვიდრე პირველად ჩასული თელავში :D

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

My New Girls

ამ პოსტში, აღვნიშნე, რომ ახალ ფეხსაცმელებს GFW-მდე საიდუმლოდ დავტოვებ და ასეც ვიქცევი, თუმცა ჯერ არ ვიცი აკრედიტაციას გავივლი თუ არა და ეს უფრო ართულებს ჩემი ახალი “ძევოჩკების” დამალვას :)  მხოლოდ დამრჩა ორი მათგანი გასაზიარებელი, რომელიც სულ ახალია და ინტერნეტ სივრცეში არ გამოჩენილა :)

ლეოპარდის პრინტი კვლავ აქტუალურია. ფეხსაცმელი ვარდისფერი შეფერილობით შევარჩიე, რადგან ვფიქრბ უფრო ეფექტურია :)

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Happy Birthday Google

დღეს საძიებო სისტემის გიგანტი, Google, თინეიჯერი გახდა, მას 13 წელი შეუსრულდა.
ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა პროექტი,  Google Inc, წამოიწყეს 1988 წლის სექტემბერში, ოთხი კომპიუტერით, ინვესტორის $100,000-ით და რწმენით, რომ ინტერნეტ საძიებო სისტემამ შესაძლოა მსოფლიო შეცვალოს.
ზუსტი თარიღი, Google-ს ამოქმედებიდან რამოდენიმე წელში შეიცვალა. მისი განცხადება შეტანილ იქნა 4 სექტემბერს, 1998 წელს, დადასტურებუ იქნა სამი დღის შემდეგ 7 სექტემბერს და Google.com დომეინი დარეგისტრირდა 15 სექტემბერს. მაგრამ Google-მა ოფიციალურად, მის დღედ აირჩია 27 სექტემბერი.
და მართლაც… ალბათ დღე არ ჩაივლის მე რომ ჯადოსნური Google.com არ ავკრიფო და რაიმე არ ვკითხო, ძალიან ბევრ რამეში მეხმარება და არა მარტო მე, ამიტომ Google-ს დაბადების დღეს ვულოცავ და ვუსურვებ კიდევ უფრო დაჭკვიანებას :D
 
Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Getting Ready for GFW

Hey everyone…როგორ მომნატრებია ბლოგზე წერა, მაგრამ ხან სხვადასხვა ადგილას მოუსვენრად ყოფნით, ხან უინტერნეტობით ვერ მოვახერხე ერთი პოსტის დაწერაც…

ამ დროის განმავლობაში მოვასწარი კახეთის დათვალიერება, ბორჯომში ვიზიტი და გორის პირვეად ნახვა. რასაც მომდევნო პოსტებში აუცილებლად მოგიყვებით დაწვრილებით, ეხლა კი უბრალოდ თავს შეგახსენებთ, რომ აქ ვარ და… მოუთმენლად ველი საქართველოს მოდის კვირეულის დაწყებას.

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone