DIY for Halloween party

რაც უფრო ვუახლოვდებით 30 ოქტომბრის ღამეს, მიT უფრო მეტს ვფიქრობ, კოსტუმზე, რომელიც შეიძლება ჩავიცვა ჰელოუინის წვეულებისათვის.

მე და ჩემს დებს საოცრად გვიყვარს თემატური წვეულებების მოწყობა და მეგობრებს უამრავ სიურპრიზს ვუწყობთ ხოლმე. ვცდილობთ, რაც შეიძლება ხალისიანად და გემოვნებიანად გავატაროთ საღამო…კოსტუმები კი გამონაკლისი არაა და გადავწყვიტე, რაღაც ნაწილი თქვენც გაგიზიაროთ, მინდა თავად გავაკეთო თავის აქსესუარი, სრულ ვერსიას კი 31 რიცხვის შემდეგ აუცილებლად იხილავთ ბლოგზე :))

თავსაბურავის დეტალები და ფოსფორის ჩონჩხი “განწყობისთვის”



Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Lovely Amazon, Lovely Box – Robot

ბოლო პერიოდში, ბევრმა მოასწრო შეყვარება, სხვადასხვა თემატიკით გადაღებული ფოტოების, სადაც ყუთებისგან შექმნილი რობოტი გვევლინება მთავარ როლში, თუ არ შეგყვარებიათ, ნანახი მაინც გექნებათ მეგობრების ავატარად სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ბლოგებზე შინაარსის მიხედვით შერჩეული და ა.შ
მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს არა მარტო ყუთი-რობოტია, არამედ იაპონური ამაზონისთვის, კომედიური მანგა(იაპონური ანიმაციის ერთ-ერთი მიმართულება) – Azumanga Daioh!-ის მიერ შექმნილი, ამაზონისვე ყუთი-რობოტია.  დამეთანხმებით სასაცილოა, მაგრამ რამდენჯერ გვისვრია დაუფიქრებლად, ზუსტადაც რომ amazon-ის ყუთი, იაპონელებმა კი ამაზე იფიქრეს :D ეს ერთქვარი აღიარება და აქცია იყო, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით ყუთი იყრება უგზოუკვლოდ, ასევე იაპონური ამაზონი მეორე კურდღელსაც კლავს და ხალხის სიმპატიასაც იმსახურებს  მეტად პოპულარული და ცნობილი ბრენდიც შექმნეს.
დასაწყისში რობოტი მხოლოდ იაპონური ინტერნეტ მაღაზიის, amazon.co.jp მომხმარებლისთვის იყო და 2200 იენი ღირდა (დაახლოებით 45 ლარი გამოდის, ვალუტის გადაცვლისას ხშირად შეცდომას ვუშვებ, ამიტომ მთლად ბოლო მონაცემსაც ნუ ჩააკვირდებით )  ხოლო amazon.com-ზე გამოჩენისას, მათი ფასები 50$-90$ ფარგლებში მერყეობს.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

My Sweet ladies (part2)

პირველი პოსტი, რომელიც ჩემს ფეხსაცმელებს მივუძღვენი რეპტილიის პრინტით იყო. ეხლა კი მინდა განვაგრძო პრინტებითვე და ამჯერად ზოლიანი და ყვავილის პრინტით წარმოვადგენ…

მართალია ზაფხული უკვე გავიდა, სუსხიანი ქარი გაგვიბატონდა და ზოგიერთი ღია ფეხსაცმლის ჩაცმა უკვე შეუძლებელია, მაგრამ არ შემიძლია ისინი სადმე შორს შევინახო, რადგან უზომოდ მომწონს, თან მომავალი ზაფხულიც სად წაგვივა…:)

ამასობაში ჩემი ფისო წერისას ხელზე ჩამომეკიდა და დროა, ამდენ წერას ფოტოები დავდო :D

ყვავილებიანი პრინტი გაზაფხული-ზაფხულის წამყვანი პრინტი იყო, მე კი პრინტთან ერთად მათ ფორმებმა მომხიბლა…

შავ-თეთრი ფეხსაცმელი, უკვე საკმაოდ მოძველდა, მაგრამ ხანდახან ვიცვამ, ამიტომ უარი ვერ ვუთხარი, რომ ფოტოსესია ჩამეტარებინა :) მის დაბლა კი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია :)

ესპადრელი, ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელი

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

1 year :)

21 ოქტომბერს ჩემი და თემოს ერთად ყოფნის გადაწყვეტილებას 1 წელი შეუსრულდა, ამ დღის აღსანიშნავად წავედით Buffet-ში, რომელიც აბაშიძეზე მდებარეობს და სადაც ფანტასტიური მომსახურეობა, ძალიან გემრიელი სპაგეტი და პიცაა.

საოცრად სასიამოვნო საღამო გამოვიდა :)

ძალიან სწრაფად გაირბინა ერთმა წელმა და თემოს მინდა მივულოცო, რომ გაუძლო ჩემს სურვილებს, გამოხტომებს, მეტიჩრობებს, მაიმუნობებს, სისულელეებს, ისეთ რამეებს, რაზეც მე თვითონ მეშლება საკუთარ თავზე ნერვები. და მინდა ვუსურვო კიდევ მეტი გამძლეობა :)

XOXO :*

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

20 Years – Red Soles

როდესაც ვფიქრობ ფეხსაცმელზე, არ შეიძლება პირველი აზრად Christian Louboutin-ის წითელლანჩიანი ფეხსაცმელი არ მოვიდეს, დახვეწილი ფორმები, ელეგანტურობა, თუნდაც ყველაზე უხეში გარეგნობის ფეხსაცმელში და საოცარი მიმზიდველობა…

20 წელი ფეხსაცმლის ბიზნესში, ამ იუბილეს აღსანიშნავად ლუბუტენი Barney’s-თან ითანამშრომლებს. ლუბუტენმა ექსკლუზიურად Barne’s-თვის შექმნა 20 წყვილი ფეხსაცმელი. 12 ოქტომბრიდან მოყოლებული, ყოველ დღე Barney’s საიტზე ნაჩვენები იქნება თითო დეტალი, მთლიანად კოლექცია კი 1 ნოემბერს დაიდება. რაც, დამეთანხმებით და დამაინტრიგებელია.

ასევე დამზადდა საიუბილეო წიგნი Louboutin, რეჟისორ დევიდ ლინჩის,  ფოტოგრაფ ფილიპ გარსიას და ასევე ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით, რომლის შეძენაც ონლაინითაც იქნება შესაძლებელი.

მე კი ჩემი მხრივ მინდა მივულოცო ამ საოცრებების შემქმნელს იუბილე :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Mary Blair Birthday

21 ოქტომბერს აღინიშნება “Disney”-ს მხატვრის მერი ბლერის(Mery Bliar) 100 წლის იუბილე.

მერი ბლერი, სტუდია Disney-ს ერთ-ერთი ყველაზე ცობილი მხატვარი იყო, ვისაც ეკუთვნის   ესკიზები: “პიტერ პენის” ( Peter Pan),  “კონკიას” (Cinderella),  “ალისა საოცრებათა ქვეყანაში (Alice in Wonderland ) . მან ასევე შექმნა პერსონაჟების დიზაინი სერიალიდან – “ეს პატარა ქვეყანა”( It’s a Small World).

ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მას შეჰქონდა თავისი წვლილი მრავალი ექსპონატის და ატრაქციონის შემუშავებაში, კალიფორნიისა და ფილადელფიის პარკებში. ის გახლავთ ავტორი უცნაური მოხატულობისა კანიონის დარბაზში, სასტუმროში Walt Disney World-ის კურორტზე.

1991 წელს მერი აღიარებულ იქნა “Disney”-ს ლეგენდად.

100 წლის იუბილე Google-მაც არ დატოვა უყურადღებოდ, რომელიც აღნიშნა სადღესასწაულო Doodle-თ

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone