British Week End (Part2)

პირველი კვირის დასვენებისას, მე და მაკა ლონდონის დასათვალიერებლად წავედით. ულამაზესი ქალაქია, სიტყვებიც კი არ მყოფნის ასაღწერად, ვგრძნობ რომ ამ ქალაქზე ყურებამდე ვარ შეყვარებული :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

British Weekend (Part 1)

ჩემი ბრიტანული weekend-ი ძალიან კარგად დაიწყო, რომელიც ძველით ახალ წელს დაემთხვა  და შემდეგ ბედობაში გადაიზარდა, ერთი შეხედვით პატარა ცრურწმენა, მაგრამ მაინც კარგ განწყობაზე მაყენებს აზრი, რომ ეს ორი დღე საოცრად კარგად გავატარე.

ამ პოსტში, მხოლოდ შაბათ დღეზე მოგიყვებით, რადგან, კვირის ფოტოები ჯერ მზად არ მაქვს :(

High Wycombe-დან ოთხი საათისათვის გავედი, Enfield-ში უნდა წავსულიყავი მაკასთან, რადგან დაგეგმილი გვქონდა, მეორე დილით ლონდონის დასათვალიერებლად წასვლა. სამი საათი გზაში ვიყავი და ამასობაში 4 ავტობუსის გამოცვლა მოვასწარი :D

მგზავრობამ საბოლოოდ გააქარწყლა წარმოდგენა ინგლისელების ცივ დამოკიდებულებაზე. ყველა საოცრად კეთილგანწყობილი იყო და შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა.

საბოლოოდ მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე და ნაცნობი სახეც ვნახე, მაკა, სარამო კარგი გამოგვივიდა, ცოტა ვისეირნეთ, ფოტოებიც გადავიღეთ, დილით კი დედაქალაქის ცენტრისათვი გამზადებულები, იმდენად შეგვითრია მაღაზიებმა, ორი საათით გვიან წავედით  ლონდონში, ამაზე კი მოგვიანებით მოგიყვებით :)

ეს კი ფოტოები ეფილდის ქუჩებში და გზაზე ,  სანამ ენფილდამდე მივიდოდი, ავტობუსის გაჩერებებზე გადაღებული :)

 

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

RI SWIMWEAR

RI SW

 

River Island top bikini
£30 – riverisland.com

River Island black swimwear
£20 – riverisland.com

River Island coral swimwear
£17 – riverisland.com

River Island yellow bathing suit
£15 – riverisland.com

River Island black bathing suit
£12 – riverisland.com

River Island coral swimwear
£10 – riverisland.com

River Island yellow bathing suit
£10 – riverisland.com

River Island pink bathing suit
£10 – riverisland.com

Sea Creatures
$11 – hubert.com
Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Happy! Happy New!

იმ დროს, როდესაც საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნებოდა, მე მერჩენდაიზინგით ვიყავი დაკავებული, დღეს ზაფხულის კოლექციის ნაწილი მოვიდა და დალაგებაში ვეხმარებოდით., ამიტომ სურვილის ჩეფიქრება ვერ მოვასწარი, სამაგიეროდ ლონდონის დროით, სწორედ ეხლა ხდება 12 საათი, ამიტომ სუპერმარკეტ Tesco-ში შევიარე და სასუსნაოები გამოვიყოლე :)

სამწუხაროდ ნაძვის ხე არ მაქვს, მყავს დრაკუშა და უამრავი სურვილი, რომელიც მომავალ წელს მინდა ასრულდეს, ამ სურვილებში კი თქვენც იღებთ ყველა მონაწილეობას ვინც გარს მახვევია, პირადად თუ შორიდან მიცნობს, ვისაც სიმპატიები აქვს ჩემს მიმართ :) მრავალს დაესწარით!! საუკეთესო სურვილებით  მე და Fefe…

(Click to Zoom)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

New Stuff

დღეს თავს უფლება მივეცი სიახლეები შემეტანა ჩემს გარდერობში. რამოდენიმე ახალი ნივთი შევიძინე, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ :)

მართალია ჯერ-ჯერობით, ზამთარი არ გეგმავს წასვლას, მაგრამ ალბათ ბრიტანული ჰავა და ჩაცმულობა ჩემზე ზეგავლენას ახდენს და ისედაც უზომოდ შეყვარებული ფერებზე, კიდევ უფრო გავფერადდი ღია მწვანე შორტით და ასეთივე ტონალობის მხოლოდ სტაფიოსფერი მაისურით, რასაც უუსაყვარლესი ვესთი გამოვაყოლე, ძალიან პრაქტიკულია და ადრეულ გაზაფხულამდე ვფიქრობ რომ არაერთხელ ჩავიცვამ :) ბუებზე გაფანატებულმა ქამარი და ყელსაბამი ხელიდან არ გავაგდე :D ის კი გეცოდინებათ, რომ მომავალ წელს ხილი ერთ-ერთი ტრენდი იქნება, აქედან ბლის ყელსაბამის არსებობაც…. ნათელი ნეონისებრი “ბრა” კი საოცრად ლამაზი იქნება რაიმე გამჭვირვალე ზედის ქვეშ…ჯერ არ მომიფიქრებია რომლის :D

(Click to Zoom)

დააა… ჩანთოჩკები: დღის ორი ქლაჩი, რომელიც საოცარი ფასდაკლებით საოცრად კარგ ფასად ვიყიდე. საჩელი კი ჩემი მაკისთვის ზედგამოჭრილი ზომაა :)

(Click to Zoom)

ეხლა კი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უქმად არ ჩაუვლია :)) ტრენინგებიც, ჩემი აზრით , კარგად მიდის, დღეს უკვე პრაქტიკულად ჩანთების მერჩენდაიზინგზე ვიმუშავე და მოწონებაც დავიმსახურე, იმედია, იმდენს ვიზამ, ჩემით აღფრთოვანდებიან :D

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

High Wycombe streets

დღევანდელი დილა Starbucks-ის ყავით და ფოტოების  გადაღბით დაიწყო. შესვენებაზეც გადავწყვიტე სეირნობისათვის დამეთმო დტო და რაც დავაფიქსირე თქვენ გიზიარებთ :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone