Yellow Store Opening!

Nikon-ის მოყვარულთათვის და ფოტოგრაფებისთვის ახალი, კარგი ამბავი მაქვს – დღეს Nikon Georgia-ს ოფიციალურ გახსნაზე ვიყავი, ასევე ოფიციალურ საიტის nikon.com.ge-ს პრეზენტაცია იყო რომელიც მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ამასთან  სერვის ცენტრიც გვექნება და მეც მიხარია, ჩემს დიდი ხნის გაფუჭებულ მაშუქს მშვიდად შევაკეთებ და არავის გვექნება შიში, ფოტოკამერის ან რაიმე აქსესუარის ყიდვისას ეჭვი შევიტანოთ რაიმეში.

სამწუხაროდ სამსახურიდან პირდაპირ გავქანდი პრეზენტაციაზე და ჩემი ნიკონით არ გადამიღია ფოტოები, მაგრამ აიპოდი კარგად დამეხმარა აღბეჭდვაში.  Nikon Georgia-ს  წარმატებას ვუსურვებ, რადგან ამ ბრენდის ოფიციალურობა საქართველოში ნამდვილად მახარებს!

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Have a look at fall 2012 trends

მსოფლიო მოდის კვირეულებმა ჩაიარა და გამოჩნდა ტენდენციის მაუწყებელი ბლოგები, რომლებიც ზოგად მოხაზულობას გვაძლევენ, თუ რა შეიძლება ვატაროთ 2012 წლის შემოდგომაზე.

ერთ-ერთი ტრენდი, რომანტიულ და იდუმალ კაბებს ერგოთ წილად, რომანტიულობას აბრეშუმის ან  ატლასის ქსოვილი შესძენს იდუმალებას კი დახურილი ყელით.

ზედა, შარვალი, ქვედაბოლო, ქურთუკი, ნებისმიერი რაც აზრად მოგივათ, შეგიძლიათ წითელ ფერში წარმოადგინოთ. სანამ ყველაზე გაბედულები თავიდან ფეხებამდე წითელ ფერში შემოსვას დაიწყებენ, სისადავის მოყვარულებს შეუძლიათ ეს ფერი სხვა მეტად ნეტრალურ შეზავებაში სცადონ.

შავ-თეთრის კონტრასტი არა მარტო მომავალი ზაფხულის ტრენდია, იგი ფეხს საკმაოდ მყარად იკიდებს და მკაცრ სეზონზე, მკაცრ იერს მიიღებს, კლასიკური პიჯაკები და შარვლები კონტრასტულად შეხამებული მხოლოდ შავსა და თეთრ ფერში.

ბორდოსფერი, მაგრამ არ შეგეშალოთ 2011 წლის შემოდგომის ბორდოსფერ ტრენდში. ამჯერად ბორდოსფერი საწვიმარები იბობოქრებენ, ლაქის ზედაპირით. თუ მათ დათბილულს აღმოაჩენთ, სამ კურდღელს დაიჭერთ, წვიმაში მშრალი დარჩებით, თბილად იქნებით და ტენდენციური!! :)

დიზაინერებმა, შემოდგომის სეზონზე სიცივისათვის არ გაგვიმეტეს და თბილი ნაქსოვი სვიტრები შემოგვთავაზეს, სხვადასხვა პრინტის და სილუეტის საშუაებით, ნამდვილად შევძლებთ შევარჩიოთ ის სასურველი, რომელშიც მყუდროდ და თბილად ვიგრძნობთ თავს.

საყელო, ეს ტენდენცია ძალიან მახარებს, მართალია, miu-miu -ს და სხვა ბრენდებს მანამდეც ჰქონდათ და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, მე ერთი უკვე შევიძინე River Island-ის, ვერცხლიფერში, მაგრამ შემოდგომაზე მათი ასორტიმენტი უფრო იზრდება, მთავარია ჩვენს ხასიათს მოვურგოთ.

თეთრი კაბები აღარ ეკუთვნის მხოლოდ ზაფხუს, თუ წელზე შავ ქამარს შემოვირტყამთ.

70-იანი წლებით შთაგონებული ფარფლიანი ქუდები თექის ან შალისაგან, სხვადასხვა ფერთა გამაში.

ზაფხულის ფერადი და ყვავილოვანი პრინტები შემოდგომაზე ფერს იცვლიან და შავ-თეთრ პრინტებად გვევლინებიან.

60-იანი წლების ბოლო პერიოდის გავლენა იგრძნობა ბოჰემურ პრინტიან კაბებში. მათი ტარება დამოუკიდებლად ან ტყავის მოტოციკლის სტილის ქურთუკებთან ერთად შეგვიძლია.

რუხი ფერი შემოდგომის გარდერობის თანამგზავრად შეიძლება ჩაითვალოს. 2012 წლის შემოდგომაზე ის ღია ფერის იქნება და მის ნეიტრალურობას და სისადავეს დრაპირება, ბზინვარება და სიმსუბუქე გაამდიდრებს.

მიტოვებული პლედი (შოტლანდურა) განსაკუთრებით კი შავ-წითელ კომბინაციაში, მომავალ შემოდგომის სეზონზე კვლავ მოიკრებს ძალას, ისღა დაგვრჩენია მოთმინებით დაველოდით ამ სეზონს, მანამდე კი ცხელი ზაფხული მოდის :))

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Inspired By…

2:24 AM, რივერში დილით უნდა ვიყო,  ამ დილისთვის კი დასასრულებელი მაქვს სამუშაო, წესით უნდა დამესრულებინა მაგრამ ფილმის ყურებამ შემიშალა ხელი, უფრო სწორად გამიტაცა, რადგან ფილმი საოცრად საინტერესო აღმოჩნდა.

არც თუ ისე ახალი ფილმი, 2009 წელს გადაღებული, რომელიც რეალური ადამიანების ცხოვრებაზეა დაყრდნობილი, და რომელთა შესახებ xელის მარტივი მოძრაობით და google-ს საძიებო სისტემაში შეღწევით მარტივად მოიძებნება ინფორმაციის ზღვა.

ეს ადამიანები ცნობილი მზარეული ჯულია ჩაილდი და მისი მიმდევარი, ჯული პაუელია, რომელმაც ჯულია ჩაილდის წიგნის მიხედვით ერთ წელიწადში ყველა რეცეპტი სცადა. სიმართლე გითხრათ, სამზარეულოში არც თუ ისე კარგი ვარ, უფრო სწორად საერთოდ არ ვვარგივარ, ან არ გამომიცდია არაფერი მსგავსი, მაგრამ საქმე ამაში არაა. ამ ფილმმა შთამაგონა, რომ რაიმე მიზანი დავისახო…

ჯულიმ, როდესაც ჯულიას წიგნის მიხედვით მზადება დაიწყო, დაიწყო ბლოგინგი და ამ ყველაფერს საკუთარ ბლოგზე აღწერდა, რაც დამეთანხმებით ნამდვილად საინტერესო იყო. ზუსტად ასეთი რამ მჭირდება ეხლა მეც!! მაგრამ ჯერ არ მომიფიქრბია რა. :D მინდა მიზანი, რომელსაც ოველ დღე აღვწერ ბოგზე! :D

უბრალოდ მინდოდა შემომეთავაზებინა ამ ფილმის ყურება, რადგან, ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო საყურებელია და ასევე, ვფიქრობ ბევრისათვის თუ შთამაგონებელი არა დასაფიქრებელი მაინც იქნება…

JULIE & JULIA

რეჟისორი: ნორა ეფრონი

როლებში:მერილ სტრიპი, ემი ადამსი, სთენლი ტუჩი, კრის მესინა, ლინდა ემონდი, ჰელენ კერი.

რჩევებს ველი თქვენგან… <3

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone