ერევანი – დღე 2

რაც გუშინდელ პოსტში დავწერე, რომ ერევანი არ მომეწონა მეთქი, ეს სიტყვები უკან მიმაქვს :D… დღეს ვნახე ერევანი, რომელიც ქალაქის ცენტრში შექუჩებულა, უულამაზესი, ახალი და ძველი შენობებით, არ Burberry და Emporio Armani-ც ყოფილა და წარმოდგენა არ მქონდა, თუ ქალაქი ასე ცოცხალია, ყველა სეირნობა. და ისიც არ ვიცოდი, თუ ქუჩაში გაცნობა სადმე ისევ აქტუალური იქნებოდა, როგორც მაგალითად “დაგინახეთ სეირნობდით…” ან “девушка можна с вами познакомиться” და ა.შ… :D მაგრამ კარგი, ერევნელი მეგობრის წყალობით, რომელმაც თვალები ისე დაუბრიალა საწყალ ბიჭს, მთელი დღე ალბათ არავის გაკარებია :D

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ერევანი – დღე 1

ქრისტე აღსდგა!

ძალიან მინდა ბევრი ქვეყანა ვნახო და ერევანიც არ არის ურიგო, რომ ვიცოდე როგორია. ამასთან უცნაურად დაემთხვა – შობის ღამეს ლონდონში მივფრინავდი, აღდგომას კი – აქ ჩამოვედი.

სიმართლე გითხრათ, არც ისე აღფრთოვანებული ვარ, სანამ ქალაქში შემოვიდოდი, საინტერესო არაფერი იყო, გაუდაბურებული სოფლების მეტი.

თავად ერევანშიც ვერაფერი გასაგიჟებელი, პოსტსაბჭოური ქალაქია, რომელიც რაღაცით თბილისსაც კი მაგონებს. თუმცა საღამოს იმდენი ვიბოდიალე ფეხით გზაც კი ამებნა. ერთ კაფეში გადავწყვიტე დასვენება და მენიუ სომხურ ენაზე იყო, პერსონალი კი საერთოდ არ სჩანდა.

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Love Mint

პიტნისფერი, ასეთია პირდაპირი თარგმანი ამ ფერის, რომელიც უკვე დიდი ხანია საგაზაფხულო ფერის სენისთვის ემზადება, მე კი უკვე ამ ფერით შეპყრობილი და დაავადებული ვწერ ამ პოსტს…

ეს ფერი სხვადასხვა ტონალობაში მჟღავნდება, მწვანესა და ცისფერს შორის და ყველა თავისებურად ატყვევებს თვალს, საოცრად ლამაზი კომბინაცია გამოდის ყვითელთან, ვარდისფერთან, კანის და ნარინჯისფერს. გრადაცია მკვეთრიდან – პასტელის ტონალობამდე ნებისმიერი შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩაცმულობაში.

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

White – New Black

თეთრი ,  ზაფხულის საყვარელი ფერია, მაგრამ 2012-ის ზაფხულს იგი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა – ტოტალურად თეთრი! მკაცრი, პიჯაკებით დაწყებული, მსუბუქი შიფონის კაბებით დამთავრებული, არჩევანი მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს ხასიათზეა დამოკიდებული. პატარა თეთრი კაბები სეზონის “must have”-ია,  ჩაცმულობას თუ სხვადასხვა აქსესუარებს შევურჩევთ, მაგალითად ოქროსფერი ქამარი , ყელსაბამი და ათასი სხვა რამ, იგი გაზაფზულის “ახალი შავის” სტატუსით მოგევლინებათ, რომელიც გიშველით ყოველ გამოუვალ სიტუაციაში.

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone