I Wish …

ვფიქრობდი, რაიმეზე ჩემი სურვილები დამეწერა, რასაც მომავალი ერთი წლის განმავლობაში მოველი და სადმე უსაფრთხო ადგილას შემენახა მომავალ წლამდე… სად უნდა დამეწერა და შემენახა უკეთეს ადგილას თუ არა ბლოგზე?!

ყოველი დაბადების დღე რაღაც სევდის მომგვრელია, კიდევ ერთი წელიწადი ჩვენს ასაკს და რამდენი შევძელით და შევძელით თუ არა შესაძლებლობების მაქსიმუმი?! ამ საკითხს მეორენაირად რომ შევხედოთ, ყოველ ერთ წელს, ერთწლიანი გამოცდილება მოაქვს, რომელიც მომავალი ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგვყვეს სახელმძღვანელოდ, რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო გამოცდილები და შემართებულები, საკუთარ თავში დარწმუნებულები, მომთხოვნები და საუკეთესოსკენ კიდევ უფრო მისწრაფებულნი ვხდებით.

მომავალი ერთი წელი, ჩემი საუკუნის მეოთხედისაკენ მიმავალია და ზემოჩამოთვლილთ უფრო ვუსვამ ხაზს და საკუთარი თავის მიმართ ოთხმაგად მომთხოვნი ვიქნები. ამას გარდა, ბოლო პერიოდში ისედაც ძლიერი სურვილი მოგზაურობისაკენ გამძაფრდა და წყალის წყურვილს დაემსგავსა, მინდა წელიწადში მინიმუმ სამი ქვეყანა ვნახო, თავისივე ღირსშესანიშნაობებით, მინდა კამერა “ნორმალურად” დავიჭირო ხელში და ფოტოები გადავიღო, მინდა ბლოგზე საინტერესო ამბებით ხშირად განვახლდე და მინდა ჩემი სახლი დიდი სავსე კარადით, ფერად ფერადი ტანსაცმლით და ფეხსაცმლით… მინდა ჩემი მეგობრები ხშირად გვერდით, რომ ათას სისულელეზე ველაპარაკო, მინდა კიდევ რაიმე ვისწავლო, რომ გამომადგეს, წარმატებული წელი მინდა სამსახურში და ჩემს გარშემო, ჩემს საყვარელ ხალხში…

სურვილების ახდენას გისურვებთ, მე კი ბედნიერ დაბადების დღეს საკუთარ თავს…

20120523-145819.jpg

20120523-145833.jpg

20120523-145827.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Hey, I’m Alive

რამოდენიმე კვირიანი გაქრობის შემდეგ, არაფერი დამრჩენია, რომ ყველაფერი ჩემს სამსახურს და დაკავებულობას დავაბრალო, სანამ არ გავაანალიზე, რომ ყველაფერი ვორკოჰოლიზმისაკენ მიდის და არაფერს ვაკეთებ გარდა მუშაობისა, არაფერზე ვფიქრობ გარდა სამსახურისა, მის გარდა არაფერზე ვლაპარაკობ, თავი რომ დავანებო სხვაგან გასვლას, გუშინ მოდის კვირეულზე ვიყავი და ჩვენებაზე არ დავრჩი, იმდენად დაღლილი ვიყავი, ჩვენებამდე რამოდენიმე წუთით ადრე წამოვედი, დღევანდელ დღეზე რომ არაფერი ვთქვა, გამოწყობილმა წასასვლელად, აზრი შევიცვალე და სერიალს “Jane by Dezign”-ს ვუყურე, რომლის სამ სერია კიდევ მაქვს და სავარაუდოდ ამ პოსტის მერე ვუყურებ.

ყველაფერი თითქოს კარგად მიდის, მაგრამ ამას არ ველოდი საკუთარი თავისაგან, რომ ოდესმე სადმე წასვლა დამეზარებოდა, რომ ოდესმე მეგობრებს ასე დიდი ხანი დავივიწყებდი და ბლოგისთვისაც ამდენი ხანი არ მიმიხედავს, არადა ყველაფერი ერთად მინდა, ზუსტად ამაში მდგომარეობს ჩემი მიზანი და არ მინდა ერთის კეთებით რაიმეს ზიანი მივაყენო. არადა, სწორედ ეხლა მჭირდება მეგობრები, ეხლა ვჭირდები ბლოგს და ეხლა მჭირდება სწორედაც “გარეთ გასვლა” რომ თუნდაც ბლოგისთვის გამომადგეს, რადგან ვგრძნობ, რომ ადრინდელზე უფრო მეტი ადამიანი ადევნებს თვალს fefe-ს, რისთვისაც მადლობ თქვენ :) ასე გააგრძელეთ, რათა უფრო შემრცხვეს ამჟამინდელი მდგომარეობის, იმედია ჩემთან ერთად დარჩებით :) არა?!

რაც შეეხება მოდის კვირეულს, ბევრ ახალს ვერ გეტყვით, ვერ ვიტყვი რომ მაღალ დონეზეა, მაგრამ კარგია, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ცდილობს რაიმე შესთავაზოს ქართულ საზოგადოებას, ზოგადად კი თბილისის მოდის კვირეულისადმი დადებითად ვარ განწყობილი. რამდენი მაშტაბური ღონისძიება გახსოვთ საქართველოში, რომელიც ყოველ წელს ტრადიციულად ტარდება, თუ საქართველოს მოდის კვირეულს არ ჩავთვლლით, რომელიც როგორც ვიცი აღარ არსებობს და აღარ იქნება არასდროს :D არც ერთი ჩვენება არ მინახავს, თუმცა ხელნაკეთების გამოფენა შემოვირბინე და ფოტოებშიც ნახავთ ჩემს ფავოიტებს, როგორც ყოვეთვის “ნუცას აქსესუარები” ფერადი და “განწყობიანი”, ნანუკა ჩხეიძე (Art Nanu) ტყავის ნაკეთობებით და ჩემი ყურადღება თიკო ნებიერიძემ მიიპყრო, საოცრად ლამაზი თმის აქსესუარებით და ყელსაბამებით.

ბოლოს კი ფოტოები შემოგინახეთ 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ერევანი, დუბლი ორი :)

ზოგადად, სამსახურში რომ საქმეები კარგად მიდის, ეგ ფაქტი ძალიან მაბედნიერებს, მგონი “ვორკაჰოლიზმი” დავიმართე და ამ ფაქტს ძლივს ვაღიარებ, ბლოგზე იშვიათად ვწერ და ძალიან განვიცდი ამას, იმედია გამოვასწორებ და ხშირად განვაახლებ ხოლმე, ნუ თუ რა თქმა უნდა თქვენ ჩემი სიახლეები გაინტერესებთ  და აქ თუ ხართ… აქ ხარ??? თუ საკუთარ თავს ვუწერ… იმედი მაქვს ასე არაა :)) გკოცნით.

ეს კი ჩემი ერევნის ფოტოები ბოლო ვიზიტიდან …

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone