ყავა!

-ყავა!

პირველი სიტყვა რაც პირიდან აღმომხდა, ჩემი სამსახურის ფურცლები ქაოტურად მიმოიფანტა მაგიდაზე, ლეპტოპი განათდა და ამ ალიაქოთში ყავაც მომზადდა. ჩემი შემოსვლიდან რამოდენიმე წუთში კაფე დაცარიელდა და დავრჩით კვლავ მე და გოგოები ყავის აპარატს მიღმა…

საოცრად დაღლილს ფეხები პირდაპირ აქ შემომიძღვენ, იმის მიუხედავად რომ თერთმეტი საათია და ხვალ ცხრის ნახევარზე კვლავ სამსახურის კართან უნდა ვიყო. სტუმარი მოდის რივერში, აბა ვნახოთ როგორ ვიყოჩაღეთ და როგორ შეესატყვისება მაღაზია ტრენდებს თუ თავად River Island-ის სტანდარტებს.

შვებულებას დიდი ხანია ველი, ჯერ სანამ ინგისში მივლინებით წავიდოდი, ამ გახსენებას, ამ ვიზიტის ფოტოები არ ამიტვირთავს ბლოგზე, როელიც საკმაოდ დამიგროვდა, შემდეგ ახალი სეზონი, ეხლა სტუმარი, შემდეგ ისევ ვიზიტი და მერე კიდევ :D იმედია იქნება დრო ცოტას რომ ამოვისუნთქებ, მაგრამ წუწუნად არ ჩამომართვათ, თვითონ ვოცნებობდი მუდამ დამღლელ დამოძრავ სამსახურზე, თუ კიდევ ბევრი ვიოცნებე და ბევრის ვეცადე იქნებ იდეალურ კონდინციამდეც მივიდე, რაშიც დარწმუნებული ვარ რომ რეალური გეგმებია…

მანამდე კი სანამ ჩემი ფიქრები, ჩემსავე ოცნებებში დაფრინავენ, ნაყინის, ხმაურიანი სტუმრები შემოცვივდნენ, გოგოები ისევ ფუსფუსებენ მე კი ფინჯანი ყავა და მაფინის ცარიელი თეფში მიდგას გვერდით… თემოც მალე მოვა…

მშვიდ ღამეს, ბედნიერ დილას და რეალურ ოცნებებს გისურვებთ !! მე კი ბევრ მეგობარ მკითხველს <3

20120828-230550.jpg

ეს კი ფოტო განწყობისთვის

20120828-230605.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Hearted Coffee

სამსახურიდან საოცრად დაღლილი, თუ რა დავარქვა ამ მდგომარეობას არ ვიცი, გულმა პირდაპირ აქ გამომიწია, შემოსვლისას კი ღიმილიანი სახეები დამხვდა, რომლებმაც უმალ დაიწყეს ჩემი ჩვეული მენიუს რეალობაში მოყვანა, ცხელი, პატარა, უცხიმო ლატე, ამჯერად მაფინს ვღალატობ და რაღაც ქიშმიშიანი ნამცხვარი გავსინჯე, რომელიც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა…

პირველი მოქმედება რასაც ვაკეთებ ვდებ ლეპტოპს, ვხსნი fefe-ს, facebook-ს და საფოსტო ყუთს, როგორც სჩანს არაფერი საინტერესო არ მომხდარა :D არც აქ… ცარიელ კაფეში მხოლოდ მე და გოგოები ყავის აპარატს და ნაყინის მაცივარს მიღმა ფუსფუსებენ, თან ამბებს უყვებიან ერთმანეთს… მათ საოცრად მივეჩვიე და თვითონაც… ჩამი განსაკუთრებული ლატეც მოვიდა მოხატული გულით, ცოტას თუ ვინმეს უკეთებენ ასეთი სიყვარულით…

ჩემს წინ წყვილმა ჩაიტკბარუნა ნაყინით პირი და მალევე გავიდა…

საოცრად ცხელა… ზაფხულმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი მწველი მზით და მხუთავი ღამით…

ჩემი ყავა მოვსვი და კუნჭულში შემორჩენილი ენერგია შემომიბრუნდა… ხვალაც რთული დღეა River Island-ში, ახალი კოლექცია შემოგვემატა და მათ ადგილები უნდა მივუჩინო… ძილამდე კი სოციალურ ქსელით შევიქცევ თავს – foursquare, Instagram, Facebook…. და კიდევ ბევრი რამ, რაც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, არა მარტო ჩემთვის, თქვენ თუ შეგიმჩნევიათ როგორ მიეჯაჭვეთ თქვენს სმართფონებს, ლეპტოპებს… სამაგიეროდ რამდენს გეურთიერთებით კილომეტრობით დაშორებულებსაც კი :)

ეხლა გავიგე, კალათბურთში სუსტ გუნდთან ვაგებთო, იმის მიუხედავად რომ ძლიერებისთვის მოგვიგია… რას იზამ ბედის ირონიას თუ დავარქმევთ ამას…

წავედი ჩემი ყავა დავასრულო, თქვენ კი ბედნიერ ღამეს გისურვებთ ან დღეს, დამოკიდებულია როდის წაიკითხავთ პოსტს, თუ რა თქმა უნდა წაიკითხავთ :))

 

20120827-231908.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Coffee Time

ეხლა პატარა კაფეში ვზივარ, ამ კაფეს Luca Polare ჰქვია. ალბათ თბილისში ცოტა ვინმე თუ მოიძებნა ამ ადგილის შესახებ რომ არ იცოდეს. მე კი აქ ყოველ დღე ჩემი დროის რაღაც ნაწილს ვატარებ…

აქამდე აზრად არ მომსვლლია იმ ამბების გადმოცემა რაც ამ პაწაწკინა ადგილას ხდება, არადა რამდენი საინტერესო რამ შეიძლება შემთხვევით ან მოისმინო, ან ნახო.. უამრავი განსხვავებული ადამიანი მოდის და მიდის… ზოგს კარამელის ნაყინი ეგემრიელება, სხვებს ჭიქა ყავის თანხლებით იმდენი რამ დაუგროვდა მეგობრისთვის სათქმელი…უზრდელი და ზრდილობიანი სტუმრები…კონფლიქტი, შერიგება, სიყვარული, მეგობრობა, ფლირტი…

ცოტა რამ ამ ადგილის შესახებ – მოძრავი და ხანდახან ხმაურიანი.. დილით ძალიან ადრე და გვიან ღამით კი საოცრად მშვიდი და ცარიელი… მოფუსფუსე უსაყვარლესი გოგოები, რომლებმაც ჩემი უცვლელი მენიუ ზეპირად იციან. ხის სკამები და ხისვე პატარა მაგიდები, რომლებიც ხან ერთს, არის დრო როდესაც ათამდე ადამიანს უძლებენ.
თვითმომსახურეობა, თუ აქ მოხვდით, ნარჩენების ურნაში გადაყრა არ დაგავიწყდეთ :) . Wi-Fi რომელიც ჩემს მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს, უუგემრიელესი ყავა და ნაყინი, რომლის მიმართ დამოკიდებულება გამიჩნდა და აქვე არ უნდა დავივიწყო მაფინი – შოკოლადის…ყველაზე სასიამოვნო კი – სახლთან ახლოს და სამსახურთან ახლოს.. მოკლედ ჩემი პაწაწკინა სამოთხის შემადგენელი ნაწილია.

დღეისთვის ამით დავამთავრებ, საინტერესო ისტორიებს კი მომავალი პოსტისთვის შემოვინახავ :)

20120826-184709.jpg

20120826-184721.jpg

20120826-184737.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Pretty Little World

ეს პატარა სამყარო, ინგლისში – Beaconsfield-ში აღმოვაჩინე, Models Village (მოდელების სოფელი) სადაც ყველაფერი პატარა ზღაპარს ჰგავს. იმის მიუხედავად, რომ ამ ადგილს პირდაპირ აეროპორტიდან, 10 საათის ნამგზავრები ვესტუმრე, უზომოდ კმაყოფილი ვიყავი. თუ ინგლისს ესტუმრებით, არ გამოტოვოთ ეს სიამოვნება, ლონდონიდან სულ რაღაც 20 წუთის დაშორებითაა მატარებლით.

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Nikon For Fashionistas

 

შესაძლოა 22 აგვისტოს, ციფრული და არა მხოლოდ ციფრული ფოტოაპარატების მწარმოებელმა, Nikon-მა, წარმოადგინოს ახალი სამოყარულო ციფრული ფოტოკამერა, ჩაშენებული Wi-FI-თ, GPS-ით და Android-ის ოპერაციული სისტემით. ამ ყველაფერს არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ Fashionistas  და უბრალოდ ფოტომოყვარულებს ძალიან გაახარებთ ის ამბავი, რომ ამ კამერისთვის უამრავ აპლიკაციას გამოიყენებენ Google Play App-იდან, როგორიცაა მაგალითად, ყველასთვის საყვარელი და ძალიან დიდი პოპულარულობამოხვეჭილი აპლიკაცია Instagram და ათასი სხვა რამ, რაც საშუალებას იძლევა დავადოთ ფოტოს სხვადასვა ფილტრი, შევუცვალოთ ფერი, “გავალამაზოთ” და გავუზიაროთ მეგობრებს, მომავალი კამერა სავარაუდოდ S800C იქნება, თუ ეს მოჭყობილობა გაამართლებს არსებობას, მწარმოებელმა შესაძლონა DSLR-ებზეც, ანუ უფრო პროფესიონალურ ფოტოკამერების ანდროიდზე წარომოებაც გადაწყვიტოს.

  • 25-250 mm lens
  • 3.5″ OLED screen
  • The camera runs all Google Play apps
  • The camera will probably run Android 2.3
  • Built-in GPS
  • Built-in Wi-Fi
  • Possible announcement: August 22, 2012
Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone