River Island Style Insider

დაიწყო სექტემბერი და მაღაზიები გაივსო ცივი სეზონის სხვადასხვა ტრენდით, military, berry, studs, ყველაფერი რაც მანამდე მაღალი მოდის პოდიუმებიდან გვქონდა ნანახი.

River Island-იც არაა გამონაკლისი, სადაც ბევრ ადამიანს შეუძლია თავისი სარგო და მოსაწონი სამოსი ნახოს, მოირგოს და მერე შეიძინოს.

მე პირადად უძალიანესად მომწონს ახალი კოლექცია…

ჰოდა რივერის და თემოს დახმარებით მოვაწყვე ფოტოსესია, და ძალიან საინტერესო ფოტოებიც მივიღე.

პირველად ინსპირაციას ვეძებდი, ჩემი შემოდგომის ინსპირაცია ტეილორ ტომასი ჰილია (Taylor Tomasi Hill), ძალიან დახვეწილი ადამიანი, ამერიკული Marie Claire-ს აქსესუარების რედაქტორია. წითური თმებით, ფერების  და სხვადასხვა ტექსტურის სამოსის საოცრად გემოვნებიანი შეხამებით უამრავი ფოტოგრაფის თუ ბლოგერის ყურადღებას იპყრობს.

მოკლედ ბევრი რომ არ ვიარო, ორი შთაგონება: River Island-ის სამოსი და ტეილორის გემოვნება ერთმანეთს დავუკავშირე და მივიღე სამი კომბინაცია, რომელიც River Island-ის ბლოგზეც Style Insyder-ზე ავტვირთე, თან მაქვს შანსი კონკურსში გამარჯვების თუ რა თქმა უნდა ლაიქებს მოვაგროვებ.

აბა თქვენ რას იტყვით?

P.S Please Make You Votes clicking on Pictures

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone