Naxvamdis or See You Soon

ადგილი, რომელიც თუ არ იცი ვერ მიხვდები, რომ შესვლისას მყუდროდ მოწყობილი კაფე დაგხვდება.

სახელით “ნახვამდის” დაწყებული ინტერიერით დამთავრებული, ყველაფერი აღფრთოვანებას იწვევს და საოცარი მყუდროების განწყობას ტოვებს. შევლისას ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მეგობართან მიდიხარ, კარზე ჩვეულებისამებრ აზარუნებ და კარის გაღების ხმაც არ აყოვნებს, ღიმილიანი პერსონალი და ექსცენტრიული მეპატრონე ისე გხვდება, თითქოს წლების ნაცნობი იყოს :)

კრეატიული ინტერიერი ჭერზე სათლის (ვედრო :D) ჭაღით დაწყებული, ძველი ფირის ფოტოაპარატის, Zenit-ის სასანთლით დამთავრებული, ბუხარი, სხვადასხვა ფერის მაგიდა და სურვილისამებრ პუფი. მანსარდა 5 კაციანი წრისთვის და მუსიკა.

Naxvamdis- ახალი გახსნილია მაგრამ, თუ იქ ერთხელ შეხვალ ცოტა თუ მოიძებნება უკან მიბრუნების სურვილი არ გაუჩნდეს – ვფიქრობ სახელიც აქედან გამოდინარეა.

მეპატრონე- საშა, ფოტოგრაფია, სტუდიაც იქვეა და მისით სარგებლობაც ძალიან დაბალ ფასად შეიძლება.

სამზარეულო როგორ დამავიწყდა?! რომელიც იქვეა განთავსებული და თვალწინ კეთდება შეკვეთილი კერძები, ფასებიც საოცრად მისაღები.

კრეატიული საღამოები, გამოფენები და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი სიახლე იქნება მოსალოდნელი. მოკლედ ისეთი შეპყრობილი ვარ ამ გარემოთი, ყველას რომ გინდა გაუზიარო :)

ამ ადგილის აღმოჩენისთვის კი მადლობა ნატას, რომელიც დარწმუნებული ვარ ამ პოსტს წაიკითხავს და facebook-ზე “ბმულს” “მომიწონებს”, იმიტომ რომ ძალიან კარგი ვინმეა :D

 

 კიდევ ბევრი რამის მოყოლა შემიძლია ამ ადგილზე, მაგრამ სჯობს შთაბეჭდილებები თქვენ დაგიტოვოთ, თუ გადაწყვიტეთ და იქ შეიარეთ – ესეც მისი ფეისბუქის გვერდი, რომ მის შესახებ მეტი შეიტყოთ – “Naxvamdis”

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Behind the SALE

დღეს River Island-ში მისულებს ფასდაკლება დახვდათ, მე კი მეძინა.. :D რადგან, ამ ყველაფერს წინ გრძელი ღამე უძღვოდა.

ყველას ძალიან გვიყვარს შოპინგი, განსაკუთებით ფასდაკლების დროს. მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ყველას ძინავს, ყოველ შემთხვევაში, როდესაც შოპინგინს დრო არაა :)  გაგაცნობთ ადამიანებს რომლებიც ამ ყველაფერზე ზრუნავენ, რომ დილით ვიტრინასთან გავლილებს დიდი წითელი სტიკერი დაგხვდეთ ზედ წარწერით -SALE.

ეს მე ვარ! ირინკა -River Island-ის Visual Merchandising Manager – ქართულად – მაღაზიის ვიზუალზე კომერციულად ვზრუნავ :D ამ თანამდებობაზე ახალი დანიშნული ვარ და როგორც თემო იტყოდა, ცოტა ბოთე ვარ :),  მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვფიქრობ რომ ვიპოვე რასაც ვეძებდი, თუმცა უფრო კარგი მინდა ვიყო ამ საქმეში და დღევანდელი გადასახედით ძალებს არ დავზოგავ – რომ ვიყო !!

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Behind The Boxes

ახალი ფოტოები დიდი ხანია არ დამიპოსტავს ბლოგზე, ჰოდა მადლობა ნინის ფოტოებისთვის, მთელი საღამო დაკავებული ვიყავი მათი გადარჩევით და შედეგიც სახეზეა :)

 

 

 

 

 

 

ჩემი ლუქი lookbook-ზეც შეგიძლიათ იხილოთ – Behind The Boxes

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Old Newish

 მინდა ჩემს ახალ შარვალზე მოგიყვეთ, უფრო სწორად ძველზე.. თუ ახალი?! მოკლედ პოსტის ბოლოს გავარკვევ რომელია :D

რამოდენიმე დღის წინ ბლოგებზე დავხეტიალებდი და წავაწყდი პოსტს სადაც გოგომ თვითონ განაახლა ძველი ჯინსის შარვალი, ერთი სული მქონდა მათეთრებელს როდის ჩავიგდებდი ხელში, რომ მეც მეცადა.

პირველ რიგში დამჭირდა, მათეთრებელი, ჭურჭელი სადაც ამ მათეთრებელს ჩავასხამდი, თმის სამაგრი რეზინები ან რეზინი, ხელთათმანი(ახალი გაკეთებული მქონდა მანიკური) და შარვალი -რომელიც გავწირე და რომელიც საკმაოდ დიდი ხანი ეკიდა კარადაში და თავის ჯერს ელოდა.

 შემდეგ შარვალი სხვადასხვა ადგილი თმის რეზინით გადავუჭირე, ერთი ტოტი საერთოდ გავკვანძე.

 შარვალი შემდეგ მათეთრებელში მოხვდა სადაც 1საათზე მეტი მქონდა. შარვლის მათეთრებელში ჩალბობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თვითონ ჯინსზე და მათეთრებლის სიძლიერეზე და იმაზეც თუ როგორი შეფერილობა გვინდა ქონდეს.

 ეს კი შედეგი, რომელსაც მთელი დღე ველოდი სანამ შარვალი გაშრებოდა. ტანზე როგორ მომერგება მაგას ფეისბუქის გვერდზე გავაზიარებ ან აქვე პოსტის სახით..

მალე მინდა განახლებული ჯინსი მოვირგო :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone