3 Events at 8 PM

პარასკევი დღე ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც მეორე დღეს იცი რომ დილით ადგომა არ გემუქრება…

როგორც კი 6:30 შესრულდა მხარზე ჩანთაგადაკიდებული კართან ვიყავი, შემდეგ ტაქსში  მოვთავსდი და გზა ახალი ნათებისკენ ავიღე.

კარგია როდესაც სტუმრად მიდიხარ,  მაგრამ უფრო საინტერესოა როდესაც იქაურ შიდა სამზარეულოს ხედავ. ახალი ნათების ცენტრალურ საგამოფენო პავილიონში  ბარათის მფლობელების დასაჩუქრება მოხდა. ალბათ ყველასთვის ცნობილია თათა მორჩილაძე, თუ ჩემგან არა –  ახალი ნათების საზოგადოებასთან ურთიერთოის მენეჯერი რომაა ის მაინც გეცოდინებათ ან ერთხელ მაინც გექნებათ მოკრული თვალი მისი ბლოგისათვის taa.ge. –  სწორედ მისი მიპატიჟებით მოვხვდი წვეულებაზე, სადაც ძალიან კარგად დავინახე ამ ადამიანების სიყვარული სამსახურისადმი და ერთგულება მომხმარებლისადმი, როგორ ფიქრობენ და ზრუნავენ მათზე როგორი სითბოთი მოხსენიებენ წარმოთქმულ სადღეგრძელოში რომელიც, სულაც სტუმრების დაშლის შემდეგ წარმოითქვა.

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

You Make Me Happy

რაღაც ამ ბოლო დროს ბევრს ვწერ?! თფუ, თფუ, თფუ… ხეზე ვაკაკუნებ თვალი არ მეცეს… კარგი ორი კვირა მქონდა, იოგაზე დავიწყე სიარული, ახალ ადამიანებს შევხვდი და გავიცანი, ახალი ადგილები აღმოვაჩინე, გარდერობს ახალი ნივთები შევძინე… შეიძლება ითქვას კმაყოფილი ვარ და ჩემი ბლოგზე წერის საიდუმლოც ამოვხსენი – ცუდ ხასიათზე ან რაიმეთი უკმაყოფილო ვერ ვაბამ თავს ვერაფერს… ეხლა კი მოსაყოლი მოსაყოლს მოსდევს, ან თუ განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი, გული მაინც მიმიწევს საწეად… ჰოდა მიხარია…

ანუ ამ პოსტით მადლობა ვინც ასეთ კვირების  შექმნაში და გახალისებაში  დამეხმარა და გვერდით მედგა და გამაბედნიერა თანადგომით <3 თაას, იოგაზე სიარულში რომ დამეხმარა, ამდენი ხანი თავს რომ ვერ ვაბამდი, ნატა – ახალი საყვარელი ადგილის აღმოჩენაში და ყველა “სტრანნობა” რაღაცის “გაძრობისას” მე რომ მთაგავს :D ჩემს დებს და მეგობრებს, გადასარევი განწყობა რომშექმნეს “ჰელოუნის” წვეულებაზე, ნინჩოს (სწოპკა), სულ რომ ლაზღანდარაობს და ხასიათზე მოვყავარ აი დღეს ინაჩკა ვნახე, ის ოპერატორია, ფოტოგრაფი და ხელოვანი ადამიანი, ბევრი ვიხალისეთ, ფოტოები გადავიღეთ, რომელიც სავარაუდოდ მეორე შეხვედრამდე არ მეღირსება :D

ხვალ ერევანში მივდივარ, River Island-ი ახალ სეზონზე გადადის და საშობაო მზადებას იწყებს… იმედია თავს გავართმევ… თქვენ კი ფოტოები განწყობისთვის <3

 

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone