Walking Therapy

დიდი ხანია, მე და თემოს ფირის ფოტოკამერების ექსპლუატაცია გვქონდა დაგეგმილი და როგორც იქნა ჩემს დასვენების დღეს ავასრულეთ და ლისის ტბაზე წავედით სასეირნოდ, გადაღებასთან ერთად სასიამოვნო თერაპიაც გამოგვივიდა.

ფირს ისე ვუფრთხლდებით, რამოდენიმე კადრი ხელის კანკალით გადავიღეთ, ჯერ არ ვიცით რა გამოვიდა, სამაგიეროდ ციფრული სამყაროს დადებითი მხარე ისაა რომ შედეგს მაშინვე ხედავ, ჰოდა აი შედეგიც, ფირისას კი ოდესმე თუ მოებმევა თავი აუცულებლად გავაზიარებ :)

ვფიქრობ, თემოსგან კარგი ფოტოგრაფი გამოდის :)

DSC_0888

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Photo-shooting at Naxvamdis

ჩვეულებრივი, სულ უბრალო, ყოველკვირეული ორშაბათი დღე იყო, თემომ სამსახურის შემდეგ გამომიარა და კაფე-სტუდია ნახვამდისში წავედით.

გადატენილი, ერეკლე მეორეს ქუჩიდან სრულიად ცარიელ ნახვამდისში მოვხვდით, რაღა დაგიმალოთ და ასეთი ნახვამდისი უფრო მომწონს, ბევრი ხმაური რომ არაა, სიგარეტის მძიმე კვამლის გარეშე. სამზარეულო ორშაბათობით არ მუშაობს ამიტომ თითო ლატეს დავჯერდით და უსაქმურობით ფეისბუქის ლურჯი გვერდი გავხსენით.

ამ დროებაში ვიყავით, როდესაც საშამ გადაღება შემოგვთავაზა, თვალები წამიერად ამენთო და მზად ვიყავი ამ ავანწიურაზე წავსულიყავი :) კამერის წინ სირბილის შემდეგ, მსხვერპლის როლიც მოვირგე, თემომ ბოროტის :D საბოლოოდ ძალიან ვიხალისეთ და გადასარევი განწყობით გამოვედით

ესეც რაც გამოვიდა :)

379355_482171161844310_672181038_n

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Rihanna for River Island -London Fashion Week

ლონდონის მოდის კვირეულზე რიანამ როვერ აილენდისათვის კოლექცია შექმნა.

ჩვენება რივერ აილენდის ფეიქბუქის გვერდზე იყო ლაივსტრიმით, ფოტოები “სქრინშოთითაა” და ხარისხით ვერ ვიტრაბახებ  :))

რომ ვთქვა, გასაოცარი კოსტიუმები შექმნა მეთქი, ძალიან მოგატყუებთ, კოლექცია, ყოველდღიურ ჩაცმულობაზეა აგებული, მთლიანად რიანას ხასიათით, სამაგიეროდ, ჩვენება მომეწონა ძალიან, საინტერესოდ იყო შოუ აგებული.

მართალია ველოსიპედი არ გამოუგონებია, მაგრამ რიანას კოლექციით ბევრმა მისმა ფანმა გაიხარა, მით უმეტეს შეძენას სულ ადვილად რივერ აილენდის მაღაზიებში შეძლებენ.

სამწუხაროდ, რიანას ქართველ ფანებს ვერაფრით დავამშვიდებ, სავარაუდოდ კოლექცია თბილისში არ მოხვდება, თუ ასე იქნება – ამას ჩემგან გაიგებთ :)

 

Screen Shot 2013-02-17 at 1.49.49 AM

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Will You Be My Valentine?!

დამთავრდა ვალენტინობა, ჩაიარეს წითელ ბუშტიანმა და თაიგულიანმა წყვილებმა, აუხსნეს ერთმანეთს სიყვარული! განსაკუთრებულად!

ცინიკური არ გეგონოთ, პირიქით ძალიან დადებითად ვარ ამ დღის მიმართ განწყობილი, მეც განსაკუთრებული დღე მქონდა წითელი YSL ტუჩსაცხით – როგორიც მე მინდოდა და რომანტიკულგანათებიანი რესტორნით…

საქმე ამაში არაა, როგორი დღე იყო, არსი იმაშია, ვისთან ერთად იყო! იყო ადამიანთან ერთად, რომელიც ორი წლის წინ და ცოტა უფრო მეტი, საჭირო დროს, საჭირო ადგილას გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მას მერე არა მარტო 14 თებერვალს არის ჩემი ვალენტინი, მუდმივი თანამგზავრი გახდა. იცის რა მინდა, მაშინ როდესაც თვითონ არ ვიცი ამის შესახებ, იცის რა მინდა მაშინ როდესაც არ ვამბობ, უსმენს ჩემს ნათქვამს და იცის რაც მინდა :)

თუ ჯერ არ გყავთ ვალენტინი, არ დაიდარდოთ – ის აუცილებლად მოვა მაშინ, როდესაც ყველაზე საჭირო იქნება, თუ არ დარდობთ და არც დაიდარდოთ არასდროს… გისურვებთ ყველას თქვენს ნამდვილ ვალენტინს.

თემო – Happy Valentines DAY!

20130215-025546.jpg

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone