Perfect Weekend at Oasis Festival

დაიწყო სამუშო დღეები და მე ისევ ბედნიერი ღიმილი შემომრჩა. ძალიან ლამაზი შაბათ-კვირა მქონდა და არ მეზარება ეს ისტორიები კიდევ ბევრჯერ მოვყვე.

ძალიან დიდი ხნის მზადების შემდეგ, რომელიც მარტო ჩაცმულობას ეხებოდა, თან აზრი რამოდენიმეჯერ შემეცვალა, ერთი დიდი “ხურჯინი” გავავსე და ყველა საჭირო ნივთი თან წავიღე “რა იცი რა ხდება?!”-ს მომიზეზებით, საწვიმარი და ბოტებიც არ დამვიწყებია, წვიმაც კი ვინატრე, რომ ყველაფერი გამომეყენებინა.

20130625-153712.jpg

20130625-231530.jpg

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Oasis Festival – PrePost

ქალაქში დღითი-დღე ცხება და სუნთქვა გაუსაძლისი ხდება, საუკეთესო პერიოდია თავის დასაღწევად თუნდაც შაბათ-კვირას, სწორედ ასეთი მიზეზი გვიახლოვდება ერთ კვირაში, 22-23 ივნისს, მცხეთაში – ფესტივალი “OASIS”.

“ფესტივალი OASIS ჩატარდება თეატრონის პარკში, მცხეთის შუაგულში, 22-23 ივნისს. ორივე დღე დატვირთული იქნება ქართული და ევროპული ჯგუფების გამოსვლით, მაგრამ ეს იქნება მეტი ვიდრე მხოლოდ მუსიკა. აქ იქნება: კრეატიული ვორკშოპები, სპორტული ივენთები ბავშვებსა და უფროსებისთვის, კემპინგი, კვებითი ობიექტების სიმრავლე და უსაფრთხო პარკინგის ადგილები.”

ასეთი დაპირებებია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე, რასაც მივესალმები და დიდი იმედი მაქვს მშვიდობით (რაც მთავარია) და სასიამოვნოდ ჩაივლის. ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია ბევრი საინტერესო რამის ნახვა როგორიცაა, წესები, რომ იქ პრობლემები არ შეიქმნათ, გზამკვლევი და ა.შ. იმედია გადახედავთ და ორგანიზატორებიც თავის მხრივ სტუმრებზე იზრუნებენ, რომ არანაირი იმედგაცრუება და უწესრიგობა მათი მხრიდანაც არ მოხდეს. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Extreme Photo-session

როგორ დაიძვრინო თავი სიტუაციიდან თუ ფოტოგრაფი არ გყავს?!

ყველაფერი საათივით იყო აწყობილი:

10:00 River Island-აქსესუარებისთვის

10:30 ნუკისთან(მოდელი – Image Centre)

11:00 სალონი Arte – თმა და მანიკური

12:45 ქრისტი (ვიზაჟი)

13:00 გადაღება.

ასეც დაიწყო, რომ არა ფოტოგრაფის მოუცლელობა და მის გარეშე სალონში დარჩენილი დაბნეული გოგოები. მაგრამ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ეს ფოტოსესია უნდა! შემდგარიყო, მისი მოლოდინი უამრავ ადამიანს ჰქონდა და ბევრი ადამიანიც ჩართული იყო, ამიტომ არ უნდა ჩაშლილიყო.

ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს თავში პირველი ამოტივტივდება – ინა! ფოტოგრაფი, ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი. დარეკვისას უარის მიღებას არც ვგეგმავდი და არც მიმიღია. ფოტოგრაფი – გვყავს, ეხლა ლოკაციები?!

სანამ საჭირო ნივთები შევაგროვეთ – გიორგი ქებურიას ტანსაცმლის კოლექცია და Marusinka-ს ფეხსაცმელები, გადავწყვიტეთ, მშიერ კუჭზე არ მოგვემოქმედებინა არაფერი, თან დროც გვქონდა, სანამ ინა კინოსტუდიიდან წამოვიდოდა, ამიტომ კაფე “Naxvamdis”-ში გადავწყვიტეთ წასვლა, სადაც საშამ უპირობოდ დაგვრთო ნება დავბანაკებულიყავით, ტანსაცმელი იქ გამოეცვალა ნუკას, აქსესუარებიც გადაგვენაწილებინა, მაკიაჟი იქ გაგვეკეთებინა და თუ საჭირო იქნებოდა ფოტოებიც მასთან სტუდიაში გადაგვეღო, ისე რომ ჩემი შრეკის თვალებიც კი არ დამჭირვებია სათხოვნელად. მოღრუბლული ამინდის მიუხედავად, რომელიც წვიმას ქადადებდა, გარე გადაღება ზედმეტად მიმზიდველი იყო და დავიძარით.

პირველი გადაღების წერტილი, არტ სტუდია “Leselidze 49″ იყო, რომელიც შემთხვევით ვნახეთ და მისი ოკუპირებაც მოვახდინეთ. მეორე ლოკაცია, ინტერიერით განთქმული და ბევრისთვის ნაცნობი კაფე Linville იყო სადაც გადაღება დავასრულეთ.

რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ “Naxvamdis”-ში ვისხედით, მართალია საოცრად დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები და თავს გადამხდარ დღეს უკვე ღიმილით ვიხსენებდით.

ეს გადაღება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჩემთვის, რამოდენიმე კვირა ვემზადებოდი და მოუთმენლად ველოდი, თან უამრავი ადამიანი ელოდება შედეგს, რომელსაც უკვე Pink.ge-ზე ვიხილავთ. ამისთვის კი ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მთელი გულით რომ ერთმანეთს გვერდში დავუდექით: ნუკა, ბაია, ქრისტი, ინა, ყველაზე დიდი მადლობა თემოს, რომელმაც გამნათებლის ფუნქციაც კი იტვირთა და ყოველთვის ჩემს გვერდითაა ^^. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Tbilisi Open Air 2013

მოლოდინი და იმედგაცრუება

20130607-032220.jpg

როგორი მოლოდინი, ორი თვით ადრე ნაყიდი ბილეთები, შექმნილი განწყობა და… იმედგაცრუება.

ესეც ასე, ჩაიარა Tbilisi Open Air-მა და ჩემს გარშემო უამრავი უკმაყოფილო ადამიანია, სხვებს რას ვუყურებ? ჩემზე მოგიყვებით.

იმის მიუხედავად, რომ ძალიან დადებითად განწყობილი ვარ ამ ღონისძიების მიმართ, ყოველ წელს მოუთმენლად ველი ხოლმე და სულ მიხარია რომ ვითარდებიან, ამჯერად სრულიად დამწყვიტა გული, ჯერ, 5 საათის ნაცვლად ბევრად გვიან დაიწყო, კარგი ამას აპატიებ, იმიტომ რომ “გასასამართლებლად” საქართველოა! – იტყვი, მაგრამ 2 საათი უკვე მეტის მეტია. მერე, შესასვლელშივე გაუმართავი მოწყობილობები, რომელიც ბილეთს ვერ კითხულობდნენ და მარტო მე არ ვიყავი მათ სიაში, ვინც სალაროებისკენ გამოგვისტუმრეს, სადაც წესით უნდა გაერკვიათ ყველაფერი, და ამ ყველაფერს ერთ საათამდე მოუნდნენ, დაუტრენინგებელი თანამშრომლები, რომლებიც გაგებაში არ იყვნენ: სექტორების, ადგილების, საერთოდ სად იყვნენ და რა ხდებოდა ეგ თუ იცოდნენ კარგია :) ნუ სხვა ინფორმირებულობას რომ თავი დავანებოთ, ამიტომ ჩვენ გვიწევდა ყველაფრის გარკვევა. აგრესიული დაცვა, (თუმცა გაოცებული დავრჩი ერთ-ერთის კეთილგანწყობით, ამის აღნიშვნა აუცილებელი იყო, რადგან ძალიან გამიკვირდა). Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

From Photography To Music

მთელი კვირა კულტურული აქტივობებით დატვირთული იყო და ყველაფრის მოსაყოლად ბლოგამდე მოვედი.

logo

27 მაისს თბილისის ფოტო ფესტივალი დაიწყო, რომელიც უკვე მესამედ ტარდება და ყოველ წელს მოუთმენლად ველი. ამჯერად ფესტივალი ბევრად უფრო დატვირთული იყო გამოფენებით თუ სხვადასხვა შეხვედრებით ფოტოგრაფებთან – როგორიცაა მაგნუმ ფოტოს წარმომადგენელი თომას დვორჟაკი, რობ ჰონსტრასთან (ფოტოგრაფი) ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო Sochi Project-ზე, ისაუბრა არა მარტო პროექტის გადაღების პროცესზე, არამედ შეეხო პროექტის კომერციულ მხარს, რაც წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის, ვინც ფოტგრაფიით – როგორც პროფესიით არის დაინტერესებული. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone