Inspiring Life

არც კი ვიცი, პოსტი როგორ დავიწყო, იმდენად შთაგონებული და…

ყველა ვცდილობთ კვალი დავტოვოთ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ყველასვე როდი გამოსდის … აჰჰ…

საქმე არც კვალის დატოვებაშია, დარჩე ისეთად როგორიც ხარ და თან იყო იმდენად კარგი, რომ სხვანაირად ყოფნა არც გჭირდებოდეს ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიცაა.

13 წლს ასაკში, ტალია კასტელანომ ძალიან ბევრი ადამიანი შთააგონა, იგი 7 წლიდან სიმსივნეს ებრძოდა მაგრამ იმედს არ კარგავდა, უფრო სწორად, სხვებს არ აკარგვინებდა.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

All About Weekend

“სხვა ვიქენდი” მოდის და მე ისევ წინა კვირაში ვარ ჩარჩენილი. საქმე იმაშია, რომ ბოლო პერიოდი ეს დღეები დღესასწაულად მექცა, ზაფხულში გული და სული სულ დასვენება-გართობას მოითხოვს და ძალიან ბევრი რამის/ვინმეს წყალობით გამომდის კიდეც.

შაბათ დღეს გეზი ანანურისკენ ავიღეთ, კარვები, საძილე ტომრები და “მთელი ამბები” მანქანაში ჩავტენეთ და უკანმოუხედავად გავქროლდით. კარავი და ლაშქრობა ჩემი სტიქიაა, ამიტომ მიუხედავად მყარი ნიადაგის, ქვების, სიცივის/სიცხის, წვიმის და სხვა სტიქიური მოვლენების, ნებისმიერი შესაძლებლობისას უსიტყვოდ ვიტან, ეს წამოწყებაც გამონაკლისი არ იყო.

ყველაზე სასიამოვნო, ამ მოგზაურობისას, გასაბერი წყლის ლეიბა, რომელიც იმდენად კარგი იყო, სანამ ტყავი არ დავტოვე არ ავდექი, განსაკუთრებულად პირველი დღე, მოლივლივე გოგოები კოქტეილით ხელში რომ ვნებივრობდით.

ღამით წვიმა წამოვიდა, ამიტომ კარვიდან ცხვირს ვერ ვყოფდით, მეორე დილით კი  მზის პირველ სხივებს ხელიდან არ ვუშვებდით, რომ ცოტა მაინც შევფერილიყავით და შედეგად გუშინ შუბლიდან კანი ავიძრე.

DSC_0352 Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Yummy Fresh Sunday

ამ გაუსაძლისი სიცხის გადამკიდე, ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით თავის დასაძვრენს ვეძებ, რომ რამენაირად კვირის ბოლოს დავისვენო. აქაც გაჩნდა სინათლის წერტილი – Fresh Sundays. ამ ივენთის შესახებ მსმენოდა, მაგრამ მასზე წასვლა Tic-Tac-ის პრომო აქციამ გადამაწყვეტინა, სადაც გოგონები Fresh Sunday-ს ფლაერებთან ერთად კანფეტებსაც არიგებდნენ, Tic-Tac-ის მენთოლიანი კანფეტები სულ ჩანთით დამაქვს, მაგრამ ახალ არომატიც რომ ქონიათ – Cherry Passion, ეხლახანს გავიგე. ცოტა ეგზოტიკური და ზაფხულისთვის შესაფერისი გემო აქვს – ძალიან გემრიელია. თქვენ თუ იცოდით მის შესახებ?

1044698_516343845105165_420901015_n

DSC_0351

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone