ჩემი პოსტი

ჩემს წინ გოგოები ცეკვავენ, ზუსტად ერთნაირად, მეგობრები არიან და ასეც უნდა იყოს. გვერდით კი “ტიპს” სულ სხვა რიტმი აქვს დაჭერილი, ცხოვრების რიტმი, ის ეხლა სულ სხვა სამყაროშია, მუსიკაც ნაკლებად ესმის ალბათ . ეს მოცეკვავე ადამიანები ნეტა რაზე ფიქრობენ? ან თუ ფიქრობენ?

სითხე ჭიქის ძირისკენ სულ უფრო მწარდება და აი მე ვფიქრობ, რომ სულ იმას ვფიქრობდი პოსტს წერისას რა უფრო საინტერესო იქნება ადამიანებისთვის, იმაზე კი არ მიფიქრია, რომ სულ უფრო და უფრო ვზოგადდებოდი და ჩემს თავს აღარ ვგავდი მათში, ფოტოები უფრო საინტერესო და დაუზარებელია პისტის სანახავად?! ფოტოებს ვტვირთავდი…

ეს ბლოგი ჩემია და წესით, რაც მე მინდა ის უნდა ვწერო არა? და წესით, ის კითხულობს ვინც მასში მე მხედავს. ეგეც ხომ მართალია?! ამდენი ხანი არ მიწერია და სულ ამაზე ვფიქრობდი, ერთი მოკლე, სულელური შთაგონებაც კი არ მოდიოდა, და ეხლა რამდენი დამატყდა თავს?!

არა “ფეშენი”, არა – ფოტოგრაფია, უბრალოდ ჩემი ჩუმი ფიქრები… ყანწი მომაწოდეთ უნდა დავლიო. მგონი, ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედი და ამას ეხლა მივხვდი, მანამდე ვებრძოდი, ვერ ვიღებდი, სულ სხვანაირად ვფიქრობ და განვიცდი….არა, მოდაზე და ფოტოგრაფიაზე ფიქრს და სიყვარულს არ ვწყვეტ, უბრალოდ რაღაცას ვერ ვხვდები… ფეხზე გადამიარა ვიღაცამ, ალბათ ესეც პოსტის დასასრულია! ჩემი უფოტოო პოსტის ბოლო!

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone