Wrap it up!

საჩუქრის შეფუთვა, ამავე საჩუქრის ყიდვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და ხანდახან საკმაოდ დიდ დროს, თანხას და კრეატიულობას მოითხოვს. ოჯახში,  საახალწლოდ, მფუთავი ელფის როლს ტრადიციულად მე ვასრულებ ხოლმე, ამიტომ ძალიან სერიოზულად ვუდგები ამ საკითხს.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

საახალწლო სენტიმენტები

IMG_9692.JPG

ახალი წლის დადგომასთან ერთად ჩემში აღფრთოვანებით და მოუთმენლობით აღსავსე ბავშვი იღვიძებს, არა, ცხოვრებისადმი ტკბობა არასოდეს გამნელებია, მაგრამ ეს პერიოდი განსაკუთრებულია, როდესაც წარსულის სენტიმენტები და მომავლის იმედები ერთმანეთს ხვდება და რაღაც განსხვავებულ განწყობაზე გაყენებს. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Reincarnation in Chanel

“შეიძლება ის იყოს ვინც დამანახებს მსოფლიოს?” – სვამს კითხვას ფარელ უილიამსი კარლ ლაგერფილდის ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში “რეინკარნაცია”. ფილმის პრემიერა 2 დეკემბერს შალსბურგში გაიმართა მასთან ერთად წარმოდგენილი იყო ჩვენება “Chanel Paris-Salzburg 2014/15 Métiers d’art collection.” წვეულება სასტუმრო Schloss Leopoldskron სალცბურგში გაიმართა.  2002 წლიდან შოუს შანელის ხელოვნების თანამოაზრეების აღსანიშნავად მართავენ.
Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Make Up as an Art

ლამაზი მაკიაჟის მოყვარულთათვის უცხო არაა, თუ რამხელა დროს და ენერგიას მოითხოვს უნაკლოდ წასმული ლაინერი თვალზე, თუ კონტური ბაფთა ტუჩებისთვის, მაგრამ ამაზე დიდ შრომას დებენ ის ადამიანები ვინც ამ საქმიანობას პროფესიულად უდგებიან: მოარგო მაკიაჟი უცხო სახეს, შეარჩიო ფერები, გამოიყენო მაქსიმალური კრეატიულობა და მიიღო შედეგი, რომელიც არც თუ ისე ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ფოტოგრაფია და კინემატოგრაფია, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთის მხრივ, სამუდამოდ აღვბეჭდოთ  შემოქმედება და მეორეს მხრივ უფრო საინტერესო გამოსახულება მივიღოთ.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ქრისტინე კეთილაძე (kristi Make Up Artist), ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ სფეროდან და წარმატებით მუშაობს როგორც თეატრალურ გრიმზე, კინოხელოვნებაში და ფოტოგრაფიაში. მეც მხვდა წილად ფოტოგადაღებაში მიმეღო მონაწილეობა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. გადაღება რამოდენიმე დღე გაგრძელდა Leko Studio-ში და სახეზეა მისი შედეგიც, რომელსაც სიამოვნებით გიზიარებთ.

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone