One Colorful Evening

One Colorful Evening

ყოველი ურთიერთობა, დროთა განმავლობაში მოითხოვს update-ს, ეს გასაკვირი არაა და იმას არ გულისხმობს, რომ ადამიანებს შორის რაიმე პრობლემაა… უბრალოდ, ინგლისურში კაგი სიტყვაა-refresh-ს საჭიროებს(შესატყვის ქართულს ვერ ვუძებნი.)

რით შეიძლება გაიხალისო და გაიმრავალფეროვნო ურთიერთობა?! სულ მარტივია, არ არის ყოველი დღე რესტორნით თუ განსაკუთრებული საჩუქრებით დაიტვირთოს, მთავარია გინდოდეს ამრავალფეროვნო და ყველაფერი კარგად იქნება.

ე.ი. გვესაჭიროება:

-ერთი ადამიანი, რომელიც ყველა შენს ხუშტურს იტანს :D ჩემს შემთხვევაში თემო :)

-სურვილი და განწყობა.

-ცოტაოდენი სასუსნაო. ჩვენს შემთხვევაში Goodwill-იდან გამოტანილი სალათები, წვენი, ნამცხვარი და მთავარი! სანთლები!! :D ალკოჰოლიც შეიძლება, თუ საჭესთან არ სხედხართ.

-ადგილი, არ არის აუცილებელი გადაკარგული და ადამიანის მიერ ფეხდაუდგამი :D ჩვენს შემთხვევაში, ნუცუბიძის პლატოს ახალ გზასთან, საიდანაც თბილისის ხედი იშლება.

-ძირს დასადები პლედი ან რაიმე…ჩვენს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ სპონტანურად წავედით, ტომარა გამოგვადგა, რომელიც მანქანაში ეგდო.

-მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში fefe.ge-ს დომენის დარეგისტრირება, მაგრამ ეს პუნქტი აუცილებელი არაა, შეგიძლიათ უმიზეზოდ დაიწყოთ, შემდეგ კი მოიფიქროთ და დაარქვათ სახელი.

-კარგი იქნება თუ ფოტოკამერაც გექნებათ. ჩვენ აღჭურვილნი ვიყავით: ფოტოკამერით, სამფეხითა და პულტით. ფოტოსესიაც მოვიწყვეთ, რაც დროის სასიამოვნოდ გატარებაში უფრო დაგვეხმარა.

ძალიან კარგი საღამო გამოვიდა…

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

One Reply to “One Colorful Evening”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *