Soap Bubbles Day

15 ივლისს,კუს ტბაზე დიდი ხნის დაგეგმილი საპნის ბუშტების დღე გაიმართა, სულ რაღაც ერთი საათი მქონდა იმისათვის, რომ იქაურობის შეთვალიერება მომესწრო, რადგან 7ზე PR. სკოლაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ არც თუ ისე უკმაყოფილო ვარ.

თავიდან ძაალიან ცოტა, სულ რაღაც 3იოდე ადამიანი იყო მოსული თავისივე აღჭურვილობით, ფოტოგრაფები, თუ ფოტოაპარატიანნი აშკარად ჭარბობდა, შემდეგ შემოემატა ხალხი, თუმცა ქართული წესისამებრ, ძირთადად მაყურებლები იყვნენ…არც მე მქონია თან არაფერი :( ( ისევ PR. სკოლით და დროის უკმარისობით ვიმართლებ თავს) ყველაფერი საკმაოდ მშვიდად, მაგრამ კარგი განწყობით მიმდინარეობდა.ძააალიან ლამაზი სანახაობაა, სულაც არაა საჭირო გრანდიოზული “ივენთი” მოაწყო რომ ისიამოვნო, ერთი ჯოხი, თოკი და  საპნიანი წყალი, სულ ესაა…

“street style” არ გამომპარვია და საკმაოდ გემოვნებიანი ხალხიც გამოვიჭირე ობიექტივში, რომლებსაც ტბის, დასვენების და გართობის შესაფერისად ეცვა, თუმცა ბევრი კადრს მიღმაც დარჩა. იყო რამოდენიმე ქუსლოჩკებზე მოპაკუნე გოგოშკაც :D მე ტანკეტკაზე ამხედრებული გახლდით(მაგრამ ისევ PR.სკოლას ვიმიზეზებ :D)

იქიდან დადებითად დამუხტული წამოვედი, ფოტოები გადავიღე და ლამაზი სანახაობაც ვნახე, მინდა, რომ ბევრი პოზიტიური დღე ეწყობოდეს ჩვენს გარშემო.

საუკეთესო სურვილებით Fefe და მე :)

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

8 thoughts on “Soap Bubbles Day

  1. რაღა დაგიმალოთ და, რო მცოდნოდა ამხელა ბუშტებს გაბერავდით, სიამოვნებით ამოვიდოდი :S

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *