3 Events at 8 PM

3 Events at 8 PM

პარასკევი დღე ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც მეორე დღეს იცი რომ დილით ადგომა არ გემუქრება…

როგორც კი 6:30 შესრულდა მხარზე ჩანთაგადაკიდებული კართან ვიყავი, შემდეგ ტაქსში  მოვთავსდი და გზა ახალი ნათებისკენ ავიღე.

კარგია როდესაც სტუმრად მიდიხარ,  მაგრამ უფრო საინტერესოა როდესაც იქაურ შიდა სამზარეულოს ხედავ. ახალი ნათების ცენტრალურ საგამოფენო პავილიონში  ბარათის მფლობელების დასაჩუქრება მოხდა. ალბათ ყველასთვის ცნობილია თათა მორჩილაძე, თუ ჩემგან არა –  ახალი ნათების საზოგადოებასთან ურთიერთოის მენეჯერი რომაა ის მაინც გეცოდინებათ ან ერთხელ მაინც გექნებათ მოკრული თვალი მისი ბლოგისათვის taa.ge. –  სწორედ მისი მიპატიჟებით მოვხვდი წვეულებაზე, სადაც ძალიან კარგად დავინახე ამ ადამიანების სიყვარული სამსახურისადმი და ერთგულება მომხმარებლისადმი, როგორ ფიქრობენ და ზრუნავენ მათზე როგორი სითბოთი მოხსენიებენ წარმოთქმულ სადღეგრძელოში რომელიც, სულაც სტუმრების დაშლის შემდეგ წარმოითქვა.

ახალი ნათებიდან ძალიან დადებითად დატვირთული, Marks & Spenser-ის გახსნაზე ამოვყავი თავი, სიმართლე გითხრათ დიდად ამ ბრენდს არ ვწყალობ, ალბათ მე არ ვარ ის ვისთვისაც ამ ბრენდის დიზაინერები სამოსს ამზადებენ- ანუ მათი მომხმარებლის ტიპჟი არ ვარ, მაგრამ გახსნა და დეკორაციები ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი იყო, თუმცა ეს ღონისძიებაც 8 საათზე იყო დანიშნული და მე და თათა დაგვიანებით მივედით, მაგრამ ნამდვილად ეტყობოდა “პომპეზურობა”, სადაც ფოტოების გადაღებით ძალიან გავერთეთ…

ამ ორი ღონისძიების შემდეგ, ჯერ კიდევ მქონდა ნატას გამოფენაზე მოხვედრის შესაძლებლობა,ერთი საათზე მეტი დროის დაგვიანების შემდეგ, თურმე ჩემთვის ხელსაყრელ დროს, როდესაც ფოტოების ნახვა თავისუფლად შემეძლო, ნატას მივუსწარი -კაფე-გალერეა-სტუდია –Naxvamdis-ში, მისი ობიექტივის წინ მეც მქონია ბედნიერება  მოვმხვდარიყავი და დარწმუნებული იმაში, რომ მას ნამდვილად შეუძლია დაინახოს ადამიანის ხასიათი იმედგაცრუებული არ დავრჩი, გამოფენას Naxvamdis-ის პიტნის ჩაი მივაყოლე და ღამის თბილისში ცოტა ხეტიალის შემდეგ უზომოდ კმაყოფილი ვიყავი, ამრიგად 8 საათზე დაგეგმილ სამ ღონისძიებაზე მოვასწარი ყოფნა.

ამ დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როგორ მყვარებია ადამიანებთან ურთიერთობა და მით უმეტეს დავრწმუნდი – ძალიან კარგი ადამიანები მახვევია გარს, რომ მცირე ხნის ურთიერთობის შემდეგ ასეთ საოცარ განწყობაზე მაყენებენ.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

4 Replies to “3 Events at 8 PM”

  1. ძალიან დიდი მადლობა, მართალი ხარ – ჩვენთვის უმთავრესი ყოველთვის კლიენტის კმაყოფილებაა :)

    და ზუსტად ვიცი რომ ეს ადამიანები არ ელოდნენ ამ საჩუქრებს და ორმაგად უფრო კმაყოფილნი წავიდნენ

    1. ეგ ყველაფერი ნამდვილად დავინახე თქვენთან, მართალია ჯერ არაფერი შემიძენია ახალ ნათებაში (საჭიროება არ იყო სანათების) მაგრამ მომავალში რომ დამჭირდება, თქვენი პოტენციური მომხმარებელი ვარ, იმიტომ რომ ვიცი ჩემზე ნამდვილად იზრუნებენ :)

  2. ირა, როგორ მიყვარს შენი ბლოგის თვალიერება და კითხვა <3
    ძალიან გამიხარდა რომ მოახერხე პარასკევს მოსვლა <3
    მადლობა თბილი სიტყვებისთვის <3 მიხარია ყოველთვის შენი ნახვა :**

    1. ნაწიკ, როცა შემიძლია ყოოველთვის სიამოვნებით გნახულობ და ვიცი “ჩუვსტვა ვზაიმნია” <3:*

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *