NO Photo – No Critic

NO Photo – No Critic

საქართველოში კრიტიკა არ გვიყვარს, როგორც კი ვინმეს კრიტიკა გვესმის მაშინვე ვბლოკავთ, ვადანაშაულებთ და ტყუილს ვაბრალით. ამიტომაცაა ჟურნალები, გაზეთები და ტელევიზიები, მხოლოდ იავარდით მოფენილ ტექსტებს რომ არაკრაკებენ. ისე დავიწყე, როგორც ბევრი პოლიტიკური ოპოზიცია იწყებს ხოლმე, მაგრამ მე სრულიად აპოლიტიკური გახლავართ, არ მაინტერესებს მაგ მხრივ რა ხდება, მე ამ შემთხვევაში ისევ მოდის კვირეულს ვუბრუნდები და მის უკუკავშირებს :D

არ მესმის გოდფრიმ ამდენი რისთვის ილაპარაკა, რომ ყოველი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი თუ ბლოგერი დასაფასებელია, რომ კრიტიკა, პირიქით ხელს უწყობს დახვეწას და ა.შ. მაგრამ ამას ვერავინ შევიგნებთ, სანამ ბაქიობას არ მოვეშვებით.

რაც მანამდე მიწერია და ეხლა ვწერ გულახდილად არის დაწერილი და აბსოლუტური სიმართლეა, ყოველთვის ვცდილობ ჯერ კარგი დავინახო და შემდეგ თუ ცუდი აჭარბებს მასზე შემდგომ ვისაუბრო, მაგრამ რა ვუყოთ თუ უკვე საქმე გასაოცარ ფაქტებამდე მიდის?!

თუ გულახდილობაზე მიდგა საქმე, იმასაც მოგიყვებით როგორ მოვხვდი მოდის კვირეულზე და რა ხდებოდა მის ფარგლებში.

მთელი კვირეულის განმავლობაში ერთადერთი მოსაწვევით – მე-3-ე რიგში, მე-5-ე ადგილის მქონდა :D  მოდის კვირეულზე რამოდენიმე დღე საშვით დავდიოდი, რომელიც მე არ მეკუთვნოდა, რადგან აკრედიტაცია ვერ გავიარე. ჰოი საოცრებავ, გასაკვირია?! სულაც არა :) რამოდენიმე აკრძალვის შემდეგ რომ ჩვენების ფოტოკამერით გადაღება არ შეიძლებოდა, მაინც შევძელი რამოდენიმე დიზაინერის ჩვენების დაფიქსირება და მეტიც, ბექსთეიჯის გადაღებაც. ვისთვის ეს თავხედობაა, ვისთვის ფოტოგრაფის “გამოძახილი” და ვისთვისაც ბლოგერის ცნობისმოყვარეობა, რომ ყველას აჩვენოს თუ რა ხება. ერთმა შესანიშნავმა ადამიანმა მითხრა: “თუ “ავანტიურაზე” მიდიხარ საყვედურიც უნდა აიტანოო” და ამის შემდეგ ორი დღე ზუსტად მაგას ვიღებდი, მაგრამ დამიჯერეთ ბოროტი ზრახვები არასოდეს მქონია, უბრალოდ მაკვირვებს ისე აწყობილი მდგომარეობა როგორც ჩვენ გვაქვს.

როგორც პოსტში “Georgian Fashion Week, Opening S/S 2012”  მოგახსენეთ მოდის კვირეულს ექსკლუზიურად სტუდია იღებდა და ამ სტუდიის ფოტოგრაფებიდან, (თუ სად არის ის ფოტოები არ ვიცი, მაგას ვერ მოგახსენებთ,)  ყველას ნამდვილად ვერ დავწამებ ცილს, რადგან არიან ძალიან კარგი ფოტოგრაფებიც, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სამფეხაზე კამერას ვერ ამაგრებდნენ, ეს გაფორმება არაა, ჩემი თვალით ვნახე. რა თქმა უნდა ექსკლუზიურ ფოტოგრაფების გარდა, სხვებს ჩვენებების  გადაღება არ შეეძლოთ, არც ჟურნალისტებს, არც დიზაინერების მეგობრებს, ა-რა-ვის!!!  ჩემზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია :D

ნუთუ როდესაც მოდის კვირეულები ეწყობ,ა საყოველთაო არაა და ყველა არ უნდა დატკბეს მისი არსებობით?! თუ შესაჩქმალია და მერე ერთმა სტუდიამ უნდა გადაწყვიტოს ამ ფოტოებს გამოაქვეყნებს თუ არა. ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა შეულამაზებელი პოსტი, რაგან ვიცი სრულ სიმართლეს ვამბობ, თუნდაც მოდის კვირეულის persona non grata გავხდე. მე ჩვენებები და “ბექსთეიჯი” გადავიღე და აღმოჩნდა, რომ მტერი ვყოფილვარ არადა, უბრალოდ ჩვენება და გაზიარება მინდოდა, რადგან ასეთი მოვლენნები ყველას აინტერესებს :D

ცნობისმოყვარეობა მკლავს, როგორ უნდა დაწერო ჩვენებაზე, თუ ფოტოები არ გაგაჩნია?! ან რა ლოგიკა აქვს ფოტოგრაფების დაბლოკვას? ან რისთვის არის მოდის კვირეული, თუ ბევრი ადამიანი არ იხილავს ფოტოებს ამის შესახებ და თუ სამეგობრო წრისთვის ტარდება, მაშინ ასეც დაარქვან “მეგობრული მოდის კვირეული” და არავის ექნება სურვილი და პრეტენზია შიგნით შესვლის და გაშუქების.

სამწუხაროდ ყველაფერი სხვის დასანახადაა და უცხოელებს თავს ვაჩვენებთ, როგორი კარგები და სტუმართმოყვარენი ვართ, ჩვენს საკუთარ ხალხს კი სისხლს ვუშრობთ :)

ეს რაც შეეხება ფოტოგრაფიას და მოდის კვირეულის გაშუქებას… საწყენია, მაგრამ რეალობაა… დანარჩენს აღარ ჩამოვყვები,  მეტად მოსაწყენი და დიდი პოსტი გამომივა.

საუკეთესო სურვილებით, xoxo Fefe…

[flickrset id=”72157627925889226″ thumbnail=”medium” photos=”” overlay=”true” size=”medium”]

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

4 Replies to “NO Photo – No Critic”

    1. არ ვიცი, როგორც სჩანს შეტყობინება არ მოვიდაო, რადგან, სამწუხაროდ გაგზავნისას არანაირი “ფიდბექი” არ მოგდის საიტიდან :(

  1. http://anosmagazine.wordpress.com/

    როგორც სჩანს კომენტარები წამეშალა, შენიც და ჩემიც :( მაპატიე, სპამებს ვებრძოდო, რომელთა რიცხვმა 21 000 მიაღწია :(( და ალბათ მიმეყოლა :((

  2. P.S. ისევ დავწერ, კითხვა მახსოვს :))
    ანუ იმის შესახებ მე ჩემს თავზე მქონდა თუ არა შენიშვნის პრეტენზია – არა :)) რადგან მივიღე და ღირსიც ვიყავი. მაგრამ სხვა ბლოგერებმა, რა დააშავეს რომ გადაღების უფლებ არ ჰქონდათ მეთქი :)
    და რჩევას რაც შეეხება, მქონდა საუბარი ერთ-ერთ მათგანთან და ვუთხარი კიდევაც რასაც ვფიქრობდი :))
    და მადლობ წარმატებების სურვილისათვის, იმედია არაფერი გამომრჩა :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *