Missing my Girl :)

Missing my Girl :)

როგორც იქნა, ჩემს მეტიჩარა გოგომდეც მოვაღწიე, ყოველ საღამოს პოსტებს ვიწყებდი და მათი დასასრული არ სჩანდა… მეგონა ყველაფერს კარგად მოვასწრებდი, მაგრამ ალბათ თქვენც გაგიგიათ გამოთქმა, კაცი ბჭობდაო…

რაც მუშაობა დავიწყე, ბოლო პოსტი 7 დეკემბერს შეინიშნბა და გული მიწუხს, მაგრამ ჩემმა სამსახურმა ისე შემითრია, ოგჯერ წამოსვლის დროც მავიწყდება. საოცარი გრძნობაა, როდესაც River Island-თან გავდივარ და ვიცი, ვიტრინა ჩემი აწყობილია და არა მარტო… იმედი მაქვს კიდევ ბევრ სიახლეს და საინტერესოს შევხვდები ჩემს სამსახურში.

დეკემბრის ბოლო პერიოდი დადგა, ამ დროს იწყება საახალწლო ფაცი-ფუცი, ეს დრო ჩემი ყველაზე საყვარელი პერიოდია, ახლის მოლოდინში და ძველის ანალიზში :)

ეს კი ჩემი დაგვიანებულად გაზიარებული ფეხსაცმლის და პიჯაკის ფოტოები, რომელიც დეკემბრის დასაწყისში შემოემატა ჩემს “ოჯახს” :)

ფოტოები გადაღებულია აბაშიძეზე, COFFEE.GE-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ძალიან გემრიელი კაპუჩინო აქვთ, ამიტომ, იქ მისულთ არ გამოგრჩეთ დაგემოვნება.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

2 Replies to “Missing my Girl :)”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *