Photosession Backstage

Photosession Backstage

რამოდენიმე დღის წინ, კერძოდ კი 5 მარტს, მზიან მაგრამ ქარიან ამინდში უუსასიამოვნოესი დრო გავატარე, იმის მიუხედავად, რომ თხელ, საგაზაფხულო  სამოსში, სიცივისგან ვკანკალებდი, მაგრამ ამ ტყუილად არ ჩაუვლია და შედეგები რომ ვნახე, შეიძლება ითქვას მოლოდინს გადააჭარბა, რასაც მალე თქვენივე თვალით ნახავთ :D

ამბავი კი ასე დაიწყო: ერთ საღამოს ნატამ, (ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია, ფოტოგრაფი და უუკარგესი ადამიანი, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, ნატა ერთ-ერთი პირველი იქნება ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, უბრალოდ ეგრეა :D) სურვილი გამოთქვა ჩემთვის ფოტოები გადაეღო, მე კი, რა თქმა უნდა უარს არც ერთ შემთხვევაში არ ვიტყოდი და სხვა პასუხი არც არსებობს – დავთანხმდი.

ამ ამბავს ისიც დაემთხვა, რომ ჩემს ჩაცმუობაზე არც მეტი და არც ნაკლები River Island-მა იზრუნა. მოკლედ “აუთფიტების” ხანგრძლივი შერჩევის შემდეგ უუუამრავი ჩანთით კაფე Flowers-ში წავედით, იგი მდებარეობს ავლაბარში, დ. მეგრელის ქუჩა #1 (ავლაბრის აღმართი), მტკვრის პირას, სადაც უულამაზესი ადგილებია. არკაში შესვლისთანავე, რაღაც სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. განტვირთვისთვის ნამდვილად გარგი ადგილია, მალე კი დაცხება და მდინარის პირას პატარა ოაზისი იქნება.

ფოტოებს მალე გიჩვენებთ, მანამდე კი  Outfits და თემოს გადაღებული Backstage.

ასევე ფოტომოყვარულებს შეგიძლიათ აქ და აქ გადახვიდეთ და ნატას ნამუშევრები დაათვალიეროთ, იმედია ისიამოვნებთ <3

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

3 Replies to “Photosession Backstage”

  1. აქ შემოსვლისას,მიჩნდება მხოლოდ ერთი სიტყვის დაწერის სურვილი..ეს სიტყვაა “მშურს” და მგონი ყველა პოსტზე,რაც კი მაქვს დაკომენტარებული,ყველგან ერევა ეგ სიტყვა:))
    რა კარგებია,განსაკუთრებით მე-5 და მე-6 მომეწონა ^^

    1. ჰაჰა…ნია, რა საყვარელი ხარ :D ჩემი საყვარელი აუთფიტებიც ზუსტად ეგაა :D:D:D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *