My 12PM.

My 12PM.

ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვები:დილით სამსახურში მისვლისას, ჩემი გამამხნევებელი წამალი კრემიანი კრუასანი და რძიანი ყავა გახდა..საღამოსკენ კი ჩემს ჩაცმა-გაპრანჭვას “თოლია”რომ დავუსვი PR.სკოლაში(PR. School) წავედი, საკმაოდ საინტერესო იყო იქ ყოფნა, პირველი მოლოდინიც გამართლდა, ასე რომ წამოსვლაც არ მინდოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი მეორე კურდღელიც მელოდა და 9საათზე ერთი საათით ადრე, წამოვედი, ისე, რომ PR.სკოლაში მისულს თქმაც კი არ დამჭირდა წამოსვლასა და მიზეზების შსახებ, რადგან ჩემდა დამოუკიდებლად ჩემს მეტიჩარა ბლოგს უკვე ყველაფერი სიტყვასიტყვით უთქვამს ჩემი განზრახვების შესახებ :) სამწუხაროდ საღამოსვე გავიგე დავალებისა და 16 კვადრატის შესახებ, უკიდეგანო Google-ს იმედი მქონდა, რომ რაიმეს მაინც მეტყოდა ამ უკანასკნელ მისტიურ 16 კვადრატზე, მაგრამ რატომღაც16 თაროანი კარადები მიჩვენა და უიმედოდ შევეშვი ძიებას ვიფიქრე იქნებ Facebook-ის და ჯგუფელების მეშვეობით გავიგო რა ხდება, რომ ორშაბათს პირდაფჩენილი არ ვიჯდე :)

PR. სკოლიდან წამოსული დაახლოებით 15 წუთში მივედი დანიშნულების ადგილას,თან გზად მე და თემომ ინაც გავიყოლეთ, რომელიც სულ რამოდენიმე წუთით იყო წამოსული სამსახურიდან.

საბედნიეროდ ავტსადგომი ისეთ კარგ ადგილას დაგვხვდა ცარიელი, რომ სულ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდა და აღმოვჩნდით შარდენზე, კაფე L’EXSPRESS-სთან, სადაც უამრავი ხალხი შეკრებილიყო,ნაცნობები, ნაცნობი სახეები, უცნობები, მაგრამ ჩვენ ყველას ერთი მოვლენა, შოთიკო ბოჭორიშვილის გამოფენა 12PM. გვაერთიანებდა.

ფოტოები დიდ ფორმატზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, კოლაჟიც, რომლის მომხრე ვიყავი მშვენივრად დალაგებული იყო ისე, რომ კარგად ჩანდა რას საქმიანობს თითოეული პერსონაჟი დღის განმავლობაში, თავად შოთიკოს გმირები იქვე დატრიალებდნენ და ზოგი, როგორიცაა თიკო სადუნიშვილი საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა ინტერვიუს სხვადასხვა რესპოდენტებისაგან, Dj. Rembo მიქშერის მიღმა სხვადასხვა ტრეკებს გვთავაზობდა, ზოგიც კი ჭიქა ღვინით უბრალოდ თავს იწონებდა საზოგადოებაში და…უამრავი ფოტოკამერა, ვერ ვიტყვი ყველა ფოტოგრაფის ხელში, მაგრამ უამრავი მაშუქის სინათლე და ფოტოობიექტივი, რაც კი იმაზე მეტყველებს რომ გამოფენა შედგა…

როგორც  გამოფენებზე ხდება ხოლმე,  ხალხი ერთდროულად ზღვის მოქცევასავით უამრავი მოდის შემდეგ კი როგორც მოდის ისევე ერთდროულად მიდის…ასე იყო აქაც, რამოდენიმე ხნის შემდეგ რამოდენიმე ადამიანი და უამრავი ცარიელი ადგილი დარჩა…

მეც წამოვედი, იმ სურვილით, რომ შოთიკო ახალ პროექტს წამოიწყებს და არ გამომაპარებს, ბლოგზე დასაწერი მასალა რომ მქონდეს :D :)

გამოფენა კი ინასთან, ბარ Wheels-ში განვიხილეთ, ფოტოები დავათვალიერეთ და დავისვენეთ გადარბენილი დღისგან. ვისურვებდი ასეთ და უფრო მეტ გადარბენას, რადგან მგონია, რომ ზუსტად ასეთი რამ მჭირდება, უამრავი ხალხი, ნახევრადნაცნობი…საქმე თავზესაყრელი და ბოლოს შედეგიანი დღის დასასრული.

სხვათაშორის, გამოფენაზე, არც ჩაცმულობაზე დამვიწყებია თვალის დევნება, თუმცა სული არაფერს შეუხუთავს, რამოდენიმე ტრენდი ვიხილე და ყველაფერს ფოტოებით მოვყვები.

P.S. ფოტოებისათვის მადლობას ანუკა კალანდარიშვილს, ანჩი მაისურაძეს და შოთიკო ბოჭორიშვილს ვუხდი, ვინაიდან ჩემი ფოტოკამერის მაშუქი ავადაა :)

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

2 Replies to “My 12PM.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *