My Big Wish List

My Big Wish List

ეს პოსტი მარტივი საახალწლო “wish list”-ით მინდოდა დამეწყო. მერე იმდენი რამე გამოება ჩემს გონებაში, ვერაფერს გამოვტოვებ…

ცოტა ხნის წინ, 19 დეკემბერს თოვლის ბაბუას დაბადების დღე იყო, ამ დღებს მეგობრებთან ერთად ტრადიცია გვაქვს – ვიკრიბებით, თოვლის ბაბუას წერილს ვუწერთ სურვილებით და წინა წელს დაწერილ წერილებს ვკითხულობთ, სამწუხაროდ , მე ფიზიკურად ვერ ვესწრები ხოლმე ამ დღეს, მაგრამ წელს სკაიპით პირდაპირი ჩართვა მქონდა გოგოებთან…

მინდა ვთქვა, რომ გასულ წელს ბევრი რამე შეიცვალა და ძალიან ბევრი რამე დაემთხვა ჩემი წერილის შინაარსს, ამით დავრწმუნდ, რომ თუ ძალიან მოინდომებ და ამისათვის ძალას არ დაიშურებს ადამიანი, სურვილი აუცილებლად ახდება.

ჩემი წერილი:

ჩემი მეგობრები:

 

 ზოგი სურვილი ახდა, ზოგიც არა… მაგრამ, ყოველ მათგანის სურვილში მათი ახლობლების კარგად ყფნაა ნახსენები, რაც ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავს, მინდა ამ პოსტით ჩავეხუტო მათ და ვუსურვო, რომ ყველა კეთილი სურვილი აუხდეთ რაც კი გონებაში გაუვლიათ.

 

არადა პოსტი ასეთი სურვილებით უნდა დამეწყო:

YSL-ის , გლუვი, ულამაზესი წითელი პომადა.

 

მინდა  საკუთარ სახეს და სხეულს კოსმეტიკურად მოვუარო და ვფლობდე ყველა საჭირო კოსმეტიკურ საშუალებებს

Tiffani Love bracelet

Hermes Scaf

Hermes Bracelet 

Christian Louboutin black stiletto “Corneille”

Mustang GT 500

Jeep, Wrangler

მოგზაურობა, მოგზაურობა, მოგზაურობა… ბეევრი მოგზაურობა….

ჩემი სახლი, თბილი, მყუდრო სახლი

მინდა, პროფესიულად გავიზარდო! ძალიან გავიზარდო :))

 

პროფესიასთან ერთად მინდა ცოდნა გავიღრმავო, ძალა მოვიკრიბო და ბევრი წიგნი ვიკითხო, ამასთან დავფიქრდებოდი რაიმე საინტერესო კურსის გავლაზე.

 

ყველაზე ძალიან მინდა “ჩემები” – ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და უბრალოდ კარგი ადამიანები – იყვნენ კარგად!

მინდა ყველას გისურვოთ, სურვილების ახდენის გჯეროდეთ და მათ ასახდენად იბრძოდეთ!

 

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

4 Replies to “My Big Wish List”

  1. ძალიან საყვარელი და მიზანდასახული გოგო ხარ ირინკა და წარმატებასაც მალე მიაღწევ. რამდენიმე დღის უკან რივერ აილენდში გნახე, ვიტრინაში მანეკენს რაღაცას უსწორებდი, მომერიდა რომ გამოგხმაურებოდი არადა შენი დიდი გულშემატკივარი ვარ. წარმატებები მომავალ წელსაც. :)

    1. ააა… მაკო, რატომ არ მითხარი არაფერი, პირიქით გამახარებდი ძალიან <3... ძალიან დიდი მადლობა :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *