5 საზაფხულო ჰობი

5 საზაფხულო ჰობი

პოსტის წერისას არა მარტო ჩემს მკითხველს მივმართავ და ვუზიარებ იდეებს, საკუთარი თავიც მინდა წავაქეზო, რომ რამე ახალი, სასარგებლო, თუნდაც წვრილმანი, მაგრამ განწყობის ასამაღლებელი გავაკეთო, რომელიც ხანდახან ზაფხულის გრძელ დღეებს სჩვევია.

  • გააკეთე შენი ხელით (DIY)

    .ეს საქმიანობა არა მარტო გასართობი, იგი მშვენიერი საშუალებაა გამოავლინო შემოქმედებითი უნარი და რაც მთავარია – სავსებით ხელმისაწვდომია. წარმოიდგინე, უამრავი ნივთის გაკეთებაა შესაძლებელი, სამკაული, სახლის დეკორი და სხვა, რომლებიც სრულიად შენი გემოვნებით იქნება შექმნილი. ინტერნეტში კი უამრავი მაგალითია იმისათვის, რომ ხელი გაიწაფო. ეს მიზეზი თუ საკმარისი არაა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასეთი სახის ჰობი ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას, და პოზიტიურად მოქმედებს კეთილგანწყობასა და ჯანმრთელობაზე

  • მებაღეობა

    სულაც არაა აუცილებელი დიდ ეზოს ან ბაღს ფლობდე. ქოთნებიც საკმარისია. მებაღეობა 30 წუთიანი ვარჯიშის ტოლფასია, იგი კონცენტრირებაში და ფიქრში დაგეხმარება, ხსნის სტრესს და ამაღლებს იმუნიტეტს. საკუთარი ხელით გაზრდილი ფერადი ყვავილები სიამოვნებას მოგგვრის, ხოლო ქორფა მწვანილი სადილს შეუდარებელ გემოს მიანიჭებს.

  • იოგა

    იოგა საუკუნეების მანძილზე არსებობს და სიახლეს არ წარმოაგენს, რომ იგი დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს და სხეულს მოქნილობას მატებს. უამრავი წყარო არსებობს იოგის შესასწავლად, თუ სპეციალურ კურსებზე სიარული არ გსურს, შეგიძლია Youtube-იც გამოიყენეო.

  • ვარჯიში სუფთა ჰაერზე.

    შეიძლება იყოს სირბილი, ან მეგობრებთან ერთად სუფთა ჰაერზე მოკლე ლაშქრობები.

  • ნამცხვრების გაფორმება.

    თუ ცხელ ამინდებში სახლში ყოფნას ამჯობინებ, იქნებ სამზარეულო გიზიდავდეს. ნამცხვრების გაფორმება ერთ-ერთი თავშესაქცევი და გემრიელი საქმიანობაა.

ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია, თუ რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა თუ მოისურვა და რა იცი, იქნებ უკვე შემოდგომისთვის ჰობი ძირითად საქმიანობად და შემოსავლის წყაროდაც აქციო, რისი უამრავი მაგალითიც არსებობს.

გამიზიარე შენი იდეებიც. წარმატებას გისურვებ!

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *