144 Stairs to Rest

144 Stairs to Rest

მე და თემომ ტრადიციად გავიხადეთ ფოტოდღეების მოწყობა რაც ორივეს ძალიან მოგვწონს. დღევანდელი მიზანი ძველი თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო.

დავიწყეთ განახლებული აბანოებით, მართლაც ლამაზი ადგილია, თითქოს წარსულში დადიხარ, გოგირდის წყლის სუნი თავიდან გაწუხებს, მაგრამ შემდეგ სულ გავიწყდება. გზის ბოლოს უცნაური ადამიანები შეგვხვდნენ, უცნაურივე მუსიალური საკრავებით უცნაურ რიტუალს ასრულებდნენ, მაგრამ ეს პირიქით დადებითად მოქმედებდა განწყობაზე. “ამირანის ჯაჭვიც” კი ვცადე :)

DSC_0940

 

DSC_0944

DSC_0945

DSC_0948

DSC_0954

აბანოების შემდეგ, საბაგიროთი ნარიყალაზე ავფრინდით

DSC_0962

DSC_0964

მას შემდეგ რაც დავტკბით თბილისის ხედით, ბამბის ნაყინი მივირთვით და ფოტოკამერები ვაჩხაკუნეთ, გზას ფეხით დაბლა ჩამოვუყევით და კაფე “144კიბე”-ს მივადექით, ცნობისმოყვარეობამ მძლია და საფეხურები დავითვალე, ალბათ რამე შემეშალა და 142 გამომივიდა :D ყოველ შემთხვევაში ეს საფიქრალი მაშინვე გადამავიწყდა, როგორც კი ეს ადგილი დავინახე. იმას რომ თავი დავანებოთ როგორი ხედია იქიდან, სხვა დანარჩენიც არანაკლებ იტაცებს თვალს, ამინდმაც ხელი შეგვიწყო და გარეთ დავსხედით. უსაყვარლესი ძველებური დეკორაციები, და იქვე მობოდიალე კატები, ვისაც არ გიყვართ ეს ცხოველი ვერ გეტყვით რომ დიდად ბედნიერი იქნებით ამ ინფორმაციით, მაგრამ თუ ჩემსავით სიმპატიები გაგაჩნიათ ძალიან იხალისებთ მათი გარემოცვით. ფასები შედარებით ძვირია, მაგრამ ძალიან გემრიელი პიცა “კაპრიჩოზა” და მექსიკური კარტოფილი იყო. მოკლედ ეს კაფე ჩემს ფავორიტებში ჩაეწერა.

DSC_0978

DSC_0979

DSC_0976

DSC_0984

DSC_0989

DSC_0973

DSC_0974

ემოციებით დატვირთული და დასვენებული, მაგრამ ფიზიკურად ცოტა დაღლილები მაინც ჩამოვუყევით დღის შარდენს, შემდეგ ახლად გახსნილ Burberry-ში შევიარეთ – ძალიან მაინტერესებდა მათი პერსონალის მომსახურეობა, რომელიც საკმაოდ კარგი აღმოჩნდა, არ ვიცი რისგანაა გამოწვეული, იმიტომ რომ ცოტა ადამიანი შედის და არც თუ ისე გაღიზიანებულები არიან, თუ უბრალოდ ასეთია და მორჩა :) მოკლედ მომეწონა, შემდეგ კი ტრადიციას არ ვიღალატეთ და დღე ლუკა პოლარეს ყავით დავასრულეთ…

ეს კი insta-ფოტოები:

20130317-005703.jpg

20130317-005749.jpg

20130317-005854.jpg

20130317-011024.jpg

20130317-011032.jpg

20130317-011039.jpg

20130317-011045.jpg

20130317-011052.jpg

20130317-011056.jpg

20130317-011102.jpg

20130317-011107.jpg

20130317-011117.jpg

20130317-011123.jpg

20130317-011127.jpg

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

3 Replies to “144 Stairs to Rest”

  1. რა საყვარელი კატუნებია:) საინტერესო ფოტოებია.

  2. სხვათაშორის ჩვენც 142 გამოგვივიდა და არ ვიცი ასევე აგვერია თუ რაშია საქმე:)) ძალიან მიხარია რომ ესტუმრეთ მაგ კაფეს. ულამაზესი ხედი იშლება იქიდან თბილისზე. თვითონ კაფეც მყუდროა, დიდი კიბეები შუა კაფეში მომეწონა :)
    უსაყვარლესი სურათები გაქვს. ძალიან კარგები გამოგდით!!!შენც ძალიან კარგი ხარ!
    უცნაური ადამიანები მართლაც და როგორი უცნაურები არიან.:)

    1. ველოდებოდი შენს სტუმრობას <3 მადლობ, ყოველთვის ასეთ სასიამოვნო კომენტარებს რომ ტოვებ <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *