One Day, One Story

დავიწყე პოსტი დაბადების დღეზე და ისეთი დაღლილი ვიყავი ემოციურადაც და ფიზიკურადაც, რომ მხოლოდ ფოტოებით  და ერთი წინადადებით შემოვიფარგლე :) ეხლა გიამბობთ ჩემს ოქროს დაბადების დღეზე სრულად…

ჩემი დაბადების დღე, ანუ 23 მაისი, 12 საათიდანვე სასიამოვნოდ დაიწყო, 12 საათს ჩემს დებთან და დედასთან skype-თი ვიდეოკონფერენციით შევხვდი, რასაც ორივე მხრიდან სმა მოჰყვა, ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო, როდესაც ვიდეოთვალს შევსებულ ჭიქებს “ვიჭახუნებდით” ამას თან ერთვოდა პარალელური რეჟიმით თემოსთან საუბარი და ტელეფონით მილოცვები, ასევე facebook-ოც არ სდუმდა :) მოკლედ უკვე კარგად შეზარხოშებულს პირდაპირ თვალის მოხუჭვა დამჭირდა, რადგან ვიწექი და ისე ვქეიფობდი :D ძალიან მაგარია, მთვრალს სულ არ გჭირდება ბევრი ბოდიალი.

გაღვიძებისთანავე დავიწყე რეკვა ჰეარ ჰაუსში(ამ სილამაზის სალონისშესახებ ბევრი მსმენია taa.ge-დან და sweet.ge-დან),რომლის შესახებაც ცალკე პოსტი მინდა დავწერო, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ძაან საყვარელი გოგოები არიან :) სალონში ხანგრძლივი დროის დაყოფის შემდეგ, დადგა დრო საჩუქრების მეორე ეტაპისა, ფოტოებში ნახავთ მანქანაში დაწყობილ საჩუქრებს, რა თქმა უნდა, ყველა ჩემია :D ერთ-ერთ მათგანში ჩემი ნანატრი Christian Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელია, მეორეში კი არანაკლებ სასურველი სამფეხა, ეხლა საშუალება მექნება ყოველი ჩემი “პრიკიდი” გადავიღო და არ ვიწვალო :) ყვავილები?! როგორი სურნელი ჰქონდა, ვინც იცით რომ გერბერი მიყვარს, ისიც იცოდეთ, რომ მათი მოტანის მცდელობა იყო, მხოლოდ ეხლა გერბერის დრო არ ყოფილა :D

მოკლედ ზღვა ემოციის შემდეგ, რომელიც გამოვხატე და ვერ გამოვხატე, “შემოლამაზებული” ვარცხნილობით სახლში ავცუნცულდი გამოსაპრანჭად, Lou. ვერ გავიმეტე, თან სამოსი მჭირდება, განსაკუთრებულს ხომ განსაკუთრებული სამოსი უნდა, სამაგიეროდ არჩაცმული ე.წ. Plum ჩავიცვი და ვარდისფერი კაბა, რომლებიც ძალიან შეეფერენ ერთმანეთს :)

რაც შეეხება Lou-ს, მას წინ მთელი ისტორია უძღვის:იმ დროს როდესაც თემომ იგი ჩემთვის შეუკვეთა და გულმა ვერ გაუძლო, მაინც გამიმხილა საიდუმლო,სიხარულისაგან მოსასულიერებელი ვიგებ რომ ზომა 36-ია, რომელიც  დიდი უნდა მქონოდა,მთელი ჩემი პანიკისა და ისტერიკების შემდეგ, მატყობინებს, რომ ფეხსაცმელი გადაცვლილია და ველი 35, ამ ზომას ნამდვილად ველი, მაგრამ არა გაცვლილს, არამედ მეორეს, აღმოჩნდა, გადაცვლის შანსი არ ყოფილა და თემომ მეორე შეუკვეთა, ასე რომ ორი Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელი მექნება მხოლოდ სხვადასხვა ზომის, რომელიც ასევე დაბადების დღეს გავიგე.

წავედით PR. სკოლაში: შესვლისას ძალიან დადებითი ემოცია შემხვდა, არ ვიცი მე ვიყავი ასეთ განწყობაზე თუ ასე შემხვდენენ, ძალიან მესიამოვნა, ანანოს(ჯგუფელი PR.სკოლაში)დიდი მადლობა, რომ facebook-ის გვერდზე დაპოსტა ჩემი დაბადების დღის შესახებ, შეიძლება განსაკუთრებული ბეევრისათვის არაფერი მომხდარა, მაგრამ ყურადღებაა, თან მე ხომ ძალიან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომპლიმენტები :D ასე რომ არც ერთი დამაკლდა და არც მეორე :D საჩუქარიც კი მივიღე, ზარაფხანას უსაყვარლესი ბალერინა ქანდაკება და თაიგული, მოკლედ რომ ვთქვა ჭკუაზე არ ვიყავი, თან თმები?! აი თმებზე თუ მეტყვიან კარგიაო, ამას არასოდეს ვივიწყებ, მე კი ძალიან ბევრი ასეთი შინაარსის წინადადება მოვისმინე, ლექციაზე ალბათ პირველი არ ვიქნები, ვინც იტყვის, რომ ძალიან საინტერესო იყო, მედია-მენეჯმენტი, რომელსაც ზვიად ქორიძე კითხუობს :)

ეხლა კი საღამოს დასკვნით ეტაპზე გადავდივარ, ვახშამი ორისათვის, რესტორან Belle Ville-ში, ულამაზესი და უმყუდროვესი ადგილი, ქიაჩელის 26-ში, ალბათ ორშაბათი დღის გამო სულ ცარიელი იყო, მაგრამ ეს ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს :) სპაგეტი, ქათმის სალათი, სტეიკი, ჭიქა წითელ ღვინოსთან; დამღლელი, ემოციური დღის შემდეგ ზუსტად ის იყო რაც გვინდოდა. უკვე 12-ის ნახევარზე, მოვინდომე, სანთლის ჩაქრობა, ჩემი საყვარელი რიტუალია დაბადების დღისას.ამისათვის უახლოესი Goodwill-ი აღმოჩნდა,პაწაწა ნამცხვარუკა ვიყიდეთ და დაბადების დღის სანთლის არქონის გამო ნამცხვრისხელა ჩვეულებრივი, ფერადი სანთელი ვიყიდეთ,თან ვნერვიულობდი ვერ მოვასწრებთ-მეთქი, მაგრამ სანთელი 12:55 წუთზე ჩავაქრე :D თან სურვილიც ჩავიფიქრე და ამით გავაცილე ჩემი დაუვიწყარი დღე :)

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

11 thoughts on “One Day, One Story

  1. :) ჩვენი დაუვიწყარი გუნდური სიმღერა როგორ გამოგრჩაა, დასი სპეციალურად შენთვის ნინოს ტელეფონის ირგვლივ შევიკრიბეთ და რისი ბგერების საშუალება გვქონდა ყველაფერი ჩავდეთ ამ სიმღერაში :)!!! ძალიან ლამაზი დღე იყო, მიხარია რომ ვითომ “არაფერს ვაპირებ”-სგან ამხელა შედევრი შეიქმნა!!! მადლობა თემოს !!!

    • ვაიმეე..ეგ როგორ გამომრჩა…როგორ გამოვასწორო შეცდომა… :D ძაან მაგარი იყო..თან PR.-ზე ვიყავი და უმაგრესად გამიხარდა, ისეთი შეხმატკბილებული სიმღერა იყო :D :*

  2. რა ლამაზი თმა გაქვს გავგიჟდი :)

    აუუუუუ ფეხსაცმელების სურათები დადე რააააააააააა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *