African Style

African Style

2009 წელს აფრიკულმა სტილმა განმსჭვალა მოდური სამყარო, რომელმაც Christian Dior-ის მოდის სახლის დიზაინერებმაც გამოიყენეს.2011  წელს არავინ საუბრობს ამ ტრენდზე, მაგრამ აქტუალურია მისი დეტალები, თუნდაც ფერის მრავალსახეობა, ამიტომ თამამად შეიძლება გადაავლოთ თვალი მის სილამაზეს და თქვენს გარდერობს ფერადი ეგზოტიკურობა შემატოთ :)

Dior-ის უულამაზესი ფეხსაცმელი:

ფერები და პრინტი რომელიც გაჯერებულია დინკა, მაასი და ზულუს ტომების ინდივიდუალურობით, ასევე ცხოველის პრინტი: ანტილოპა, ზებრა, დიდად ცნობილი თანამედროვეობაში ლეოპარდი.საფარი სტილის მოსაცმელი , ჟილეტი, ნაქარგი “დაშიკი”(dashiki-დასავლეთ აფრიკის ჩაცმულობის ნაწილი), შიფონის დაპრინტული კაბები.

ტონები მრავალფეროვანია, ოქროსფერი,  ქვიშის ტონები,ცისფერი,წითელი, ყვითელი, მწვანე, ყავისფერი და მისი ვარიაციები ნარინჯისფერისაკენ და პირიქით-მუქისაკენ..და კიევ უფრო მრავალია მათი კომბინაციები.

აქსესუარები, რაც მეტი მით უკეთესი, ნიღბებით, იეროგლიფებით და ტყავით დამშვენებული.

ძალიან ლამაზი კლაჩები:

ჩემი უფავორიტესი ფეხსაცმელი Louis Vuitton-ისაგან:

თმის ვარცხნილობა: დაწნილი, ხვეული თმის შემთხვევაში დიდი მოცულობით გაკეთებული,  თავსაფარი – მომღერალ ერიკა ბადუს მსგავსად.

აფრიკული სტილის დეტალები არასოდეს გადის ან შემოდის მოდაში ის თავისი ინდივიდუალურობით ყოველთვის გამორჩეულია, ამასთან მოდა წელს ნებას გვრთავს სხვადასხვა ტრენდები ავურიოთ ერთმანეთს და  რაც ადრე წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, წელს ერთად მოვირგოთ.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

3 Replies to “African Style”

  1. გემოვნებიანი გოგონა ხარ ამ ყველაფერში სილამაზეს რომ ხედავ ^_^ მეც ძალიან მომეწონა ფოტოების ნაკრები : ))

    1. vekoo

      მადლობ კომპლიმენტისათვის. მართლაც საოცარი სტილი აქვთ, არ შეიძლება რაიმე პატარა დეტალი მაინც არ მოეწონოს ადამიანს :))

  2. Hi there would you mind sharing which blog platform you’re working with? I’m planning to start my own blog in the near future but I’m having a tough time choosing between BlogEngine/Wordpress/B2evolution and Drupal. The reason I ask is because your layout seems different then most blogs and I’m looking for something unique. P.S Sorry for being off-topic but I had to ask!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *