All About Weekend

All About Weekend

“სხვა ვიქენდი” მოდის და მე ისევ წინა კვირაში ვარ ჩარჩენილი. საქმე იმაშია, რომ ბოლო პერიოდი ეს დღეები დღესასწაულად მექცა, ზაფხულში გული და სული სულ დასვენება-გართობას მოითხოვს და ძალიან ბევრი რამის/ვინმეს წყალობით გამომდის კიდეც.

შაბათ დღეს გეზი ანანურისკენ ავიღეთ, კარვები, საძილე ტომრები და “მთელი ამბები” მანქანაში ჩავტენეთ და უკანმოუხედავად გავქროლდით. კარავი და ლაშქრობა ჩემი სტიქიაა, ამიტომ მიუხედავად მყარი ნიადაგის, ქვების, სიცივის/სიცხის, წვიმის და სხვა სტიქიური მოვლენების, ნებისმიერი შესაძლებლობისას უსიტყვოდ ვიტან, ეს წამოწყებაც გამონაკლისი არ იყო.

ყველაზე სასიამოვნო, ამ მოგზაურობისას, გასაბერი წყლის ლეიბა, რომელიც იმდენად კარგი იყო, სანამ ტყავი არ დავტოვე არ ავდექი, განსაკუთრებულად პირველი დღე, მოლივლივე გოგოები კოქტეილით ხელში რომ ვნებივრობდით.

ღამით წვიმა წამოვიდა, ამიტომ კარვიდან ცხვირს ვერ ვყოფდით, მეორე დილით კი  მზის პირველ სხივებს ხელიდან არ ვუშვებდით, რომ ცოტა მაინც შევფერილიყავით და შედეგად გუშინ შუბლიდან კანი ავიძრე.

DSC_0352

DSC_0373

DSC_0397

DSC_0468 copy

DSC_0477

კვირა საღამო,  როგორც წინა პოსტში ვგეგმავდი, Tic-Tac-ის მიერ ორგანიზებულ “Fresh Sunday”-ზე მივედით, სადაც სულ რომ არაფერი ყოფილიყო, ამ მიზეზმა ჩემი მეგობრები შეკრიბა. ამას კიდევ კარგი ორგანიზება დავამატოთ და ყველაფერი “в шоколаде” გვქონდა და თუ პირდაპირი მნიშვნელობით მაშინ tic-tac-ის მენთოლში, ან ფორთოხალში, ან ალუბალში :) გააჩნია ვის რა უყვარს :))

DSC_0564

DSC_0577

DSC_0582

DSC_0587

DSC_0596

DSC_0601 copy

DSC_0606

DSC_0610

DSC_0621

 შაბათ-კვირას, 13-14 ივლისს, კი ლუდის ფესტივალია, ჰოდა ლუდო – ვიქენდი მაქვს :)

beer fest

არტ გენიამ ყველაფერთან ერთად კი, არტ გენიც იწყება, ფოლკლორული ფესტივალი რომელიც ყოველი წლის ტრადიციადაა ქცეული, მე კი ნინო ქაამაძის გამოსვლას მოუთმენლად ველი. ყველას საოცარ ვიქენდს გისურვებთ!

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

2 Replies to “All About Weekend”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *