Batumi. Day three.

Batumi. Day three.

მესამე დღე ბათუმში ადრიანად დაიწყო, დაგეგმილი გვქონდა დილის პორტში გავსულიყავით, იქნებ საინტერესო კადრები დაგვეჭირა, სამწუხარო ჩემი ძილისგუდობის გამო დაახლოებით 30 წუთით დავაგვიანეთ, მზის სხივები უკვე კარგად იკვეთებოდა ჩვენ რომ ადგილზე მივედით. ყველაზე კარგი დრო ასეთ შემთხვევაში მაშინა, როდეაც ჯერ საკმაოდ ბნელა, ცა შევარდისფერებას რომ იწყებს, კამერა უკვე მომართული უნდა იყოს გადასაღებად. პორტი სანახავად მაინც საინტერესო იყო, ჰაერში თევზის მძაფრი სურნელი ტრიალებდა, როგორც სჩანს გემები ახალი დაბრუნებული იყო ზღვიდან თევზით დატვირთული.

პორტი, რომ მოვისეირნეთ ბულვარს ჩავუყევით და საუზმობა გადავწყვიტეთ ერთ-ერთ საყვარელ კაფეში “Espresso Bar Sinatra”, რომელიც ჩვეს მოსანახულებელ სიაში იყო, აქ თან წასაღებ ყავასაც ამზადებენ, მაგრამ შიგნით ისეთი სასიამოვნო, მყუდრო გარემო იყო, ცდუნებას ვერ გავუძელი და დავსხედით. სპეციალური შეთავაზებებიც აქვთ, მაგალითად ჩვენ გვერგო ბარათი, და თუ მე-11-ედ ვეწვევით ადგილს, უფასო ყავა გვერგება (ნაკლებად ვფიქრობ, რომ მაგას ამ ვიზიტისას მოვახერხებ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა). კაფე პატარა, მაგრამ ძალიან გემოვნებიანი იყო, ედიტ პიაფის მელოდია ჟღერდა და კოკო შანელის და ცნობილი ადამიანების შავ-თეთრი ფოტოები ამშვენებდა.

დღის მეორე ნაწილი ხელოვნების მუზეუმში, ზოოპარკში და 6 მაისის პარკში (პიონერთა პარკი) გავატარეთ, სამწუხაროდ აკვარიუმი დაკეტილი იყო, ბოდიალით მოშიებულები – “რეტრო სახაჭაპურეში” წავედით, რომელიც ცნობილია გემრიელი აჭარული ხაჭაპურით, უკვე აღარ მოვყვები, როგორ ძალიან ბევრი მოგვივიდა ორივეს ხაჭაპური :D კიდევ კარგი საშუალო არ მოვინდომე, თორე ალბათ კალაბოკივით მოვგორდებოდი სასტუმროში. ეს ყველაფერი ბულანჟერეა “მარშეს” ჩაით დავასრულეთ.

ძალიან მწყდება გული “Cloud Bar”-ში რომ ვერ მოვახერხეთ წასვლა, სასტუმრო “Redisson”-ის 19 სართულზეა, საიდანაც ძალიან ლამაზი ხედი იშლება, ხელფასის იმედით მთელი ჩვენი სახარჯო ფული დავხარჯეთ, ხელფასი კი არ გამოცხადდა :) იმის იმედი მაქვს იქნებ ხვალ საუზმე-სადილისთვის შემოგვესწროს, წამოსვლის წინ, ხვალ კი უკან ვბრუნდებით ჩვნს რეალობაში, მაგრამ ჩემი შვებულება კიდევ გრძელდება…

20130122-233234.jpg

20130122-233242.jpg

20130122-233250.jpg

20130122-233301.jpg

20130122-233306.jpg

20130122-233456.jpg

20130122-233504.jpg

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *