Batumi. Day Two

Batumi. Day Two

მეორე დღეა ბათუმში ვარ და ვფიქრობ ეს ქალაქი შემიყვარდა: ლამაზი შენობებით, ცაზე ნაფლეთებად მოფენილი ღრუბლებით, ზღვით, მთით და ამინდით. ვისურვებდი, რომ ყოველ ზამთარს დავყო ციტახანი, თითქოს ჩემი პრობლემები, ნერვიულობები, განცდები სადღაც შორს გადავისროლე, დავძირე ზღვაში და უფრო ლაღი გავხდი, წარმოიდგინეთ დღეს არც ერთი წუთით არ ვყოფილვარ ცუდ ხასიათზე, ამის დროც არ მქონდა :)

http://loopc.am/irinkaandreeva/loops/16

დღევანდელი გეგმა, ბულვარის მეორე ნაწილის დათვალიერება იყო, რაც გუშინ ვერ მოვასწარით, აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება (must DO!) და ფოტოების გადაღება იყო – სია თითქმის შევასრულეთ, გარდა აჭარული ხაჭაპურისა, კაფეში შესულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ხაჭაპური მენიუში არ ქონდათ, სამაგიეროდ კიევური კოტლეტი და ხოტცი ფრანგულად ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, ამასთან “პრივეტ იზ ბატუმა”-ს ასმეერთე შეკვეთა გვერგო წილად და ფრის გარნირი საჩუქრად მოგვართვეს, რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის – ამ ფაქტმა ძალიან გამახარა.

გუშინ მე და თემომ გადავწყვიტეთ, რომ სადილი და დესერტი ერთ დაწესებულებაში არ შეგვეკვეთა, ამით უფრო მეტ ადგილს მოვინახულებდით (foursquare-მანია ჰქვია ამას :)) ასეც მოვიქეცით და “პრივეტ იზ ბატუმა”-დან პრეს კაფეში წავედით, რომელიც წინაბორბედზე არანაკლებ პოპულარულია. ადგილი საოცრად იაფი ფასებით გამოირჩევა, საინტერესო ინტერიერს (რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია), რომ თავი დავანებოთ. ინტერიერზე გამახსენდა – ბათუმის Macdonald’s-ი, ძალიან მომეწონა!

არანაკლებ საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღე ფოტოგრაფიის მხრივ – ბევრი ფოტო გადავიღეთ, ინსტაგრამიდან დაწყრბული(ალბათ facebook-ის მეგობრებს უკვე ყელში აქვთ ამოსული ჩემი ფოტოები), ფოტოკამერით დასრულებული, მოკლედ ეგ თავად შემიფასეთ – ინსტაგრამისეული ხედვა:

20130122-012354.jpg

20130122-012426.jpg

20130122-012442.jpg

20130122-012459.jpg

20130122-012508.jpg

20130122-012523.jpg

20130122-012537.jpg

20130122-012544.jpg

20130122-012556.jpg

20130122-012606.jpg

20130122-012616.jpg

20130122-012623.jpg

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *