Batumi Vacation, Day One.

Batumi Vacation, Day One.

როგრც იქნა ჩემი ნანატრი შვებულების დროც მოვიდა, რომელსაც აგერ უკვე რამოდენიმე თვეა ველი!

პირველი “დესთინეიშენი” ბათუმია, რომელსაც შარშანდელი ზამთრიდან ვგეგმავდით მე და თემო, ჰოდა ესეც განვახორციელეთ.

რატომ ბათუმი არასეზონში? სიმართლე გითხრათ არც მე და არც თემო დიდად ზღვის სეზონური კურორტის ფანები არ ვართ, მე ძირითადად სანაპიროზე ვხმები ხოლმე, ჩემთვის ბევრი ბოდიალი და სანახაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმაურიანი სანაპირო ასე რომ თემოს იდეას ბათუმში ამოგვეყო თავი ზამთარში სიამოვნებით დავთანხმდი.

შვებულების პირველ დღეს, დილის 7:30 უკვე სადგურში ვიყავით… თავიდანვე წარმოვიდგინე ღრუბელში გახვეული, მოღუშული ბათუმი, სანაპიროზე ქარისგან აწეწილი თმა, ღრუბელს მიფარებული ალისფერი მზე, ბულვარში კანტი-კუნტად მოსეირნე წყვილები, რაც უფრო მეტ რომანტიულ ხასიათზე მაყენებდა.

ბათუმში რამოდენიმე წელია ნამყოფი არ ვარ და შესაბამისად სიახლეც ბევრი უნდა დამხვედროდა, ამ ყველაფერს კი ჩემი ტელეფონის ყველა აპლიკაციის გამოყენების და ჩემი ფოტოკამერით ფოტოების გადაღების წყურვილი ემეტებოდა, რაგან ზამთრში ზღვის მხარე განსაკუთრებით ლამაზი, საინტერესო და ფოტოგენური წარმომედგინა.

 

მატარებელი საკმაოდ კომფორტულია, დროც უცებ გავიდა თუ გავითვალისწინებთ, რომ ცოტა მეძინა, ცოტა წიგნი წავიკითხე (თემოს მიერ შგულდაგულოდ შეძენილი “ბიზნესი მაღალ ქუსლებზე” – ქენდის ბუშნელის), ცოტაც ტელეფონით ვითამაშე და ცოტაც მუსიკას ვუსმინე – ჩამოვედით მახინჯაურის მატარებლის სადგურზე.

ამინდი წვიმიანი დაგვხვდა, ვერ გეტყვით მეწყინა მეთქი, პირიქით, წვიმა უფრო ამძაფრებდა ჩემს შეგრძნებებს.

ცოტაოდენი ბოდიალის შემდეგ ტაქსით, რადგან მძღოლმა ზუსტად არ იცოდა სად მოვყავდით (by the way ტაქსის მძღოლებთან ფრთხილად იყავით, შეიძლება თვალსა და ხელს შუა გაგაბითურონ :)) – მოვედით სასტუმრო “ირისში”, პატარა სასტუმრო ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს, ალბათ 700-800 მეტრი. ოთახში შესვლისთანავე კლაუსტროფობია დამემართა, სტანდარტული ოთახი რომელშიც უნდა მოვთავსებულიყავით საოცრად პაწაწინა აღმოჩნდა, თან პირდაპირ მიმღების გვერდით, საიდანაც ჩართული ტელევიზორის ხმა ისე შემოდიოდა, თითქოს ოთახში იყო, რამაც ჩემი წინამდებარე მოლოდინები მთლიანად დაძირა, საწყალ თემოს ჩემი ნეგატიური რეაქციის მთელი ქარცეცხლი დაატყდა, არადა მისი რა ბრალი იყო?! მოკლედ ცოტა იყო თუ დიდხნიანი ცხვირჩამოშვებულობის შემდეგ, რასაც ჩემი შიმშილი ემატებოდა (როცა მშია, სჯობს არ მომექცეს ყურადღება, თორემ კაკტუსივით ვხდები), გადავწყვიტეთ semi-suite ოთახში გადავსულიყავით, რადგან ცოტას ამოვისუნთქებდით, ეს ყველაფერი კი ჩვენი ბათუმში გასეირნების შემდეგ მოხდა, მოვინახულეთ ლიტერატურული კაფე, რომელიც საოცრად სასიამოვნო ინტერიერით და ტკბილეულობით გამოირჩევა ქალაქში, მაგრამ სადილად სჯობს სადმე სხვაგან წახვიდეთ ბათუმში მოხვედრისას. შემდეგ ბულვარში გავისეირნეთ, შევათვალიერეთ ადგილები სადაც შეძლება კარგი ფოტოების გადაღება, გამოგიტყდებით და ნამდვილად ბევრი ადგილია ასეთი, ქალაქმა ზუსტად ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, როგორსაც მოველოდი.

სეირნობის შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულებს ნომერი მზად დაგვხვდა, საკმაოდ კარგი ნომერია, თუ არ ჩავთვლით, რომ საკიდები არაა, რაც მე ჰაერივით მჭირდება ხოლმე ამობარგებისას – ყოველ შემთხვევაში, ნომერი ამაზე უარესი არ უნდა ყოფილიყო, რადგან არასეზონის გათვალისწინებით, საკმაოდ აჭარბებენ საფასურით.

 

ასე მოვედით დღის ბოლოსკენ, ცოტა ხასიათზეც მოვედი ამ პოსტის დაწერის შემდეგ გულზე მომეშვა და თემოს ბოდიში მინდა მოვუხადო ამდენი რომ ვანერვიულე ჩემი ჯიჯღინით, ისედაც ცოტა ცნით ვართ აქ და არ მინდა რამემ შემიშალოს დასვენებაში ხელი :))

 

 

 

20130120-204422.jpg

20130120-204435.jpg

20130120-204448.jpg

20130120-204503.jpg

20130120-204514.jpg

20130120-204522.jpg

20130120-204531.jpg

20130120-204539.jpg

20130120-204545.jpg

20130120-204552.jpg

20130120-204558.jpg

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

2 Replies to “Batumi Vacation, Day One.”

  1. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე 3–ივე დღე
    თანაც უკუღმა <3

    1. :))) ხშირად მეც მასე ვაკეთებ ხოლმე :)) thanks, you are with me :)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *