British Weekend (Part 1)

British Weekend (Part 1)

ჩემი ბრიტანული weekend-ი ძალიან კარგად დაიწყო, რომელიც ძველით ახალ წელს დაემთხვა  და შემდეგ ბედობაში გადაიზარდა, ერთი შეხედვით პატარა ცრურწმენა, მაგრამ მაინც კარგ განწყობაზე მაყენებს აზრი, რომ ეს ორი დღე საოცრად კარგად გავატარე.

ამ პოსტში, მხოლოდ შაბათ დღეზე მოგიყვებით, რადგან, კვირის ფოტოები ჯერ მზად არ მაქვს :(

High Wycombe-დან ოთხი საათისათვის გავედი, Enfield-ში უნდა წავსულიყავი მაკასთან, რადგან დაგეგმილი გვქონდა, მეორე დილით ლონდონის დასათვალიერებლად წასვლა. სამი საათი გზაში ვიყავი და ამასობაში 4 ავტობუსის გამოცვლა მოვასწარი :D

მგზავრობამ საბოლოოდ გააქარწყლა წარმოდგენა ინგლისელების ცივ დამოკიდებულებაზე. ყველა საოცრად კეთილგანწყობილი იყო და შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა.

საბოლოოდ მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე და ნაცნობი სახეც ვნახე, მაკა, სარამო კარგი გამოგვივიდა, ცოტა ვისეირნეთ, ფოტოებიც გადავიღეთ, დილით კი დედაქალაქის ცენტრისათვი გამზადებულები, იმდენად შეგვითრია მაღაზიებმა, ორი საათით გვიან წავედით  ლონდონში, ამაზე კი მოგვიანებით მოგიყვებით :)

ეს კი ფოტოები ეფილდის ქუჩებში და გზაზე ,  სანამ ენფილდამდე მივიდოდი, ავტობუსის გაჩერებებზე გადაღებული :)

 

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

3 Replies to “British Weekend (Part 1)”

    1. ერთადერთი რაც მაღიზიანებს აქ, ინტერნეტ კავშირის დეფიციტია :D ფოტოებს ვერ ვტვირთავ :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *