Fringes in My Mind

ფოჩები ამ სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი ტენდენციაა, მეც თავმომწონედ ვპოზირებ კამერის წინ კაბით, რომელიც წლებს ითვლის და ჩაუცმელად იდო თაროზე, მანამ სანამ დედამ ოქროს ხელები არ შეავლო და ჩემი გარდერობის საყვარელი ნაწილი არ გახადა :)))
Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Home Alone

რა არის სახლში მარტო დარჩენისას თავის შექცევის საუკეთესი საშუალება? წიგნის კითხვა, ინტერნეტში სერფინგი, ექსპერიმენტული სადილის მომზადება, მეგობრების მიღება… რაც ახალ სახლში გადავედი და მომავალში ამ თემაზეც მინდა ბლოგპოსტ სერია წამოვიწყო, ვფიქრობ მათთვის საინტერესო უნდა იყოს, ვინც პირველად იცვლის საცხოვრებელს – რა არის გასათვალისწინებელი და მოსალოდნელი აქედან. თუმცა მანამდე ჩემს პოსტს დავუბრუნდე – ჩვენს დროში ყველას უყვარს… უმეტესობას! – ფოტოების გადაღება და ვინ იცის საუკეთესო რაკურსები იმაზე უკეთ ვიდრე ჩვენ თვითონვე. ამისვის სულაც არაა სტუდია დავიქირავოთ, ან ზეპროფესიონალური ხელსაწყოები შევიძინოთ, საკმარისია მხოლოდ ოთახში შემომავალი ბუნებრივი  სინათლის დიდი ნაკადი, ცარიელი კედელი – ამ შემთხვევაში მათავარია კადრს მიღმა არაფერი გამოჩნდეს, თუ რა თქმა უნდა გამიზნულად არ გვინდა, რომ ნივთი დეკორაციად გამოვიყენოთ და ფოტოს თემა მივცეთ. ჩემს შემთხვევაში მხოლოდ რუხი კედელლია :) და ბოლოს გადაღებისთვის აუცილებელი მოწყობილობა, ნებიმიერი გამოდგება – სარკული კამერიდან დაწყებული ტელეფონის ფოტოკამერით დასრულებული, ნებისმიერს ჩამოთვლილთაგან აქვს ტაიმერის ფუნქცია, რომელიც რაიმე მყარ ადგილას უნდა დაფიქსირდეს: მაგიდა, წინების  დასტა ა.შ. თუ სამფეხა (ფოტოკამერის სამაგრი) არ მოგვეპოვება და რაც მთავარია, სწორი სინათლის კუთხე არის ყველაზე მთავარი, სწორედ სინათლე ქმნის იმას რასაც ფოტოსურათი ჰქვია

have fun!

IMG_9084.JPG Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Fresh Air

სურვილის საქმეა, თორემ სულ 10 წუთში სეიძლება აღმოჩნდე ადგილას სადაც თავისუფლად ამოისუნთქებ, ქალაქს ზემოდან გადმოხედავ და თან ხეების შრიალი შემოგესმება. ძალიან მიყვარს ბუნება. ამიტომაც მე და თემო მუხათგვერდის ტბის საძიებლად წავედით, რომელიც სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ, მაგრამ არაუშავს, მის ფოტოებს ახლო მომავალში მაინც გავაზიარებ, სამაგიეროდ ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ დრო :)

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Soft Focus

საოცარი კმაყოფილება მოაქვს  შედეგიანად გატარებულ ერთ უქმე დღესაც კი, საოცარი ენერგიით ივსები და შემორჩენილ საქმეებს მეტი ენთუზიაზმით უდგები. სწორედ ასეთი შედეგიანი ერთი საღამო იყო, რამაც შედეგი ამ ფოტოების სახით გამოიღო. იმედი მაქვს ყველას მოგეწონებათ, მსუბუქ ფოკუსიანი, “კონტრაჟურიანი”, მზის სითბოთი გაჟღენთილი ფოტოები.

DSC_0015 Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone