გემოვნებიანი ჩაცმულობის საიდუმლოები

ხანდახან ყველაზე დიდი დრო მზადებისას სწორი კომბინაციის შერჩევისას მიდის. იცი რა ქვედაბოლო ჩაიცვა, მაგრამ მაისურს ვერ პოულობ ან ფეხსაცმელი, ჩანთა?! ვოგის რჩევით, თუ რამდენიმე ასპექტს გავითვალისწინებთ საქმეს გავიადვილებთ.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Ink-სპირაცია

Tattooed-Fingersტატუ კულტურა საუკუნეებს ითვლის, თუმცა სვირინგით მოხატული ადამიანი მაინც არ გვტოვებს ემოციის გარეშე. ამ კულტურაზე ისტორიის მოყოლა შორს წამიყვანს, არც დიდი პროფესიონალი ვარ ამ საკითხში, უბრალოდ ჩემი ხუთგზის გამოცდილების გაზიარებას ვაპირებ, მათთვის ვინც პირველად იკეთებს ტატუს. ხშირად მისვამენ სხვადასხვა კითხვას და გადავწყვიტე ყველა საკითხი ერთ პოსტში მომეთავსებინა. ადრე თუ კონკრეტული გამოსახულება კონკრეტული შინაარსის მატარებელი იყო, ეხლა ეს ფაქტი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, მთავარია იგი პიროვნებასთან, შინაგან ხასიათთან, ემოციებთან  და სურვილებთან ახლოს იყოს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევარჩიე ჩემი ხუთეული.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Make Up as an Art

ლამაზი მაკიაჟის მოყვარულთათვის უცხო არაა, თუ რამხელა დროს და ენერგიას მოითხოვს უნაკლოდ წასმული ლაინერი თვალზე, თუ კონტური ბაფთა ტუჩებისთვის, მაგრამ ამაზე დიდ შრომას დებენ ის ადამიანები ვინც ამ საქმიანობას პროფესიულად უდგებიან: მოარგო მაკიაჟი უცხო სახეს, შეარჩიო ფერები, გამოიყენო მაქსიმალური კრეატიულობა და მიიღო შედეგი, რომელიც არც თუ ისე ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ფოტოგრაფია და კინემატოგრაფია, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთის მხრივ, სამუდამოდ აღვბეჭდოთ  შემოქმედება და მეორეს მხრივ უფრო საინტერესო გამოსახულება მივიღოთ.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ქრისტინე კეთილაძე (kristi Make Up Artist), ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ სფეროდან და წარმატებით მუშაობს როგორც თეატრალურ გრიმზე, კინოხელოვნებაში და ფოტოგრაფიაში. მეც მხვდა წილად ფოტოგადაღებაში მიმეღო მონაწილეობა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. გადაღება რამოდენიმე დღე გაგრძელდა Leko Studio-ში და სახეზეა მისი შედეგიც, რომელსაც სიამოვნებით გიზიარებთ.

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Smart Spa for Smart People

ამ დღეებში, წილად მხვდა ნატალის ანტიეიჯ კლინიკაში (Natali Antiage Clinic) ღია კარის დღეს დავსწრებოდი, რომელიც შეეხებოდა Smart Spa ანუ კანის მოვლას სახლის პირობებში და სახის კანი გამენებივრებინა Germaine de Capuccini სახის მოვლის საშუალებით, რომელიც ხუთი საფეხურისგან შედგებოდა: კანის გაწმენდა, სახის პილინგი, თვალის გარშემო კანის მოვლა, სახის დატენიანება და BB კრემი, რომელიც ისეთი სასიამოვნო იყო სახლში სინანულით ჩამოვიბანე :) პროცედურის შემდეგ თითქოს ჩემი კანის თითოეული ფორი თავისუფლად სუნთქავდა. ახლანდელ გარემოპირობებში, რომელიც საცობში საათობით დგომას, დაძაბულ სამუშაო რეჟიმს და აქტიურ ცხოვრების რიტმს მოიცავს, აუცილებელია სახის კანის მოვლა, რადგან კარგად ვიცით, ამ დროს ყველაზე მეტად ჩვენი კანი განიცდის დისკომფორტს, ამისათვის კი სულაც არაა აუცილებელი ყოველთვის სალონში ვირბინოთ, საკმარისია სახლში რამოდენიმე წუთი გამოვნახოთ და ყველაფერ რიგზე იქნება.

ნატალის  კლინიკას კი დიდი მადლობა  სასიამოვნოდ გატარებულ  Lady Like გარემოსთვის.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Extreme Photo-session

როგორ დაიძვრინო თავი სიტუაციიდან თუ ფოტოგრაფი არ გყავს?!

ყველაფერი საათივით იყო აწყობილი:

10:00 River Island-აქსესუარებისთვის

10:30 ნუკისთან(მოდელი – Image Centre)

11:00 სალონი Arte – თმა და მანიკური

12:45 ქრისტი (ვიზაჟი)

13:00 გადაღება.

ასეც დაიწყო, რომ არა ფოტოგრაფის მოუცლელობა და მის გარეშე სალონში დარჩენილი დაბნეული გოგოები. მაგრამ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ეს ფოტოსესია უნდა! შემდგარიყო, მისი მოლოდინი უამრავ ადამიანს ჰქონდა და ბევრი ადამიანიც ჩართული იყო, ამიტომ არ უნდა ჩაშლილიყო.

ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს თავში პირველი ამოტივტივდება – ინა! ფოტოგრაფი, ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი. დარეკვისას უარის მიღებას არც ვგეგმავდი და არც მიმიღია. ფოტოგრაფი – გვყავს, ეხლა ლოკაციები?!

სანამ საჭირო ნივთები შევაგროვეთ – გიორგი ქებურიას ტანსაცმლის კოლექცია და Marusinka-ს ფეხსაცმელები, გადავწყვიტეთ, მშიერ კუჭზე არ მოგვემოქმედებინა არაფერი, თან დროც გვქონდა, სანამ ინა კინოსტუდიიდან წამოვიდოდა, ამიტომ კაფე “Naxvamdis”-ში გადავწყვიტეთ წასვლა, სადაც საშამ უპირობოდ დაგვრთო ნება დავბანაკებულიყავით, ტანსაცმელი იქ გამოეცვალა ნუკას, აქსესუარებიც გადაგვენაწილებინა, მაკიაჟი იქ გაგვეკეთებინა და თუ საჭირო იქნებოდა ფოტოებიც მასთან სტუდიაში გადაგვეღო, ისე რომ ჩემი შრეკის თვალებიც კი არ დამჭირვებია სათხოვნელად. მოღრუბლული ამინდის მიუხედავად, რომელიც წვიმას ქადადებდა, გარე გადაღება ზედმეტად მიმზიდველი იყო და დავიძარით.

პირველი გადაღების წერტილი, არტ სტუდია “Leselidze 49″ იყო, რომელიც შემთხვევით ვნახეთ და მისი ოკუპირებაც მოვახდინეთ. მეორე ლოკაცია, ინტერიერით განთქმული და ბევრისთვის ნაცნობი კაფე Linville იყო სადაც გადაღება დავასრულეთ.

რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ “Naxvamdis”-ში ვისხედით, მართალია საოცრად დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები და თავს გადამხდარ დღეს უკვე ღიმილით ვიხსენებდით.

ეს გადაღება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჩემთვის, რამოდენიმე კვირა ვემზადებოდი და მოუთმენლად ველოდი, თან უამრავი ადამიანი ელოდება შედეგს, რომელსაც უკვე Pink.ge-ზე ვიხილავთ. ამისთვის კი ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მთელი გულით რომ ერთმანეთს გვერდში დავუდექით: ნუკა, ბაია, ქრისტი, ინა, ყველაზე დიდი მადლობა თემოს, რომელმაც გამნათებლის ფუნქციაც კი იტვირთა და ყოველთვის ჩემს გვერდითაა ^^. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Butoh – Dance of Darkness

ბუტო, არის ავანტ-გარდული ცეკვა, ტრადიციულად თეთრი გრიმით, ჰიპერშენელებული მოძრაობებით, აუდიტორიის წინაშე ან მის გარეშე, ხშირ შემთხვევაში გამოხატავს პროტესტს ტაბუდადებულ თემებზე. წარმოდგენა კომბინირებულია ცეკვის, თეატრის, იმპროვიზაციის და იაპონური კულტურის ელემენტებით. პირველად წარმოდგენა იაპონიაში 1959 წელს გაიმართა, ტაცუმი ჰიჯიკატას და მის პარტნიორ კაზუო ონოს მიერ. (Tatsumi Hijikata (1928 -1986), Kazuo Ohno (b. 1906).)

Butoh is a contemporary avant-garde dance form which originated in Japan and which was first performed there in 1959. It combines dance, theater, improvisation and influences of Japanese traditional performing arts. It typically involves playful and grotesque imagery, taboo topics, extreme or absurd environments, and is traditionally performed in white body makeup with slow hyper-controlled motion, with or without an audience.

 

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone