5 საზაფხულო ჰობი

პოსტის წერისას არა მარტო ჩემს მკითხველს მივმართავ და ვუზიარებ იდეებს, საკუთარი თავიც მინდა წავაქეზო, რომ რამე ახალი, სასარგებლო, თუნდაც წვრილმანი, მაგრამ განწყობის ასამაღლებელი გავაკეთო, რომელიც ხანდახან ზაფხულის გრძელ დღეებს სჩვევია. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Wrap it up!

საჩუქრის შეფუთვა, ამავე საჩუქრის ყიდვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და ხანდახან საკმაოდ დიდ დროს, თანხას და კრეატიულობას მოითხოვს. ოჯახში,  საახალწლოდ, მფუთავი ელფის როლს ტრადიციულად მე ვასრულებ ხოლმე, ამიტომ ძალიან სერიოზულად ვუდგები ამ საკითხს.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ფრთხილად, სურვილს ვიფიქრებ :)

ფრთხილად იყავით სურვილების ჩაფიქრებისას, ისინი ხდება!! დიახ ხდება, თუ ნამდვილად ისურვებთ… ეს აზრი მიტრიალებს თავში ბოლო რამოდენიმე დღეა! ვინატრე და მომეცა! სამსახურში საოცრად დაძაბული ვარ, ახალი ვიტრინა, საღებავები, ფერები, ფოტოები…. ახალი სეზონი… ცივა?? … თითქოს ეხლახანს ვიყავი ვიტრინის კედელზე ობობასავოთ ჩამოკიდებული და ვარსკვლავებს ვხატავდი საშობაო ვიტრინისთვის… და იწყება – ახალი! სულ ახალი! თბილის მომასწავლებელი!

ვიტრინამდე რატომ მივედი?! მართალია, ხშირად ვფიქრობ: ეს ისაა რაც მინდოდა? მაგრამ, თურმე მე თვითონ ვისურვე , არავის დაუძალებია, ერთი წლის წინ ვნატრობდი სამსახურს, საიდანაც სახლში დაღლილი მოვიდოდი, ესეც მე სურვილის ახდენა, ამის დამადასტურებელი საბუთიც არსებობს, ჩემივე დაწერილი

სანამ ჩემს ახალ ვიტრინას გაჩვენებდეთ, ძველის გაკეთების პროცესს გადახედეთ თუ დაინტერესდებით :)

XmasImage Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Old Newish

 მინდა ჩემს ახალ შარვალზე მოგიყვეთ, უფრო სწორად ძველზე.. თუ ახალი?! მოკლედ პოსტის ბოლოს გავარკვევ რომელია :D

რამოდენიმე დღის წინ ბლოგებზე დავხეტიალებდი და წავაწყდი პოსტს სადაც გოგომ თვითონ განაახლა ძველი ჯინსის შარვალი, ერთი სული მქონდა მათეთრებელს როდის ჩავიგდებდი ხელში, რომ მეც მეცადა.

პირველ რიგში დამჭირდა, მათეთრებელი, ჭურჭელი სადაც ამ მათეთრებელს ჩავასხამდი, თმის სამაგრი რეზინები ან რეზინი, ხელთათმანი(ახალი გაკეთებული მქონდა მანიკური) და შარვალი -რომელიც გავწირე და რომელიც საკმაოდ დიდი ხანი ეკიდა კარადაში და თავის ჯერს ელოდა.

 შემდეგ შარვალი სხვადასხვა ადგილი თმის რეზინით გადავუჭირე, ერთი ტოტი საერთოდ გავკვანძე.

 შარვალი შემდეგ მათეთრებელში მოხვდა სადაც 1საათზე მეტი მქონდა. შარვლის მათეთრებელში ჩალბობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თვითონ ჯინსზე და მათეთრებლის სიძლიერეზე და იმაზეც თუ როგორი შეფერილობა გვინდა ქონდეს.

 ეს კი შედეგი, რომელსაც მთელი დღე ველოდი სანამ შარვალი გაშრებოდა. ტანზე როგორ მომერგება მაგას ფეისბუქის გვერდზე გავაზიარებ ან აქვე პოსტის სახით..

მალე მინდა განახლებული ჯინსი მოვირგო :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Hey, I’m Alive

რამოდენიმე კვირიანი გაქრობის შემდეგ, არაფერი დამრჩენია, რომ ყველაფერი ჩემს სამსახურს და დაკავებულობას დავაბრალო, სანამ არ გავაანალიზე, რომ ყველაფერი ვორკოჰოლიზმისაკენ მიდის და არაფერს ვაკეთებ გარდა მუშაობისა, არაფერზე ვფიქრობ გარდა სამსახურისა, მის გარდა არაფერზე ვლაპარაკობ, თავი რომ დავანებო სხვაგან გასვლას, გუშინ მოდის კვირეულზე ვიყავი და ჩვენებაზე არ დავრჩი, იმდენად დაღლილი ვიყავი, ჩვენებამდე რამოდენიმე წუთით ადრე წამოვედი, დღევანდელ დღეზე რომ არაფერი ვთქვა, გამოწყობილმა წასასვლელად, აზრი შევიცვალე და სერიალს “Jane by Dezign”-ს ვუყურე, რომლის სამ სერია კიდევ მაქვს და სავარაუდოდ ამ პოსტის მერე ვუყურებ.

ყველაფერი თითქოს კარგად მიდის, მაგრამ ამას არ ველოდი საკუთარი თავისაგან, რომ ოდესმე სადმე წასვლა დამეზარებოდა, რომ ოდესმე მეგობრებს ასე დიდი ხანი დავივიწყებდი და ბლოგისთვისაც ამდენი ხანი არ მიმიხედავს, არადა ყველაფერი ერთად მინდა, ზუსტად ამაში მდგომარეობს ჩემი მიზანი და არ მინდა ერთის კეთებით რაიმეს ზიანი მივაყენო. არადა, სწორედ ეხლა მჭირდება მეგობრები, ეხლა ვჭირდები ბლოგს და ეხლა მჭირდება სწორედაც “გარეთ გასვლა” რომ თუნდაც ბლოგისთვის გამომადგეს, რადგან ვგრძნობ, რომ ადრინდელზე უფრო მეტი ადამიანი ადევნებს თვალს fefe-ს, რისთვისაც მადლობ თქვენ :) ასე გააგრძელეთ, რათა უფრო შემრცხვეს ამჟამინდელი მდგომარეობის, იმედია ჩემთან ერთად დარჩებით :) არა?!

რაც შეეხება მოდის კვირეულს, ბევრ ახალს ვერ გეტყვით, ვერ ვიტყვი რომ მაღალ დონეზეა, მაგრამ კარგია, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ცდილობს რაიმე შესთავაზოს ქართულ საზოგადოებას, ზოგადად კი თბილისის მოდის კვირეულისადმი დადებითად ვარ განწყობილი. რამდენი მაშტაბური ღონისძიება გახსოვთ საქართველოში, რომელიც ყოველ წელს ტრადიციულად ტარდება, თუ საქართველოს მოდის კვირეულს არ ჩავთვლლით, რომელიც როგორც ვიცი აღარ არსებობს და აღარ იქნება არასდროს :D არც ერთი ჩვენება არ მინახავს, თუმცა ხელნაკეთების გამოფენა შემოვირბინე და ფოტოებშიც ნახავთ ჩემს ფავოიტებს, როგორც ყოვეთვის “ნუცას აქსესუარები” ფერადი და “განწყობიანი”, ნანუკა ჩხეიძე (Art Nanu) ტყავის ნაკეთობებით და ჩემი ყურადღება თიკო ნებიერიძემ მიიპყრო, საოცრად ლამაზი თმის აქსესუარებით და ყელსაბამებით.

ბოლოს კი ფოტოები შემოგინახეთ 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

DIY for Halloween party

რაც უფრო ვუახლოვდებით 30 ოქტომბრის ღამეს, მიT უფრო მეტს ვფიქრობ, კოსტუმზე, რომელიც შეიძლება ჩავიცვა ჰელოუინის წვეულებისათვის.

მე და ჩემს დებს საოცრად გვიყვარს თემატური წვეულებების მოწყობა და მეგობრებს უამრავ სიურპრიზს ვუწყობთ ხოლმე. ვცდილობთ, რაც შეიძლება ხალისიანად და გემოვნებიანად გავატაროთ საღამო…კოსტუმები კი გამონაკლისი არაა და გადავწყვიტე, რაღაც ნაწილი თქვენც გაგიზიაროთ, მინდა თავად გავაკეთო თავის აქსესუარი, სრულ ვერსიას კი 31 რიცხვის შემდეგ აუცილებლად იხილავთ ბლოგზე :))

თავსაბურავის დეტალები და ფოსფორის ჩონჩხი “განწყობისთვის”



Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone