falling in love with myself

გადავწყვიტე მიყვარდეს საკუთარი სხეული! შთამაგონებელი ბევრია, ისეთი ადამიანიც ბევრია, დიდი ხნის მანძილზე წვეთ-წვეთად ნაგროვებ თვითშეფასებას ერთი შემოხედვითაც რომ დაგაკარგვინებს, მაგრამ არ არსებობს იმაზე დიდი ზეგავლენის მქონე, როგორიც საკუთარი თავია.ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვებრძვი ჩემს თავს, არ მომწონს ჩემი სიმაღლე, მუდამ მეშინია გრამით არ მოვიმატო, შემდეგ ფეხებზე მეტყობა ყველაფერი, არ ვარ “საიზისტი”, ყველა ზომის ადამიანში სილამაზეს ვხედავ, არ ვლაპარაკობ სულიერ სილამაზეზე, იმაზე რომ შინაგანი სამყარო უფრო მნიშვნელოვანია, ეს სრულიად სხვა თემაა. მაგრამ, რატომღაც თავს ვაიძულებდი მეფიქრა ნეგატიურად საკუთარ სხეულზე. მუცელი მეწევა, ვიცი, განიერი მხრები მაქვს და სულ ვცდილობ ამის დაფარვას – ფოტოებში მაინც, მაგრამ ყველამ ვიცით როგორი სტრესის ქვეშ ვიმყოფებით როდესაც საკუთარ თავს მუდმივად, განუწყვეტლივ, 24/7/365 მივუთითებთ რაღაცაზე, ვნანობთ, ვითრგუნებით. მორჩა! მინდა საკუთარი თავი შვებულებაში გავუშვა და დავასვენო ყველანაირი ნეგატიური აზრისაგან. მინდა ყოველ სარკეში ჩახედვისას ვხედავდე ადამიანს რომელიც მეტყვის: “შენი თმა შესანიშნავად გამოიყურება”, “ვგიჟდები შენს წარბებზე”… მართალია სახეზე ხანდახან მაყრის, მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ, ასეც უნდა იყოს, რადგან სხვაგვარად მე არ ვიქნები, გავქრები და სხვა მე გაჩნდება, საქმე იმაშია რომ ყველა ინდივიდები ვართ, ერთი ცალი, სხვადასხვა სიმაღლის, ზომის, ფორმის, როგორც არ უნდა ვისურვო ვერასოდეს შევცვლი რასაც თავს ვსაყვედურობ, ამიტომ დროა საკუთარ მესთან ჰარმონიაში მოვიდე და ვუთხრა: მე შენ ძალიან მომწონხერ, მე შენ მიყვარხარ!

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Halloween Inspiration

halloweenHalloweenმოვიდა შემოდგომა და მასთან ერთად ჰელოუინის განწყობაც,  კოსტუმებისთვის ახალ შთაგონებას ვეძებთ.DSC_0659 უკვე რამოდენიმე წელიწადია ამ დღეს ამაღლებული განწყობით ვხვდებით, თუ რაიმე გეგმა არ გვაქვს ფოტოსესიისთვის მაინც ვპოულობთ დროს. ფოტოები კი გასული წლების ალბომიდან, იმედი მაქვს თქვენც ნახავთ სასურველ პერსონაჟს.
Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

სამსახური ზაფხულში თუ ზაფხული სამსახურში?

ზაფხულს თან ბევრი ცდუნება ახლავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური ქსელები აჭრელებულია შვებულების უდარდელი ფოტოებით, სურვილი გკლავს ადგე და თავით გადაეშვა (ცურვის ცოდნას არ აქვს მნიშვნელობა) თუნდაც ნიაგარას ჩანჩქერში, ამ დროს კი ოფისს ხარ მიჯაჭვული, სამსახურის სამოსი კი უფრო მეტად გიკრავს სუნთქვას. თუმცა ოფისის სამოსიც შეიძლება გამოიყურებოდეს მიმზიდველად თუ გაითვალისწინებ რამოდენიმე რჩევას. 25153_netaporter Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Hey man! I’ve got your jacket!

ჩემი რიგით მეორე ჩაცმულობა რივერ აილენდთან ერთად თბილისის მოდის კვირეულზე, კომფორტული, 90იანების ხასიათით. ჯინსის ქურთუკი კაცების განყოფილებაში შევარჩიე, რომელიც მოცულობას სძენს მთლიან კომბინაციას, კოპლიანი კაბა, შავ-თეთრ წინდასთან კი უფრო მხიარულ განწყობას იძლევა.

This is second look with River Island at Tbilisi Fashion Week. Love this grungy, yet 90s look, with season hot trend “LOL” beanie and oversized denim jacket which I’ve borrowed from menswear. Mixing up doted dress with chess socks makes it more fun.DSC_0394

Continue reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Dungaree in Monochrome

თუ გუგლში ამ წლის ტენდენციებს დაძებნი, ეკრანი აუცილებლად აჭრელდება კომბინიზონების ნაირსახეობით. მოდის კვირეულისთვის ეს ჩაცმულობა შემთხვევით არ იყო შერჩეული, შავ-თეთრის კომბინაცია, ამას დამატებული  ოქროსფერი აქსესუარები და არაფერი ზედმეტი. ჩაცმულობაში მაღაზია რივერ აილენდი დამეხმარა.

If you search 2013 year tendencies in Google, you can find loads of photographs featuring dungaree. For fashion week – this choice wasn’t by accident, combination of black and white with golden jewellery – answers on latest hot trends.  Whole look is River Island labeled.

DSC_0440

Continue reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone